ნიკოლოზ ბასილაშვილმა კვირას, 2 სექტემბერს, US OPEN-ის მერვედფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგან რაფაელ ნადალთან ითამაშა. მიუხედავად მარცხისა, ქართველმა ჩოგბურთელმა ოვაციები დაიმსახურა შეუპოვარი თამაშისთვის.

NEW YORK TIMES-ი ნიკოლოზ ბასილაშვილს სტატიას უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"როცა ნიკოლოზ ბასილაშვილი არტურ ეიშის სახელობის კორტზე გამოჩნდა, იქ შეკრებილ მაყურებელთა მცირე ნაწილი თუ იფიქრებდა, რომ იგი წინააღმდეგობას გაუწევდა მსოფლიოს პირველ ჩოგანსა და US OPEN-ის მთავარ ფავორიტ რაფაელ ნადალს, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. ამ მატჩს NBA-ს ვარსკვლავი ზაზა ფაჩულია და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდნენ და მათი ქვეყნის ამომავალ ვარსკვლავს გულშემატკივრობდნენ.

ნადალმა 4 სეტში 6:3, 6:3, 6:7 (6), 6:4 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში მეცხრე ნომერ დომინიკ ტიემს დაუპირისპირდება, თუმცა ბასილაშვილმა, თავისი შეუპოვრობითა და დინამიკურობით, კორტზე ბევრი გულშემატკივრის პატივისცემა დაიმსახურა, ისევე, როგორც თავისი თანამემამულე ქართველების სამშობლოში. ეს ბასილაშვილის პირველი მერვედფინალი იყო დიდ ტურნირზე, ამ ზაფხულს კი მან კარიერის პიკს მიაღწია და 35-ე ჩოგანი გახდა (ახლა ის 37-ე ნომერია).

"ძალიან ბევრი ხალხი გვიყურებდა და ბევრი მგულშემატკივრობდა. ეს ძალიან კარგი გრძნობაა" - თქვა ბასილაშვილმა მატჩის შემდეგ.

ზაზა ფაჩულია, სავარაუდოდ, ნიკოლოზის ყველაზე დიდი გულშემატკივარია. "დეტროიტ პისტონსის" ცენტრი, რომელმაც "გოლდენ სტეიტთან" ერთად ორი საჩემპიონო ბეჭედი მოიგო, სამშობლოში ყველაზე პოპულარული სპორტსმენია. ის ბასილაშვილთან რამდენიმე წელია მეგობრობს. ამიტომ დეტროიტიდან ნიუ-იორკში მის საგულშემატკივროდ ჩაფრინდა.

"ეს ერთ-ერთი საუკეთესო მატჩია, რაც კი მინახავს, თუმცა ძალიან ბევრი არ მაქვს ნანახი (იცინის). მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზმა წააგო, ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია მისი კარიერისთვის" - განაცხადა ფაჩულიამ.

საქართველოს ყველაზე ცნობილი სპორტსმენი კალათბურთელია, თუმცა 1973 წელს, ის ალექსანდრე მეტრეველი იყო, კიდევ ერთი ქართველი, რომელმაც საერთაშორისო ყურადღება უიმბლდონის ფინალში გასვლით მოიპოვა, როცა მეოთხედფინალში ჯიმი კონორსი დაამარცხა (თავის მხრივ, კონორსმა 1974 წელს შური იძია ამერიკის ღია პირველობაზე, როცა მეტრეველი ასევე მეოთხედფინალში დაამარცხა). მეტრეველი თბილისში დაიბადა. მაშინ საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო. მან 5 ATP ტურნირი მოიგო და 1974 წელს TOP 10-შიც მოხვდა.

1990-იანი წლების დასაწყისში, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ეკონომიკურმა პრობლემებმა საქართველოში ჩოგბურთი უკანა პლანზე გადასწია.

"არ იყო ფული და სამსახური, საქართველოში ყველა შიმშილობდა." - ამბობს ანა ასათიანი, RUSSIA TODAY-ს პროდიუსერი.

26 წლის ბასილაშვილის თქმით, მარტივი არ ყოფილა, პროფესიონალი ჩოგბურთელი გამხდარიყო ისეთ პატარა და ღარიბ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.

"წარმოუდგენლად რთული იყო. წარსულში ძალიან მიჭირდა. ჩემთვის მარტივად არაფერი მოსულა" - ამბობს ნიკოლოზი.

ბასილაშვილი არ იყო ერთადერთი ქართველი, ვინც კვირას კორტებზე გამოვიდა და დამარცხდა. 18 წლის ანა მაქაცარია ამერიკელ ჰეილი ბაპტისტთან 2:6, 6:7 (5) დამარცხდა, ხოლო კიდევ ერთი ახალგაზრდა მარიამ დალაქიშვილი იაპონელ მოიუკა უჩიჯიმასთან დამარცხდა ორ სეტში - 4:6, 1:6. წყვილებში კი ქართველმა ოქსანა კალაშნიკოვამ და იაპონელმა ნაო ჰიბინომ დათმეს საკუთარი მატჩი.

მატჩის შემდეგ კომენტარი რაფაელ ნადალმაც გააკეთა, მისი თქმით, მას ბევრად მეტი ძალისხმევა დასჭირდა, ვიდრე ელოდა.

"რა თქმა უნდა, რთული მატჩი იყო. მესამე სეტი წავაგე, თუმცა კარგი ტაიბრეიქი ვითამაშე, მაგრამ ჩემი მოწინააღმდეგე უკეთესი იყო".

ზაზა ფაჩულია, რომელიც მაშინ დაიბადა, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, ამბობს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უკვე ბევრი ქართველისთვის მისაბაძი მაგალითია.

"მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა გვაქვს, დიდი ისტორია გაგვაჩნია, 1990-იან წლებში კი ძალიან რთული პერიოდი გვქონდა. ძალიან რთულია, თავი დააღწიო სიბნელეს, სიძნელეებს, მიაღწიო მიზნებს და აისრულო ოცნებები, რომლებიც ბავშვობაში გქონდა, თუმცა, თუ ბევრს იშრომებ, შეგიძლია ეს მოახერხო, ნიკოლოზი კი ერთ-ერთი მათგანია. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ვარ აქ და მას ვგულშემატკივრობ. მის წარმატებას შეუძლია გაუღოს კარი ბევრ ბავშვს და სპორტსმენს საქართველოში და თუკი ნიკოლოზი ერთი ადამიანის ცხოვრების შეცვლას მაინც მოახერხებს, მე ძალიან ბედნიერი ვიქნები" - ამბობს ფაჩულია."

guio
ბასილაშვილის შემდეგ ნადალმა 70 ჩოგანტან წააგო...და სუფთა სპორტულად თუ შევხედავთ ბასილაშვილს უნდა მოეგო ნადალთან თუ ეგეთი მაგარია
გასაგებია
ასე ვთქვათ “სტანდარტული” უცხოელი რომ წაიკითხავს მაგ სტატიის სათაურს, რა თქმა უნდა თვლის რომ ქართველებს აქამდე არაფერი გვქონდა საამაყო მარტო ეხლა ბასილაშვილით “გავბრწყინდით” და ისიც იმიტომ რომ უცხოური და ვარსკვლავური გარეგნობა აქვს და “დონეა”, ეგეთია მაგათი შეგნება და აზროვნება. ნიუ იორკ ტაიმსი ჯიგარი ნუ გგონიათ, ეგენი ყველაფერს ზუსტად ისე წერენ როგორც უნდათ რომ მასებმა იფიქრონ.
ვულოცავ
ულოცავ არასწორია. ვულოცავ არის სწორია. ვ - პირველი პირის ნიშანი ნუ გავიწყდებათ ხალხო, სირცხვილია. აი თუ არ გჯერათ: ვაკეთებ, ვჭამ, ვხვდები ყველგან არის ვ - ამიტომ ვულოცავ. ვულოცავ
არტურ ეში
არტურ ეიში ვინაა? არტურ ეშია ეგ. არტურ ეში.
დათო
ბასილაშვილს ულოცავ წარმატებებს. ფაჩულიას კი მადლობა ასეთი თბილი ინტერვუისთვის.
გულშემატკივარი 58
ასეთი პატარა წარმატებებით იწერება ქვეყნის დიდი ისტორია!
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
US Open 19 წლის თინეიჯერმა მოიგო და ისტორია შეცვალა [VIDEO]
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბასილაშვილმა თითქმის მოგებული მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანა და თამაში შეწყვიტა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
US Open გახურდა - ნადალი და ჯოკოვიჩი მშვიდად მიიწევენ წინ, რუბლიოვი აღარ ხუმრობს
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
US OPEN: როჯერ ფედერერი ისტორიაში პირველად 55-ე ჩოგანთან დამარცხდა [VIDEO]
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!