გრანდებს ბრწყინვალე სტარტი გამოუვიდათ - "რეალი" იმარჯვებს, "ბარსა" კი მეტოქეებს აცამტვერებს, ლეო მესი ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს...
დიეგო სიმეონემ სათადარიგოთა სკამზე ჯამში 115 მილიონი ევროს ღირებულების ფეხბურთელები დატოვა და ვიგოში ეს პირველ მარცხად მოიმკო - მაქსი გომესმა ჯერ თავად გაიტანა, შემდეგ კი იაგო ასპასს გაატანინა. "ატლეტიკომ" ვერაფერი გააწყო - სავიჩის ხელით თამაშსა და გაძევებას თუ არ ჩავთვლით - მადრიდელებისგან სულ სხვაგვარ სტარტს ველოდით.
02.09.18. სელტა - ატლეტიკო 2:0
"სამეფო კლუბს" ჯერჯერობით, არაფერში დაეტყო კრიშტიანო რონალდოს წასვლა. პირიქით, გარეთ ბეილი და განსაკუთრებით, ქარიმ ბენზემა მას მერე უფრო ათამაშდნენ. ფრანგი "ლეგანესთან" დერბიში საუკეთესო იყო. "რეალის" რიგებში ტიბო კურტუას დებიუტი შედგა, ხოლო მეორე ახალწვეული მარიანო დიასი სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
02.09.18. რეალი - ლეგანესი 4:1
"უესკას" ფორვარდ კუჩოს ერჩივნა, სულ არ გაეტანა ის გოლი, რომელმაც "კამპ ნოუზე" "ბარსას" ვარსკვლავები განარისხა და საბოლოოდ ჩემპიონმა დებიუტანტს 8:2 მოუგო. ლეო მესიმ დუბლი შეასრულა და 150-ე საგოლე პასიც მიითვალა. ლეომ ლა ლიგაში რიგით 37-ე კლუბს გაუტანა და ამითაც რეკორდსმენია. მესისთან ერთად დუბლი ლუის სუარესმაც მიითვალა.
02.09.18. ბარსელონა - უესკა 8:2
ტურის ფაქტები
კრისტიან სტუანიმ "ჟირონას" მაისურით ლა ლიგის 36 თამაშში 22 გოლი გაიტანა. მეტი გოლი მას მხოლოდ "ესპანიოლის" მაისურით აქვს გატანილი - 25 (103 თამაში).
ვილიან ჟოზემ (რეალ სოსიედადი) ლა ლიგაში 38 გოლი გაიტანა, აქედან 7 პენალტით.
"სელტამ" ამ მოგებამდე "ატლეტიკოსთან" ლა ლიგაში ბოლო 6 მატჩი ისე წააგო, 5-ში გოლიც ვერ გაიტანა.
"ატლეტიკო" ლა ლიგაში ერთადერთ გუნდად რჩება, რომლის კარშიც პირველ ტაიმებში ჯერ ზუსტად ვერ დაარტყეს.
ტიბო კურტუა გახდა 21-ე საუკუნეში მე-4 ფეხბურთელი, რომელმაც "ატლეტიკოს" მაისურითაც" ითამაშა და "რეალის" მაისურითაც. სხვები: ხუანფრან ტორესი, ხუან მანუელ ხურადო და ხოსე ანტონიო რეიესი.
მაქსი გომესმა ლა ლიგის ამ სეზონში 4 გოლში მიიღო მონაწილეობა (2 გოლი, 2 საგოლე პასი).
2013 წლის მერე პირველად, "ატლეტიკომ" ლა ლიგის მატჩში მხოლოდ ერთხელ დაარტყა მეტოქის კარში.
გარეთ ბეილს (რეალი) ბოლო 7 ტურია, რაც ყოველ მატჩში გოლი გააქვს.
ქარიმ ბენზემა ლა ლიგაში 33 კლუბს დაუპირისპირდა და ყველას გაუტანა (131 გოლი).
დანი პარეხომ (ვალენსია) ლა ლიგაში ბოლო 7 პენალტი უნაკლოდ შეასრულა.
ხოაკინ სანჩესი გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, ვინც სევილიურ დერბიში გაიტანა - 37 წლისა და 43 დღის.
ლიონელ მესიმ ლა ლიგაში 150 საგოლე პასი გააკეთა.
ლა ლიგა. III ტური
ხეტაფე-ვალიადოლიდი 0:0
ეიბარი-სოსიედადი 2:1
გოლები: 0:1 ვილიან ჟოზე (15-პენ), 1:1 კარდონა (26), 2:1 შარლესი (91)
ვილიარეალი-ჟირონა 0:1
გოლი: 0:1 სტუანი (54)
სელტა-ატლეტიკო 2:0
გოლები: 1:0 მ. გომესი (46), 2:0 ასპასი (52)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხ. ხიმენესი (68. არიასი), სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ა. კორეა (56. კალინიჩი), თომასი (56. ლემარი), საულ ნიგესი, კოკე - დიეგო კოშტა, გრიზმანი
გაძევება: სავიჩი (70)
ვალეკანო-ბილბაო გადაიდო
რეალი-ლეგანესი 4:1
გოლები: 1:0 ბეილი (17), კარილიო (24-პენ), 2:1 ბენზემა (50), 3:1 ბენზემა (61), 4:1 სერხიო რამოსი (66-პენ)
რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი (62. ისკო), კაზემირო, კროოსი - ბეილი (85. ლ. ვასკესი), ბენზემა, ასენსიო (78. სებალიოსი)
ლევანტე-ვალენსია 2:2
გოლები: 1:0 როჯერი (13), 1:1 ჩერიშევი (16), 2:1 როჯერი (33), 2:2 პარეხო (52-პენ)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - პიჩინი, გაბრიელ პაულისტა, დიაქაბი, გაია - სოლერი (82. მინა), პარეხო, ვასი, ჩერიშევი (70. ფ. ტორესი) - როდრიგო, გამეირო (68. ბატჩუაი)
გაძევება: კოკე (76. ლევანტე)
ალავესი-ესპანიოლი 2:1
გოლები: 0:1 ლეო ბაპტიშტაო (42-პენ), 1:1 ბორხა ბასტონი (57), 2:1 სობრინო (59)
ბარსელონა-უესკა 8:2
გოლები: 0:1 კუჩო (3), 1:1 მესი (16), 2:1 პულიდო (24 ს.კ.), 3:1 ლ. სუარესი (39), 3:2 გალიარი (42), 4:2 დემბელე (48), 5:2 რაკიტიჩი (52), 6:2 მესი (61), 7:2 ალბა (81), 8:2 ლ. სუარესი (93-პენ)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი (65. ლონგლე), ალბა - რაკიტიჩი (71. არტ. ვიდალი), ბუსკეტსი (76. არტურო), კოუტინიო - მესი, ლ. სუარესი, დემბელე
ბეტისი-სევილია 1:0
გოლი: 1:0 ხოაკინი (80)
სევილია (3-4-3): ვაჩლიკი - მერკადო, კიაერი (87. პრომესი), გომეს სოლა - ხესუს ნავასი, ბანეგა, მესა, არანა (86. ალ. ვიდალი) - სარაბია, ანდრე სილვა, ფ. ვასკესი (61. გონალონი)
გაძევება: მესა (66)
ბომბარდირები: 4 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა).
მომდევნო ტური
14 სექტემბერი: უესკა-რაიო ვალეკანო
15 სექტემბერი: ატლეტიკო-ეიბარი, რეალ სოსიედადი-ბარსელონა, ვალენსია-ბეტისი, ბილბაო-რეალი
16 სექტემბერი: ლეგანესი-ვილიარეალი, ესპანიოლი-ლევანტე, ვალიადოლიდი-ალავესი, სევილია-ხეტაფე
17 სექტემბერი: ჟირონა-სელტა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"ოქროს ბურთის" ნომინანტებში ის შეიყვანეს და ჩემი ქმარი არა" - ნატალია France Football-ის გადაწყვეტილებით გაოგნებულია
"როდესაც ფეხბურთელს დეპრესია აქვს, უნდა დაიცვა" - არგენტინის ნაკრების ფსიქოლოგმა "ატლეტიკო" გააკრიტიკა
"კვარადღე" ლიგაზე! - გიორგის პასით დაწყებული და მთავარი მატჩები
[VIDEO] "ბარსელონამ" "ფეიენოორდი", "შტუტგარტმა" კი "ვიკინგი" დაამარცხა
"ბარსელონა" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელით დაინტერესდა
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
"ბედნიერი ვიქნები, თუ "ოქროს ბურთს" ის მოიგებს" - ლაპორტამ ფავორიტი დაასახელა
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
"ხალხი ქვებს იმიტომ ესვრის, რომ ნაყოფით დატვირთული ხეა" - მოურინიო ვინისიუსზე
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
ერთი მბაპე გააძევეს, მეორემ გაიტანა - "მანჩესტერ სიტიმ", "ბეტისმა" და "რეალმა" გაიმარჯვეს
"იუვენტუსს" "ნიუკასლის" ფორვარდის დამატება სურს
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
სპორტული დებატები: "რეალი" თუ "ბარსა"? - ახალი პროექტი
31 წლის ლორენტემ სანაკრებო კარიერა დაასრულა
[VIDEO] წიტაიშვილმა "ბერნაბეუზე" ითამაშა - "რაიო ვალეკანო" "რეალთან" დამარცხდა
"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა