კომპანია "ტიფლის ტექსტილი" საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების პარტნიორი გახდა. აღნიშნული კომპანიის ფაბრიკა არის მაღალტექნოლოგიური ინვენტარით აღჭურვილი და აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ყველა სახის წინდებს.

"ტიფლის ტექსტილი" საქართველოს ნაკრებს სპორტული წინდებით მოამარაგებს. თანამშრომლობის მემორანდუმი გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩაზე მდებარე "ტიფლის ტექსტილის" ფაბრიკაში გაფორმდა.

სანამ დოკუმენტს ხელი მოეწერებოდა, "ტიფლის ტექსტილის" დირექტორმა გიორგი გაჩეჩილაძემ სტუმრებს ფაბრიკა და სამუშაო პროცესი დაათვალიერებინა.

ფაბრიკას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი და ნაკრების მოთამაშეები - აკაკი დვალიშვილი და ნიკა დარბაიძე ესტუმრნენ.

ფაბრიკის დათვალიერების შემდეგ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - პაატა გურასპაულმა და "ტიფლის ტექსტილის" დირექტორმა - გიორგი გაჩეჩილაძემ მოაწერეს. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გაჩეჩილაძეს ეროვნული ნაკრების მაისური და მოთამაშეთა ხელმოწერებით დამშვენებული ბურთი უსახსოვრა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად