პორტუგალიელის გაშვების მიზეზი "რეალის" მისამართით გამოთქმული კრიტიკა შეიძლებოდა გამხდარიყო
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი 2010 წლის დეკემბერში გუნდის თავკაცის ჟოზე მოურინიოს გათავისუფლებას აპირებდა.

პორტუგალიელის გაშვების მიზეზი "რეალის" მისამართით გამოთქმული კრიტიკა შეიძლებოდა გამხდარიყო. მოურინიომ "რეალი" "სევილიასთან"(1:0) ესპანეთის ჩემპიონატის მატჩის შემდეგ, გასახდელში გააკრიტიკა.

პერესსა და მოურინიოს შორის ურთიერთობა 29 ნოემბრის შემდეგ დაიძაბა, როდესაც "რეალმა" "ბარსელონასთან" 0:5 წააგო. 19 დეკემბერს "სევილიასთან" მატჩის შემდეგ მოურინიომ გასახდელში განაცხადა, რომ "რეალს" დიდ კლუბად არ მიიჩნევს.

ამის შემდეგ პერესმა მოურინიო სასაუბროდ მიიწვია, რომლის დროსაც ურთიერთგაგებას ვერ მიაღწიეს. თუმცა შემდეგ "რეალის" პრეზიდენტმა მოურინიოს გაშვება გადაიფიქრა და პორტუგალიელის თავის პოსტზე დატოვება გადაწყვიტა, რათა გულშემატკივრებთან კონფლიქტი თავიდან აერიდებინა.

ესპანეთის ჩემპიონატის 2010/11 წლის სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე "რეალი" მეორე ადგილს იკავებს და "ბარსელონას" 8 ქულით ჩამორჩება. თუმცა ესპანეთის თასის ფინალში მადრიდულმა კლუბმა "ბარსელონა" დაამარცხა. კატალონიელებთან კიდევ ორ მატჩს "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გამართავს. პირველი თამაში 27 აპრილს გაიმართება.

მომზადებულია El Pais-ის მიხედვით

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"