ეროვნული ჩემპიონატის ლიდერი კლუბების წარმომადგენლები მსაჯობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ
ეროვნული ჩემპიონატი დასასრულისკენ მიდის და, როგორც მოსალოდნელი იყო, ვითარება დაიძაბა. განსაკუთრებით ბევრი პრეტენზია გაჩნდა მსაჯობასთან დაკავშირებით. თუმცა კლუბების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია.

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ჩემპიონატის ლიდერი კლუბების წარმომადგენლებს კომენტარი ვთხოვეთ.

შოთა შერმადინი, რუსთავის "ოლიმპის" პრესატაშე: "ჩვენ იმ სადავო ეპიზოდების ვიდეომონტაჟს ვაკეთებთ, რომლებიც მეორე ეტაპზე "ოლიმპის" მატჩებში დაფიქსირდა. ჯერ ზუსტად ვერ ვიტყვი, დამონტაჟებას როდის დავასრულებთ, მაგრამ შევეცდებით, რაც შეიძლება მალე მოხდეს და საზოგადოებას სრულყოფილად ვაჩვენოთ, რა გვაწუხებს და რატომ არის "ოლიმპის" ხელმძღვანელობა უკმაყოფილო.

ფაქტია, რომ პრობლემა ბევრჯერ შეგვექმნა და ბევრ ლაპარაკს კონკრეტული მაგალითების წარდგენა აჯობებს, რათა დაინტერესებული ადამიანები დარწმუნდნენ, რომ პრეტენზიებს კი არ ვიგონებთ, არამედ გვაქვს კონკრეტული სატკივარი. ვიდეოკოლაჟის ჩვენების შემდეგ კი საფეხბურთო კლუბ "ოლიმპის" სახელით გაკეთდება განცხადება. დანარჩენზე ჩვენი პოზიცია ცნობილია, მსაჯობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა დაგროვდა, რაზეც "ოლიმპის" ხელმძღვანელებმა და მთავარმა მწვრთნელმა ილაპარაკეს, პოზიცია დააფიქსირეს და ახალს ვერაფერს ვიტყვი.

ფაქტია, რომ მსაჯობით კმაყოფილი არავინ არის. ჩვენ ნაკლებად გვაინტერსებს, ეს შეგნებულად კეთდება თუ შეუგნებლად, არც ვამტკიცებთ, რომ "ოლიმპს" ვინმე მიზანმიმართულად ძირავს, მაგრამ ამით ჩვენთვის არაფერი იცვლება - მსაჯობა დამაკმაყოფილებელი არ არის და მდგომარეობა აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, რადგან ქართულ ფეხბურთში ვითარება სხვაგვარად ვერ გაჯანსაღდება."

სერგო ფუტკარაძე, "ზესტაფონის" პრესატაშე: "ჩვენს კლუბს ბევრი კითხვა გაუჩნდა მსაჯობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩის შემდეგ და ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციას პოზიციის დაფიქსირება ვთხოვეთ. თუმცა შორს ვართ იმისგან, რომ მსაჯთა შეცდომებში კანონზომიერება და "ზესტაფონის" წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედება დავინახოთ. იმიტომ, რომ ბუნებაში იდეალური ადამიანი არ არსებობს და მას შეცდომები ახასიათებს. ასევე ვუდგებით მსაჯების შეცდომებსაც. საერთოდ, ჩვენ არ ვიზიარებთ შეთქმულების თეორიებს და ასე იყო ადრეც, როდესაც ამ თეორიას დიდი გასაქანი ჰქონდა.

ვერავინ უარყოფს, რომ გულსატკენი შეცდომების შედეგად ჩვენც დავზარალებულვართ, რომ მსაჯების კვალიფიკაცია ასამაღლებელია, მაგრამ მსაჯთა კორპუსში ახალი თაობის პერსპექტიული არბიტრების გამოჩენა ამ სფეროში ვითარების გაუმჯობესების იმედს გვინერგავს."

გიორგი ნემსაძე, თბილისის "დინამოს" სპორტული დირექტორი: "არის საკითხები, რომლებზეც თვალს ვერ და არ დავხუჭავთ. მაგალითად, ჩვენ კითხვები გვიჩნდება შემდეგზე: "ზესტაფონს" თბილისის "დინამოსთან" პრინციპულ შეხვედრებში ორჯერ დანიშნეს მსაჯი მეზობელი სამტრედიის რაიონიდან. ზესტაფონი და სამტრედია ერთ გუბერნიას წარმოადგენენ და ხომ არ იყო ეს ინტერესთა კონფლიქტი?

