ამერიკის ღია პირველობის 1/16-ფინალში საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე არგენტინელი გუიდო პელა იქნება.

სამხრეთამერიკელი 28 წლისაა და მსოფლიო რეიტინგში 66-ე პოზიცია უკავია. მან მაქსიმუმი 2016 წლის მარტში დააფიქსირა, როდესაც 39-ე საფეხურს უწია.

ის ATP-ტურნირების ფინალში კარიერაში სამჯერ გავიდა, თუმცა სამივე მათგანში მარცხი განიცადა.

აღსანიშნავია, რომ ეს სამივე ტურნირი გრუნტის საფარზე იყო და საერთოდაც, არგენტინელი განსაკუთრებით ძლიერი სწორედ ქვიშაზე თამაშის დროსაა.

მიმდინარე სეზონში მას მოგება/წაგების ბალანსი 21/18-ზე აქვს. გუიდოს წელს 588,418, ხოლო კარიერაში 2,542,432 დოლარი აქვს გამომუშავებული.

აღსანიშნავია, რომ ის ბევრი ჩოგბურთელისთვის საოცნებო დევისის თასის მფლობელია.

მიუხედავად იმისა, რომ მას ფინალურ შეხვედრაში არ უთამაშია, პელას არგენტინის ნაკრებმა 2016 წელს, ზაგრებში, ხორვატიას მოუგო და დევისის თასი დაისაკუთრა.

რა თქმა უნდა, აღნიშნულ წარმატებაში უდიდესი წვლილი "ტანდილის კოშკად" წოდებულ ხუან მარტინ დელ პოტროს მიუძღვის, თუმცა ჩვენებურის მეტოქემაც წარმატებაში გარკვეული წვლილი შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზის მსგავსად, პელასაც აქვს შანსი, თავისი კარიერის მაქსიმუმი დააფიქსიროს და დიდი სლემის მე-4 წრეში გავიდეს.

გუიდომ ჩოგბურთის თამაში 5 წლის ასაკში დაიწყო. ის ცაციაა და მარცხენა ხელით თამაშობს. მამამისი კარლოსი ჩოგბურთის მწვრთნელია, დედამისი ჩარო უნივერსიტეტში ასწავლის, ხოლო და კატალინა ასევე ჩოგბურთელია.

როგორც თავად პელა ამბობს, მისი საყვარელი საფარი გრუნტია, თუმცა ჰარდზე თამაშიც დიდ სიამოვნებას ანიჭებს. თავის საუკეთესო დარტყმად კი ბექჰენდს თვლის.

არგენტინელის საყვარელი ტურნირი სწორედ ამერიკის ღია პირველობაა, იდეალი ჩოგბურთელი კი როჯერ ფედერერია.

ის "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანია, ხოლო უეინ რუნი - საყვარელი ფეხბურთელი. მისი საწვრთნელი ცენტრი კი არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში მდებარეობს.

აქვე გეტყვით, რომ ნიკოლოზი და გუიდო კარიერაში აქამდე ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.

წყვილში გამარჯვებული 266,000 დოლარსა და 180 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებს.

ბასილაშვილი-პელას შორის უკეთესი, დიდი ალბათობით, ლეგენდარულ ესპანელ რაფაელ ნადალზე გავა.

"გრუნტის მეფე" თავის შეხვედრას რუს კარენ ხაჩანოვთან ჩაატარებს და რა შანსები აქვს ხაჩანოვს შემდეგ ეტაპზე გასვლის, თავად განსაჯეთ.

რაც შეეხება ბასილაშვილის მორიგი მატჩის თარიღსა და დროს, ის ხვალ გახდება ცნობილი.

დათო
მართლაც საოცარია, მე მაინც მგონია და მინდა მჯეროდეს ,რომ არასწორად აფიქსირებენ!!!!
ბორა
ბასილაშვილის მისალოც და წარმატების მოსურვე კომენტარებს უარყოფით შეფასებას ვინ აძლევს? დარწმუნებული ვარ მეცოცხე იქნება
1234
გადაწყვეტილად არ ვამბობ, მაგრამ, რატომ უყურებენ ესე ალმაცერად ბასილაშვილს გაუგებარია. გასაგებაი რომ არა საჩოგბურთო ქვეყნიდანაა, თუ მოუგებს, ნადალთანაც არ იქნება უშანსოდ. ბასიალშვილი უმაღლესი კლასის ჩოგბურთელია და 35 რეიტინგში, რატომ გაოცდნენ ასე მისი გამარჯვებით? კაცი უმიზნებს 10_ეულს. ეს ტურნირი შეიძლება ვერ დადოს, მაგრამ გამორიცხული არაფერია.
llcl
მიდი ნიკოლოზ, ღმერთი შენსკენ, ხომ ხედავ უკუღმართია ტიპი, არგენტინელი რომ ხარ და საყვარელი ფეხბურთელი რომ რუნია შენი, მგონია მთლად დალაგებული არ უნდა იყო))))
მერაბ გ
პელას გაჭიმვა და 25 საუკეთესოში შესვლა! წინ!!!
Fani
მიდი ნიკოლოზ, მიაწექი! თუ ამ არგენტინელსაც დაამარცხებ, ნადალთან უპირობო გამარჯვებას არავინ მოგთხოვს და უფრო თავისუფლად ითამაშებ. წარმატებას გისურვებ, ნიკა!
მერაბი
ვამაყობთ შენით ნიკოლოზ, თამაში გვიან იყო და ვერ ვნახე და ლინკი ხომ არ იცით სად შეიძლება ვნახოთ სრული ჩანაწერი?
WTF
გისურვებ გამარჯვებას ნოკოლოზ, შეუძლებელია არაფერია რაც უკვე დაამტკიცე !!!
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
ცნობილია, როდის ითამაშებს ნიკა ბასილაშვილი მორიგ შეხვედრას Us Open-ზე
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
ოკსანა კალაშნიკოვა Us Open-ის წყვილთა თანრიგში 1/8-ფინალში გავიდა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ნიკოლოზ ბასილაშვილი: ჩემპიონის წინააღმდეგ კარგი მატჩი იყო
მონტე-კარლოს მასტერსის მოსალოდნელი ფინალი: ნადალი VS ჯოკოვიჩი
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის
Us Open: 1/16-ფინალში კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი გავიდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ნიკოლოზ ბასილაშვილის კომენტარი ჯეკ სოკთან გამარჯვების შემდეგ
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
US OPEN: როჯერ ფედერერი ისტორიაში პირველად 55-ე ჩოგანთან დამარცხდა [VIDEO]
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო