"ბასკონიას" 30 წლის ამერიკელმა ლეგიონერმა მეტ ჯენინგმა (სიმაღლე 196 სმ) დღეს საქართველოს მოქალაქის პასპორტი აიღო და სააქართველოს ნაკრებთან ერთად ვარჯიშს შეუდგა. ის უკვე სამი დღეა თბილისშია. მან პასპორტის აღება ინსტაგრამით იუწყა და გამოქვეყნებულ ფოტოს წარწერა ქართულად გაუკეთა - წავედით.

13 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სტუმრად ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო 16 სექტემბერს თბილისში საბერძნეთს უმასპინძლებს.

ჯენინგი 2010 წლის დრაფტზე არ აირჩიეს, თუმცა "ფინიქს სანსმა" კონტრაქტი გაუფორმა. მან არიზონელთა გუნდის მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ნოემბერში გუნდიდან გაუშვეს. NBA G ლიგის 2 გუნდში თამაშის შემდეგ ჯენინგი ევროპაში გადმოვიდა, იტალიურ "მონფერატესა" და "მონტეპასკიში" ითამაშა, შემდეგ იყო "ციბონა", თურქული "ეფესი", იერუსალიმის "ჰაპოელი" და რუსული "ლოკომოტივ-ყუბანი". 2017 წლიდან ის "ბასკონიაშია", 6 ივლისს კი ბასკურ კლუბთან ახალი, 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სამწუხაროდ, ორი ლეგიონერის ნაკრებში თამაში არ შეიძლება და ამიტომ ტედ მაკფადენი ვერ იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები "დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე ემზადება. უახლოეს დღეებში ნაკრებს გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია შეუერთდებიან.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწრთნელმა ილიას ზუროსმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

ბერძენი სპეციალისტის მიერ შერჩეულ 19 კალათბურთელში 2 ამერიკელია - თად მაკფადენი და მეტ ჯენინგი, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მომავალ მატჩებში საქართველოს ნაკრების ღირსებას ჯენინგი დაიცავს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქის პასპორტი დღეს აიღო.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო პირველობის შესარჩევი ტურნირის პირველი ეტაპი დაძლია და 13 სექტემბრიდან მეორე ეტაპში ჩაებმება. ჩვენი ეროვნული გუნდი ფიბა-ს მიერ გამოყოფილ 3 სათამაშო ფანჯარაში 6 მატჩს გამართავს.

სილიბისტრო
მაკ ფადენი ჯობია ამ თეთრს. თან მაგ პოზიციაში უფრო გვიჭირს თან სტატისტიკითაც ჯობნის და რატომ არ ათამაშებენ ვერ გევიგე
შოთა გუგეშაშვილი
როგორც იქნა ბოისა არ გამოიზახა ეს წინგადადგმული ნაბიჯია ალბატ კოკოშკოვმა უტხრა კარგია
ზვიადი
სეზონი რომ გაიხსნება მერე არ გამოუშვებს და მაშინ მაკფადენი ითამაშებს. ახლა შენგელიაც იქნება და ესეც
ლევანი
ტოლიკა სად არის ?
nnn
მე მართლა მაინტერესებს გამოუშვებს თუ არა ბასკონია ამ კაცს მაგრამ ეტყობა პასუხი არავის აქვს და დისლაიქებს წერენ
vaa
საინტერესო კითხვაა
nnn
თუ ბასკონია შენგელიას არ უშვებს ამას გამოუშვებს თუ უბრალოდ პასპორტის მიცემა უნდოდათ ეგ სხვა საქმეა
სოსო
კარგია რომ გაგვაგებინეთ))) ღმერთმა ხელი მოუმართოს და საქართველო გაეხარებინოს
გულშემატკივარი
ორივე ლეგიონერის განაცხადში ყოფნა შესაძლებელია?
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
თორნიკე შენგელიას ევროლიგის მატჩში ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა [VIDEO]
კვლავ ბომბარდირი და საუკეთესოა - რა თქმა უნდა, შენგელია, თორნიკე! [VIDEO]
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბასკონია" დატოვა
მაიკლ დიქსონი შეიძლება დაბრუნდეს - ვინ იქნება საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი?
საქართველოს ნაკრების ექს-კალათბურთელი იაპონიაში ითამაშებს
თორნიკე შენგელია "ოლიმპიაკოსმა" ვერ შეაჩერა - 25 ქულა, 9 მოსხნა და 3 პასი [VIDEO]