იგივე მოხდა რუსთავის "ოლიმპთან" შეხვედრაში. ცხადია, არაფერს ვამტკიცებ და არც ვინმესთან დაპირისპირება მსურს, მაგრამ კითხვები თავისთავად მიჩნდება. ასეთ დროს მეზობელი მეზობელს შინაგანად არ უქომაგებს? მე "ზესტაფონის" საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მშვენიერი გუნდია და წლეულს კარგად თამაშობს, მაგრამ პრინციპული მატჩი ნეიტრალური რეგიონის წარმომადგენელმა რომ უნდა იმსაჯოს, ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს.

საერთოდ, გასაკვირია ისიც, ერთსა და იმავე არბიტრს რატომ ანდობენ ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას. არც ვიცი, ეს დამთხვევაა თუ განზრახვა. შეიძლება, მეზობელს ნეიტრალური გადაწყვეტილებების მიღება გაუჭირდეს. არ მაინტერესებს, "ზესტაფონი" ფედერაციასთან დაპირისპირებულია თუ არა, ეს ჩემი გასარჩევი არც არის. ლაპარაკი არც კონკრეტული არბიტრის, თორნიკე გვანცელაძის კვალიფიკაციაზეა, მაგრამ მსაჯთა დანიშვნისას გარკვეული ლოგიკა უნდა არსებობდეს.

აქამდე არ მითქვამს, მაგრამ "ზესტაფონი"-"დინამოს" მატჩისას იგივე პრობლემები შეგვექმნა, რაც ბოლო ტურში "ოლიმპი"-"ზესტაფონის" მატჩისას რუსთაველებს – სადავო ეპიზოდებში გვანცელაძე "ზესტაფონის" სასარგებლო გადაწვეტილებებს იღებდა. დეტალებზე ლაპარაკი არ მსურდა, მაგრამ რაღაცები ერთმანეთს რომ ემთხვევა, კითხვა თავისთავად იბადება. ამიტომ უნდა დანიშნონ ნეიტრალური მსაჯი და არა მეტოქის გუბერნიის წარმომადგენელი. არ არის ეს ლოგიკურად გამართლებული."

mesi
არ ვაპირებდი კომენტარს მაგრამ კველა საზღვარს სცილდება უკვე დამოკიდებულება ფედერაციის ზესტაფონის მიმართ. რა ვერ მოგინელებიათ ზესტაფონის წარმატება გუნდი 6 წელია ნაბიჯნაბინჯ წინ მიიცევს და შედეგს ლოგიკურად აღწევს მთელი ამ მსაჯობის თუ სხვა ხელშემშლელი პირობებიდან გამომდინარე.რეალურად გაჩნდა ჩემპიონატში ნამდვილი პროფესიონალური გუნდი და არა ერთწლიანი გუნდები რომ გვკავს ისეთი და მისი წარმატება ხომ მთლიანად საქართველოს წარმატება არ არის?? გავხადოთ დინამო სულ ჩემპიონი თასიც მას მივცეთ და ითამაშოს ყველგან დინამომ თუ წაადგება ეს ქართულ ფეხბურთს და თვითონ დინამოს!!! სირცხვილია უბრალოდ კაცი ამდენ ფულს დებდეს ქართულ ფეხბუღში და ყოველდღე უბიძგო იმისაკენ რომ თავი დაანებოს და წავიდეს ასე არ შეიძლება ასე ვერ გავფრინდებით!!
gia
ერთი გუბერნიააო?სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.გაცეს პასუხი ;სვირი2 ;-ს.რა ხდება მართლა კიტრი კიტრი არ არისო?
სვირი2
1. 30.08.2004, ეჩმ, დინამო - ზესტაფონი 2-0, გ. ვადაჭკორია (თბილისი) 2. 08.11.2004, ეჩმ, ზესტაფონი - დინამო 0-2, ა. შალამბერიძე (ქუთაისი) 3. 09.12.2004, თგმ, დინამო - ზესტაფონი 2-1, ა. შილაკაძე (თბილისი) 4. 14.02.2005, თგმ, ზესტაფონი - დინამო 1-0, ა. ორდინიძე (ონი) 5. 12.03.2005, ეჩმ, დინამო - ზესტაფონი 0-1, ლ. ფანიაშვილი (თბილისი) 6. 08.05.2005, ეჩმ, ზესტაფონი - დინამო 0-0, მ. მალაღურაძე (თბილისი) 7. 20.08.2005, ეჩმ, ზესტაფონი - დინამო 1-0, ლ. ფანიაშვილი (თბილისი) 8. 07.03.2006, თგმ, ზესტაფონი - დინამო 1-0, მ. მაისურაძე (თბილისი) 9. 11.03.2006, ეჩმ, დინამო - ზესტაფონი 2-2, ლ. ფანიაშვილი (თბილისი) 10. 18.03.2006, თგმ, დინამო - ზესტაფონი 0-0, მ. მაისურაძე (თბილისი) 11. 23.09.2006, ეჩმ, ზესტაფონი - დინამო 1-0, ლ. ფანიაშვილი (თბილისი) 12. 13.04.2007, ეჩმ, დინამო - ზესტაფონი 2-2, ლ. ფანიაშვილი (თბილისი) 13. 06.12.2007, ეჩმ, დინამო - ზესტაფონი 2-0, გ. ვადაჭკორია (თბილისი) 14. 08.04.2008, თგმ, დინამო - ზესტაფონი 1-1, ლ. სილაგავა (თბილისი) 15. 03.05.2008, ეჩმ, ზესტაფონი - დინამო 0-1, გ. ვადაჭკორია (თბილისი) 16. 07.05.2008, თგმ, ზესტაფონი - დინამო 1-0, ლ. სილაგავა (თბილისი) 17. 05.10.2008, ეჩმ, ზესტაფონი - დინამო 1-0, ლ. სილაგავა (თბილისი) 18. 11.11.08, თგმ, ზესტაფონი - დინამო 0-0, მ. ბეუქლიშვილი (ყვარელი) 19. 26.11.08, თგმ, დინამო - ზესტაფონი 1-0, მ. ბეუქლიშვილი (ყვარელი) 20. 03.12.2008, სუპერთასი, დინამო - ზესტაფონი 1-0, გ. კიკაჩეიშვილი (ქუთაისი) 21. 25.02.2009, ეჩმ, დინამო - ზესტაფონი 2-0, მ. ურუშაძე (თბილისი) 22. 10.04.2009, ეჩმ, ზესტაფონი - დინამო 0-4, ლ. სილაგავა (თბილისი) 23. 29.08.2009, ეჩმ, ზესტაფონი - დინამო 4-1, ლ. სილაგავა (თბილისი) 24. 07.11.2009, ეჩმ, დინამო - ზესტაფონი 2-0, ლ. კვარაცხელია (ზუგდიდი) 25. 26.02.2010, ეჩმ, ზესტაფონი - დინამო 0-1, ლ. სილაგავა (თბილისი) 26. 01.05.2010, ეჩმ, დინამო - ზესტაფონი 2-0, ლ. კვარაცხელია (ზუგდიდი) 27. 15.08.2010, ეჩმ, დინამო - ზესტაფონი 2-1, ლ. კვარაცხელია (ზუგდიდი) 28. 23.10.2010, ეჩმ, ზესტაფონი - დინამო 0-1, გ. ვადაჭკორია (თბილისი) 29. 19.02.2011, ეჩმ, დინამო - ზესტაფონი 0-0, თ. გვანცელაძე (სამტრედია) 30. 10.04.2011, ეჩმ, ზესტაფონი - დინამო 1-0, თ. გვანცელაძე (სამტრედია) ეჩმ - ეროვნული ჩემპიონატის მატჩი. თგმ - თასის გათამაშების მატჩი. ზესტაფონისა და დინამოს 30 შეხვედრიდან 20 თბილისელმა მსაჯებმა იმსაჯეს ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო... არა შეჯდა მწყერი ხესა ... ენას ძვალი არ აქვსო.. ნამუსი მთლა დაკარგე?
sporti+
გრცხვენოდეს რა ნემსაძე, ასე დაწვრილმანდი? გუბერნია რა შუაშია? თბილისელს უმსაჯია რამდენჯერ ვინ დათვლის დინამოს თამაში. ერთ ერთი მსაჯი თბილისელი იყო მაგ კონკრეტულ თამაშშიც.
ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-6 დინამო (თბ). როგორ გადაიდო კვარაცხელიას სადებიუტო გოლი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 სპაერი. ...ეს იყო ამ თამაშის მთელი ფილოსოფია...
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
[VIDEO] სოხუმის "ცხუმი" ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა