"ბაიასთან" დუბლის ავტორი "დინამოს" ნახეცარმცველი დღეს "ვიტ ჯორჯიასთან" რთულ შეხვედრას ელის
გია კვარაცხელია თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში დიდი ხნის პაუზის შემდეგ გამოჩნდა. მეორე ეტაპზე ის 18-კაციან განაცხადშიც ვერ ხვდებოდა იმის მიუხედავად, რომ ჯანზე იყო და ტრავმა არ აწუხებდა. ზუგდიდის "ბაიასთან" ძირითადში საყრდენად ითამაშა და თბილისელებმა სწორედ მისი დუბლის წყალობით გაიმარჯვეს.

"მიხარია, რომ მწვრთნელის ნდობა გავამართლე და ძირითადში დაბრუნება დუბლით აღვნიშნე. ეს ის შეხვედრა იყო, რომლის მოგებაც ჩემპიონობისთვის მებრძოლ კლუბს მოეთხოვებოდა. მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა და ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. წლევანდელ სეზონში სულ ოთხი გოლი გავიტანე, აქედან სამი თავურით.

სხვათა შორის, კარიერის დასაწყისში ამდენი ვერ გამქონდა. საკუთარ თავში გოლეადორული თვისებები ბელარუსში აღმოვაჩინე, სადაც კლუბის ბომბარდირობის ამბიციაც გამიჩნდა და 2010 წელს ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი ნახევარმცველი ვიყავი. ეტყობა, საგოლე ალღო წლებისა და გამოცდილების შედეგია. ინტუიციით ვგრძნობ, კუთხურის ან ჯარიმის გათამაშებისას ბურთს სად უნდა დაველოდო. "დინამოში" უფრო დაცვაში მაყენებდნენ, მაგრამ, ამის მიუხედავად, პირველ ეტაპზე სამჯერ გავიტანე, რაც მცველისთვის ურიგო შედეგი არ არის" - ამბობს კვარაცხელია.

მისი თქმით, ახლა დინამოელები განსაკუთრებით მოტივირებულები არიან, რადგან ჩემპიონობის იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ:"ჩვენი მიზანი მხოლოდ ჩემპიონობაა. ვიცით, რომ საამისოდ ძალიან მცირე შანსი გვაქვს, რადგან "ზესტაფონი" საკმაო უპირატესობით გვისწრებს, თანაც მშვენიერი კლუბია და თავისი თამაშით ჩემპიონობას იმსახურებს. მაგრამ ახლა "დინამო" ნაღდად არ არის მასზე ნაკლები.

ჩვენი ტრადიცია და ისტორიაც გვავალდებულებს, რომ მხოლოდ პირველობისთვის უნდა ვიბრძოლოთ. სანამ მცირე თეორიული შანსი მაინც გვექნება, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ. თუმცა ეს მხოლოდ ჩვენზე არ იქნება დამოკიდებული, დარჩენილ შეხვედრებში "ზესტაფონმა" ქულები უნდა დაკარგოს, ჩვენ კი ქულების მაქსიმალური რაოდენობა უნდა დავაგროვოთ. სანამ შანსი ჯერ კიდევ არსებობს, უნდა გამოვიყენოთ".

"დინამოს" ფეხბურთელი დღეს "ვიტ ჯორჯიასთან" რთულ შეხვედრას ელის:

"ეს კლუბი ყოველთვის გამოირჩეოდა ბრძოლისუნარიანობით. საერთოდ, ჩვენ ჩემპიონატს ბევრი ზერელედ უყურებს და სულ ტყუილად: აქ ძალიან რთული მეტოქეობაა, ყველაზე სუსტ გუნდთან გამარჯვებასაც ბრძოლით თუ მოიპოვებ. ეს იმიტომ, რომ ქართველ კაცს ფეხბურთის თამაშის ნიჭი გააჩნია. მაგალითად აუტსაიდერი "სამტრედია" ავიღოთ: სანამ გუნდს დაფინანსების იმედი ჰქონდა, ყველას კარგად გვახსოვს, როგორი თავგამოდებით ომობდა და მოგვიგო კიდეც. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. ასე რომ, იოლ გასეირნებას არავისთან ველით. ყველა მოწინააღმდეგესთან მონდომებით ვემზადებით, არა აქვს მნიშვნელობა, აუტსაიდერია თუ ლიდერი".

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე