საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ლუკა ზარანდიამ უკანასკნელ ტურში "სოსნოვიეცის" კარში გოლის გატანა მოახერხა.

პოლონურმა გამოცემა /trojmiasto.pl-მა მასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც საუბარი საქართველოს ნაკრებსაც შეეხო.

22 წლის ვინგერმა გდინის "არკასთან" კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა, რომელიც ხელშეკრულების ვადამდე ადრე გაწყვეტის შემთხვევაში დამატებითი თანხის გადახდას ითვალისწინებს.

- რამდენის გამომუშავებას შეძლებს "არკა", თუ კონტრაქტის ამოწურვამდე გაგყიდით?

- გამოსასყიდი თანხა იმაზე ნაკლებია, ვიდრე 2016 წელს "გენკისთვის" გადახდილი თანხა ჩემ სანაცვლოდ. ჩემი შეძენა დაახლოებით 750 ათასი ევრო დაჯდა. მაშინ ახალგაზრდა და იმედისმომცემი მოთამაშე ვიყავი, ახლა კი უკეთესი ფეხბურთელი ვარ. ბევრი რამ ვისწავლე, გამოცდილება მივიღე, უმაღლეს დივიზიონში ვითამაშე. თუ გამოჩნდება კლუბი, რომელსაც ჩემი ყიდვა მოუნდება, დარწმუნებული ვარ, თანახმა იქნება იმ თანხის გადასახდელად, რაც კონტრაქტში მიწერია.

- ვრცელდება ჭორები, თითქოს მთავარ მწვრთნელ ზბიგნიევ სმოლკასთან კარგი ურთიერთობა არ გაქვთ. სინამდვილეში რა ხდება?

- როცა ახალი მწვრთნელი მოვიდა, ნახა, რომ ტრავმა მქონდა. ამიტომ დამჭირდა უფრო მეტი ვარჯიში. ხანდახან მიყვიროდა და ვერ ვხვდებოდი, რაში იყო საქმე, თუმცა უკვე ვიცი, რომ ის მაკვირდება, ცდილობს, ფიზიკურად მოვძლიერდე, რადგან ამის გარეშე სრულყოფილად თამაში გამიჭირდება.

- ანუ იმის თქმა გინდათ, რომ თქვენ შორის პრობლემა ამოწურულია?

- დიახ, მე სამხრეთული მენტალიტეტი მაქვს, ისიც ტემპერამენტიანი ადამიანია. მე შესანიშნავად ვიცი, რომ მწვრთნელი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაა. აუცილებლად ხმამაღლა უნდა აღვნიშნო, რომ სმოლკა შესანიშნავად ატარებს ვარჯიშებს. პრაქტიკულად, სულ ბურთით ვვარჯიშობთ,.ეს მატჩებიდანაც ჩანს. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ თამაშს უფრო გამოვასწორებთ. ჩემს თავსა და გუნდში დარწმუნებული ვარ.

- ბოლო მატჩში სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდით სამმატჩიანი პაუზის შემდეგ. გადაღლილი იყავით?

- ვფიქრობ, რომ არა. მართალია, ზედმეტად ბევრი ვივარჯიშე, თუმცა გადაღლილი არ ვყოფილვარ. ამასთან ერთად, მწვრთნელმა მითხრა, რომ ვითამაშებდი. ასე რომ, მქონდა დრო, რომ მატჩს კონცენტრირებული და მოტივირებული შევხვედროდი.

- იქნებ თქვენი თამაში იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ პოზიციაზე იქნებით, რადგან მარჯვენა ფლანგზე უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეთ, ვიდრე მარცხენა ფლანგზე?

- ორივე პოზიციაზე კარგად ვგრძნობ თავს, თუმცა მარცხენა ფლანგზე ძალიან იშვიათად მიწევს თამაში. ამიტომაც არის ეს ასეთი შესამჩნევი. პირადად მე, არ ვფიქრობ, რომ მარცხნივ ცუდად ვითამაშე.

- საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

- ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თეორიული შანსები ჯერ კიდევ დაგვრჩა. ჩვენ სხვის იმედად ვართ. ამიტომ მათი გულშემატკივრობა მოგვიწევს.

- არ დაგწყდათ გული, რომ ეროვნული ნაკრების მხოლოდ სარეზერვო გუნდში მოხვდით?

- არა, ასე ახლოს პირველ გუნდთან არასდროს ვყოფილვარ, მე 31-კაციან გაფართოებულ შემადგენლობაში ვიყავი, შერჩეული 25 კი ნაკრებში დარჩა. ნამდვილად ძლიერი გუნდი გვყავს. იქ ჩემს პოზიციაზე პლოცკის "ვისლას" ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი თამაშობს. მე ახლა ახალგაზრდულ ნაკრებში ვარ, იქ ბევრი მეგობარი მყავს, მწვრთნელი კი ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია.

ragadros mereba da jighauria monaxet amis adgili zamenaze mainc kapitania U21 s da erti tamashi ar atamashet erovnulshi:((((((((((
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
ოფიციალურად - ზარანდია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა
ზარანდია ისევ პოლონეთში ითამაშებს
კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს
ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება
ნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა