ეროვნული ლიგის 23-ე ტურში გათამაშების ლიდერმა "საბურთალომ" "ლოკომოტივს" 2:1 მოუგო.

ანგარიში 27-ე წუთზე ლობჟანიძემ გახსნა, რომელმაც დავითაშვილის ნაკუთხურალ ბურთს თავით კუპატაძის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. 42-ე წუთზე კი "საბურთალომ" საპასუხო გოლი გაიტანა - ბურთისათვის ბრძოლაში საკუთარ საჯარიმოში ჯიქიამ კოხრეიძე წააქცია და თერთმეტმეტრიანი თავად დაზარალებულმა გამოიყენა. შესვენებაზე გასვლის წინ "ლოკომოტივის" მეკარე თევდორაძემ შეცდომა დაუშვა, რომელიც დავით ვოლკოვმა ვერ გამოიყენა.

მეორე ტაიმში ტემპი დაეცა, რაც "ლოკომოტივს" აძლევდა ხელს, მომენტები იშვიათად იქმნებოდა, თამაში ნაკლებად სანახაობრივი გახდა. თუმცა, "საბურთალომ" კლასის ხარჯზე მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ჯერ შეცვლაზე შესულმა ტატანაშვილმა გაუშვა გოლის გატანის კარგი შესაძლებლობა, მე-80 წუთზე კი თევდორაძის მუშტებით მოგერიებული ბურთი ვოლკოვმა გადაგზავნა მის კარში.

თბილისი. "მიხეილ მესხი".

საბურთალო - ლოკომოტივი 2:1

გოლები: 0:1 უჩა ლობჟანიძე (27), 1:1 გიორგი კოხრეიძე (42, პენ), 2:1 დავით ვოლკოვი (80)

საბურთალო (4-1-2-3): ლაზარე კუპატაძე (კ), გაგი მარგველაშვილი, ცოტნე ნადარაია (ლუკა ლაკვეხელიანი 46), დავით ვოლკოვი, გიორგი კოხრეიძე (დიმიტრი ტატანაშვილი 71), გრიგოლ ჩაბრაძე, ელვინ ტერა (სანდრო ალთუნაშვილი 66), თორნიკე გორგიაშვილი, ვაგნერ გონსალვეში, გიორგი დიასამიძე, გიორგი რეხვიაშვილი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

ლოკომოტივი (4-2-3-1): რევაზ თევდორაძე, ნიკა ჭანტურია, დავით ჯიქია (რატი არდაზიშვილი 83)., თეიმურაზ შონია, ლაშა გვალია (თორნიკე ძებნიაური 67), ზურიკო დავითაშვილი, უჩა ლობჟანიძე, გიორგი გაბაძე, დავით უბილავა (კ), დავით სამურკასოვი (რევაზ ინჯგია 60), ოთარ კობახიძე

მთ. მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"