უზბეკეთის ქალაქ კარშიშის ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი 20 წლის ჩოგბურთელი (192) პირველივე წრეში დამარცხდა
უზბეკეთის ქალაქ კარშიში 25-ათასიან ტურნირს პირველ ნომრად განთესილი ოქსანა კალაშნიკოვა(192) სენსაციურად დაემშვიდობა. 20 წლის ჩვენებურმა პირველივე წრეში წააგო რუს ეუგენია პაშკოვასთან (426), რომელსაც რეიტინგში 230 ადგილით უსწრებს და ადრე მისი დამარცხების პრობლემა არ ჰქონია.

ახლა კი ოქსანამ სამ სეტში - 4:6, 6:2, 3:6 დათმო ორთაბრძოლა. სამაგიეროდ, იმარჯვა სოფიო ქვაცაბაიამ (425), რომელმაც ყირგიზ ბერმეტ დუვანაევას (589) იოლად აჯობა - 6:2, 6:0. მერვედფინალში ქვაცაბაიას მეტოქე მე-7 ნომრად განთესილი უკრაინელი ოქსანა ლიუბცოვაა (297), რომელსაც კარიერაში პირველად დაუპირისპირდება.

კალაშნიკოვა წყვილთა თანრიგშიც პირველ ნომრად იყო განთესილი და იქაც პირველივე რაუნდში გავარდა. მოკლედ, ჩვენებურის საქმეები უკან მიდის - შარშან ზაფხულში ის და ანა ტატიშვილი მე-2 ასეულის შუაში იყვნენ, ახლა ანა ტოპ-100-ეულისთვის იბრძვის, ოქსანა კი, საუკეთესო შემთხვევაში, ერთ ადგილს ტკეპნის.

თურქულ ანთალიაში ეკა გორგოძემ (503) საკვალიფიკაციო ბადე მოიგო და ძირითადის პირველ წრეშიც იმარჯვა, "უაილდ ქარდით" მიწვეული მასპინძელი გიზემ მელისა ატესი ძალიან იოლად ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:0. მინსკის 25-ათასიან ტურნირზე გაირკვა მე-2 ნომრად განთესილი სოფიო შაფათავას (289) მეტოქე - უკრაინელი ირინა კირიჩენკო.

ამერიკაში, ვერო ბიჩის კორტებზე დაიწყო ვაჟთა საერთაშორისო ტურნირი (15 ათასი დოლარი), სადაც საკვალიფიკაციო ბადეში 26 წლის ზურაბ ჟვანიამ ითამაშა. ურეიტინგო ქართველმა ერთი წრე გაიარა, ამერიკელი ტრევის კინარდი დაამარცხა - 6:3, 6:4, მაგრამ მეორეში პირველ ნომრად განთესილ ბრაზილიელ აიდნ ლუისთან (1163) წააგო - 2:6, 1:6.

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...