ბუნდესლიგის მეორე ტურში გამორჩეული მატჩი არ ყოფილა. ყველაზე დიდ ინტერესს მაინც "შტუტგარტისა" და "ბაიერნის" თამაში იწვევდა. ჩემპიონებს რევანში ჰქონდათ ასაღები აპრილში 1:4 მარცხის გამო.

"შტუტგარტში" მსოფლიოს ორი ჩემპიონი თამაშობდა - იმდენი, რამდენიც "ბაიერნში". ამასთან, შვაბებს მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის სამი პრიზიორიც ჰყავდათ - აოგო, ბადშტუბერი და გომესი.

"ბაიერნს" გონებაში ჰქონდა რევანშის სურვილი. პირველ ტაიმში დატყმებში მისი უპირატესობა - 11:1 იყო, ბურთის ფლობა 70 პროცენტი ჰქონდა, მაგრამ გოლი მხოლოდ ერთი გაიტანა - ლეონ გორეტცკამ შეაგდო სადებიუტო გოლი მიუნხენელთა რიგებში.

სტუმრებმა მეორე ტაიმში მოუმატეს თამაშს და 61-ე წუთზე ლევანდოვსკიმ შორეული დარტყმის შემდეგ ორამდე გაზარდა უპირატესობა, მაგრამ პოლონელს უკეთესი მომენტი მაშინ ჰქონდა, როცა ქუსლით გაუკეთა საგოლე პასი მიულერს. ლევანდოვსკის უკვე ექვსი გოლი აქვს ახალ სეზონში, მიულერს - 2+2.

ფაქტები

ლეონ გორეტცკამ პირველი გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში "ბაიერნის" შემადგენლობაში. ისტორიაში "ბაიერნის" 200 ფეხბურთელს გაუტანია გოლი, რაც ბუნდესლიგის რეკორდია.

ფრანკ რიბერიმ 250-ე მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში.

"შტუტგარტი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ გოლი არ გაუტანია.

რობერტ ლევანდოვსკიმ ამ სეზონში ოთხ ოფიციალურ მატჩში ექვსი გოლი გაიტანა.

2011 წლიდან მოყოლებული, რაც "აუგსბურგი" ბუნდესლიგაში გადავიდა, "გლადბახს" ამ გუნდისთვის არ მოუგია - 6 ფრე და 3 წაგება.

"გლადბახს" 1995-96 წლების სეზონის შემდეგ არ მოუგია სეზონის სტარტზე ზედიზედ ორი მატჩი.

"ფრაიბურგს" 11 მატჩია სტუმრად არ მოუგია.

ლევერკუზენელმა ბეილიმ პირველი გოლი გაიტანა 17 თებერვლის შემდეგ.

"ვოლფსბურგმა" შარშან პირველი ორი მატჩი 12 ტურის შემდეგ მოიგო. ახლა 2 მოგება 2 ტურის შემდეგ აქვს.

შეწყდა "შალკეს" ათმატჩიანი მოგებათა სერია შინ "ჰერტას" წინააღმდეგ.

ბუნდესლიგა. II ტური

ნიურნბერგი-მაინცი 1:1

გოლები: 0:1 მატეტა (25), 1:1 იშაკი (48)

აინტრახტი-ვერდერი 1:2

გოლები: 0:1 ოსაკო (23), 1:1 ჰალერი (54-პენ), 1:2 რაშიკუა (90+6)

გაძევება: ვილემსი (33. აინტრახტი)

ლევერკუზენი-ვოლფსბურგი 1:3

გოლები: 1:0 ბეილი (24), 1:1 ოზჩანი (37-საკ. კარში), 1:2 ვეგჰორსტი (55), 1:3 შტეფენი (59)

ლევერკუზენი: ოზჩანი, ვაიზერი, ტა, დრაგოვიჩი, ვენდელი (59. არანგისი), ლ. ბენდერი, ჰაფერცი, ბრანდი, ფოლანდი (71. პაულინიო), ბეილი, ალარიო (71. ტელინი.

ჰოფენჰაიმი-ფრაიბურგი 3:1

გოლები: 0:1 ჰაინტცი (36), 1:1 შალაი (50), 1:2 შალაი (63), 1:3 კრამარიჩი (93)

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბიჩაკჩიჩი (19. აკპოგუმა/46. ნორდტვეიტი), ფოგტი, ადამსი (44. კრამარიჩი), კადერჟაბეკი, გრილიტში, შულცი, ბიტენკურტი, ცუბერი, ჟოელინტონი, შალაი.

აუგსბურგი-გლადბახი 1:1

გოლები: 1:0 გრეგორიტში (12), 1:1 პლეა (68)

გლადბახი: ზომერი, ბაიერი (46. ზაკარია), გინტერი, იანტჩშკე, ვენდტი, შტრობლი, აზარი, ნოიჰაუსი (89. კუიზანსი), ჰოფმანი, ჯონსონი, რაფაელი (46. პლეა).

შტუტგარტი-ბაიერნი 0:3

გოლები: 0:1 გორეტცკა (37), 0:2 ლევანდოვსკი (61), 0:3 მიულერი (76)

ბაიერნი: ნოიერი, კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა, ტიაგო ალკანტარა, გორეტცკა, რობენი (78. ხამეს როდრიგესი), მიულერი (80. ტოლისო), რიბერი (77. გნაბრი), ლევანდოვსკი.

ლაიპციგი-ფორტუნა 1:1

გოლები: 0:1 ციმერმანი (47), 1:1 ოგუსტენი (68)

შალკე-ჰერტა 0:2

გოლები: 0:1 დუდა (15), 0:2 დუდა (90)

გამოუყენებელი პენალტი: კალიჯური (12. შალკე)

შალკე: ფერმანი, სანე, ნალდო, მაკენი, კალიჯური, რუდი (65. სერდარი), ბენტალები, ბაბა (73. ჰარითი), ემბოლო (57. ბურგშტალერი), უტი, კონოპლიანკა.

გაძევება: კონოპლიანკა (90. შალკე)

ჰანოვერი-დორტმუნდი 0:0

ბომბარდირები: 3 - ადამ შალაი (ჰოფენჰაიმი); 2 - ჟან-კევინ ოგუსტენი (ლაიპციგი), ანჯეი დუდა (ჰერტა), სებასტიენ ჰალერი (აინტრახტი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), თომას მიულერი (ბაიერნი).

მომდევნო ტური

14 სექტემბერი: დორტმუნდი-აინტრახტი

15 სექტემბერი: ბაიერნი-ლევერკუზენი, ფორტუნა-ჰოფენჰაიმი, მაინცი-აუგსბურგი, ლაიპციგი-ჰანოვერი, ვოლფსბურგი-ჰერტა, გლადბახი-შალკე

16 სექტემბერი: ვერდერი-ნიურნბერგი, ფრაიბურგი-შტუტგარტი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა