მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ფიასკოს შემდეგ, წესით, მის ხელმძღვანელობას და ფეხბურთის კავშირს კომენტარი უნდა გაეკეთებინათ, არგუმენტირებულად აეხსნა წარუმატებლობის მიზეზი, ეცადა მაინც ამის გაკეთებას. ნურას უკაცრავად.

ოთხშაბათს ბუნდესგუნდის მწვრთნელი იოახიმ ლიოვი და მენეჯერი ოლივერ ბირჰოფი, როგორც იქნა, შეხვდნენ ჟურნალისტებს, მაგრამ მათ კონკრეტული ვერაფერი ვერ თქვეს.

"მე ვთვლიდი, რომ ბურთის ფლობით მოვიპოვებდით მოწინააღმდეგეებთან უპირატესობას და ჯგუფიდან გავიდოდით. ჩვენ გვაკლდა შემართება. სტრატეგიით გავერთეთ და დავისაჯეთ, - ასე იმართლა თავი ლიოვმა.

მან ფაქტობრივად აღიარა, რომ გუნდში ავტორიტეტი არაა. ანტონიო რიუდიგერი ნაკრებში ჩილიმით გამოცხადდა, "ლეგიონერები" გუნდში ლეროი სანეს არყოფნის გამო უკმაყოფილებას დაუფარავად გამოხატავდნენ, რაღაცნაირად არასპორტულად იქცეოდნენ, თითქოს გერმანელებს დასცინოდნენ კიდეც - მოკლედ, დისციპლინა მოიკოჭლებდა და ეს მთავარ გერმანულ გუნდში, რომელიც მაღალი დისციპლინითაა სახელგანთქმული. ლიოვმა თავი აარიდა ღრმა ანალიზს, უბრალოდ გაექცა მას. ამას მოყვითალო "ბილდი" კი არა, არამედ თვით პატივცემული "შპიგელი" აღნიშნავს.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თქვა, რომ მესუთ იოზილის პრობლემა შესასწავლი იყო, რომელმაც თავს დატეხილი კრიტიკის შემდეგ ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა. ეს ნიშანი იყო ლიოვისთვის, დაკავშირებოდა ფეხბურთელს. დაურეკა კიდეც, მაგრამ მან პასუხი არ გასცა... ლიოვი უარყოფს გუნდში რასიზმის არსებობას. პრობლემასთან ბრძოლის ნაცვლად, უბრალოდ, უარყოფს. თუმცა იოზილს ნაკრებში თამაშის დიდი სურვილი არა აქვს და საერთოდ, საკითხავია - აქვს კი თამაშის სურვილი და შეუძლია თუ არა მაღალ დონეზე ასპარეზობა? იქმნება შთაბეჭდილება, რომ მას ფეხბურთი მოყირჭდა.

ყველაფერში განტევების ვაცად მთავარი სკაუტი ურს ზიგენტალერი და ლიოვის ასისტენტი ტომას შნაიდერი გამოიყვანეს. ზიგენტალერი არ მოხსნეს, რაღაც "უფრო საპატიო თანამდებობაზე" გადაიყვანეს - კონსულტანტი გახადეს, მის ადგილას კი შნაიდერი დანიშნეს.

ალბათ, დამნაშავე სემი ჰედირაა, რომელსაც მუნდიალისას ემრე ჩანი აკრიტიკებდა და რომელიც არ იხმეს საფრანგეთსა და პერუსთან უახლოეს მატჩებში მონაწილეობის მისაღებად. ჩანი აგრეთვე იოზილსაც აკრიტიკებდა და მუნდიალზე განცდილ ფიასკოში შესაძლოა, ერდოღანიცაა დამნაშავე...

გერმანული პრესა ლიოვისა და ბირჰოფის ახსნა-განმარტებას ზედაპირულად მიიჩნევს. მათდამი დამოკიდებულება სკეპტიკურია: ბევრი ლაპარაკი - ნაკლები კონკრეტიკა.

"კიკერის" რედაქტორი ოლივერ ჰარტმანი ამბობს, რომ გაუგებარია, როგორ შეძლებს ლიოვი გუნდის საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებას. მკაცრი კონტროლისა და დისციპლინის დამყარება მოსალოდნელი არაა. იოახიმი, სავარაუდოდ, არ შეცვლის თავის მუშაობის სტილს, რომელიც ნდობასა და კომუნიკაციას ემყარება.

ერთი სიტყვით, მსოფლიოს ჩემპიონატზე შერცხვენილი გერმანიის ნაკრები სერიოზული პრობლემის წინაშე დგას და არავინ იცის, როგორ მოხერხდება ამ დიდებული გუნდის აღორძინება.

მოხერხდება კი?

დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
"ბევრს შრომობს, მაგრამ საშუალო დონის გუნდში თამაშობს" - შერინგემმა რაშფორდსა და "მანჩესტერ იუნაიტედზე" ისაუბრა
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 იბერია 1999. სხვა შედეგიც არ იყო გამორიცხული...
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
[VIDEO] გადაირია, კვლავ საოცრებები აკეთა - კვარაცხელიას პენალტის ამღები ჩრდილო ირლანდიელი მეკარის მორიგი გმირობა
55 მილიონად შეძენილი მეკარე პსჟ-ს დატოვებას აპირებს
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ᓘᓣᓠᓒᓔᓜ ᓙᓚᓘᓜᓡᓛᓐᓜᓘ: ᓒᓔᓠᓛᓐᓜᓘᓐᓡ ᓢᓘᓢᓣᓚᓘ, ᓩᓕᓔᓜ - ᓯᓒᓣᓤᓘᓓᓐᓜ ᓒᓐᓡᓕᓚᓐ
ოლივერ ბირჰოფი: თბილისში მოგება არც ისე იოლია, როგორც გარედან ჩანს
გერმანელებს ეს არ მოეწონებათ...
ჰუმელსი აივნიდან აუზში გადახტა და ბირჰოფის საყვედური დაიმსახურა [video]
კლოპის ხელმძღვანელობით გერმანიამ პირველად მოიგო - ნიდერლანდებმა საბერძნეთთან ფრეს მიაღწია
ᓝᓚᓘᓕᓔᓠ ᓑᓘᓠᓰᓝᓤᓘ ᓘᓢᓐᓚᓘᓣᓠᓘ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓘᓡ ᓡᓐᓗᓐᓕᓔᓨᓘ?
[VIDEO] საბერძნეთმა კლოპის გერმანიას სტუმრად სძლია და გალიდერდა - ნიდერლანდებმა სერბეთი დაამარცხა
სამი კანდიდატი - "ბაიერნში" ტუხელის შესაძლო შემცვლელები ცნობილია
საბერძნეთი და გერმანია დაზავდნენ - ნიდერლანდებმა სერბეთს სძლია
ხავი შესაძლოა გაათავისუფლონ - მის შემცვლელად 3 კანდიდატი სახელდება
"საშუალო დონის გუნდი გვყავს" - შვაინშტაიგერი გერმანიის საბერძნეთთან მარცხს გამოეხმაურა
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
მათი ცხოვრება თეატრივითაა - ოლივერ ბირჰოფი იტალიელებსა და იტალიურ ფეხბურთზე...
ლიოვმა მიულერს დაურეკა და ნაკრებში უხმო
ლიოვმა ახსნა, თუ რატომაა იმედიანად ინგლისთან მატჩის წინ
[VIDEO] კლოპის გერმანია ჩავის ნიდერლანდებთან ფრეს დასჯერდა
კაპაძემ უზბეკეთი მუნდიალზე გაიყვანა და მაინც უშვებენ? - ადგილობრივ ფედერაციას ამ ცნობილი მწვრთნელის მიწვევა სურს