სერია A-ს მორიგი ტური ისეთი ჯახით იწყება, კაცი უკეთესს რომ ვერ ინატრებს - "მილანი" და "რომა" საუკეთესოს "სან სიროზე" გაარკვევენ. ორივე გუნდი გამწარებულია წინა ტურში განვითარებული მოვლენების გამო. "მილანმა", ფაქტობრივად, მოგებული თამაში წააგო (2:3) "ნაპოლისთან", "რომა" კი საშინაო ასპარეზზე "ატალანტასთან" მარცხს გადაურჩა (3:3).

წესით, "როსონერის" ამ შეხვედრაში ვერ უნდა დაეხმარონ ანდრეა კონტი და ივან სტრინიჩი. რაც შეეხება "რომას", "გლადიატორთა" რიგებში საეჭვოა ალესანდრო ფლორენცისა ("ატალანტასთან" მატჩში დაშავდა) და დიეგო პეროტის მინდორზე გასვლა. ნებისმიერ შემთხვევაში, გახსნილი და შემტევი ფეხბურთის მოლოდინში ვართ.

ჯანლუიჯი ბუფონი დღესაც "ბებერი ქალბატონის" ღირსებას რომ იცავდეს, "პარმასა" და "იუვენტუსის" შეხვედრას სულ სხვა ეშხი ექნებოდა, მაგრამ ინტრიგის გარეშე არც ახლა ვართ. ყველას ძალიან გვაინტერესებს, შეძლებს თუ არა კრიშტიანო რონალდო იტალიის ჩემპიონატში პერსონალური ანგარიშის გახსნას.

"ბოლონიასთან" იოლი გასვლა ნამდვილად არ ელის "ინტერს", რომელიც სტარტზე მოლოდინს ვერ ამართლებს. გასულ უქმეებზე მილანელებმა ძალიან კარგი პირველი ტაიმი ჩაატარეს "ტორინოსთან" საშინაო შეხვედრაში, მაგრამ თანდათან ყურადღება მოადუნეს და შეტევაში ყოჩაღად გამრჯე მოწინააღმდეგეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცეს.

"ნაპოლი" ბოლო დროს სულ უგებს "სამპდორიას". ჯერჯერობით, კარლო ანჩელოტის გუნდი ზეშემტევ ფეხბურთს თამაშობს და წარმატებით გადის ხოლმე ბეწვის ხიდზე. ვნახოთ, რა და როგორ იქნება ამჯერად. ყოველ შემთხვევაში, ნეაპოლურ კლუბს ფავორიტის სტატუსი უნდა მივანიჭოთ და ამის საწინააღმდეგო, ალბათ, არავის ექნება.

"ლაციოს" შესანიშნავი შანსი ეძლევა, ჩემპიონატის წარუმატებელ დასაწყისს დამაჯერებელი გამარჯვება მიაყოლოს. ყოველ შემთხვევაში, "ფროზინონესთან" შეხვედრაში რომაელები აშკარა ფავორიტები არიან.

ფაქტები

"მილანსა" და "რომას" შორის ბოლო 2 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.

"ბოლონიასა" და "ინტერს" შორის უკანასკნელ ორ შეხვედრაში ორივე გუნდმა გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.

"პარმამ" ბოლო შეხვედრაში (2015) 1:0 სძლია "იუვენტუსს".

"ფიორენტინამ" ბოლო 3 მატჩი მოუგო "უდინეზეს".

"კალიარიმ" ბოლო 2 შეხვედრაში მოახერხა "ატალანტას" დამარცხება.

"ლაციო" და "ფროზინონე" სულ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივე მატჩი "მშრალი" ანგარიშით დასრულდა.

"ნაპოლიმ" ბოლო 5 შეხვედრაში მოუგო "სამპდორიას".

"სასუოლოსა" და "ჯენოას" ბოლო 5 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.

"ტორინო" და სპალ-ი სულ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივე შემთხვევაში გუნდებმა მინიმუმ ერთი გოლის გატანა მოახერხეს.

სერია A. III ტური

პარასკევი, 31 აგვისტო

მილანი-რომა 22:30

შაბათი, 1-ლი სექტემბერი

ბოლონია-ინტერი 20:00

პარმა-იუვენტუსი 22:30

კვირა, 2 სექტემბერი

ფიორენტინა-უდინეზე 20:00

ატალანტა-კალიარი 22:30

კიევო-ემპოლი 22:30

ლაციო-ფროზინონე 22:30

სამპდორია-ნაპოლი 22:30

სასუოლო-ჯენოა 22:30

ტორინო-სპალ 22:30

ბომბარდირი: 2 - ალეხანდრო გომესი (ატალანტა), ემილიანო რიგონი (ატალანტა), მარკო ბენასი (ფიორენტინა), დომენიკო ბერარდი (სასუოლო), როდრიგო დე პაული (უდინეზე), ლეონარდო პავოლეტი (კალიარი), პიოტრ ზელინსკი (ნაპოლი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

iberia
იგოლავებს? რა ენაზე წერთ ძალიან სირცხვილია უკვე
ჯანსუღ ღვინჯილიას მამიდაშვილი
და პრიზი ქართული ენის დამახინჯებისთვის გადაეცემა ალეკო კაკაურიძეს. ნომინაციაში წლის მახინჯი სიტყვა გაიმარჯვა - "იგოლავებს"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი ამიტომ ვთქვი" - ჰენრიხ მხითარიანი
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
კრიშტიანო რონალდო: ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
"რონალდო მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია" - შერინგემმა კრიშტიანოს მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი!" - კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი