ვასილ მაისურაძის შეგირდებმა ასტანაში, "პრეზიდენტის თასზე" პირველი მატჩი სომეხ თანატოლებთან ჩაატარეს და 5:3 გაიმარჯვეს
საქართველოს 17- წლამდე ნაკრებმა გუნდმა პირველი შეხვედრა ასტანაში, ყაზახეთის "პრეზიდენტის თასზე" გამართა. ვასილ მაისურაძის გუნდის პირველი მეტოქე, სომხეთის ნაკრები გახლდათ. შეხვედრა თბილისის დროით დილის 10:00 საათზე, სტადიონ "ასტანა არენაზე" დაიწყო. გოლუხვი შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით - 5:3 დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში სომხებმა გახსნეს, მაისურაძის გუნდს უდიდესი სათამაშო უპირატესობა ჰქონდა. მეტოქეთაგან გოლები ვარდან ბაკალიანმა (8 წთ), ედგარ არუთინიანმა (68 წთ) და ჰამლეტ ასოიანმა (72 პენ) გაგვიტანეს.

მატჩში დუბლი შეასრულა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა დავით მაკარაძემ. ის თერთმეტმეტრიანი კი, რომელიც ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა სომხების კარში გაიტანა, სწორედ, მაკარაძემ გამოიმუშავა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ათი კაცით ჩაამთავრა. 72-ე წუთზე, უხეში თამაშისთვის მსაჯმა მოედნიდან ნიკა ჭანტურია გააძევა და ჩვენს კარში პენალტი დანიშნა.

მატჩის სტატისტიკური მონაცემები ასეთია:

საქართველო U17: ადამია, გაბაძე, დვალი (ალ.გურეშიძე), გ.გურეშიძე, ჭანტურია, აბურჯანია (კაპ) (მელიქიძე), ჭეჭელაშვილი, ახვლედიანი (წილოსანი), კერძევაძე (როსტიაშვილი), მზევაშვილი (კაკაბაძე), მაკარაძე (ნიკურაძე)

გოლები: აბურჯანია (26), მაკარაძე (36, 43), ახვლედიანი (45), ჭეჭელაშვილი (50 პენ)

გაძევება: ჭანტურია (72)

ჯგუფის მეორე შეხვედრაში, უკრაინის ნაკრებმა თურქებს 2:1 მოუგო.

ქართველი 17-წლამდელები კი, მომდევნო შეხვედრას ხვალ, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი კვლავ დილის 10:00 საათზე დაიწყება.

სფფ-ს პრესსამსახური

U19 | საქართველო 2:2 ლატვია
U21. საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრეს დასჯერდა
U21. ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა