ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩის პირველი ტაიმი საქართველოსა და ლატვიის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

ანდორასთან სახლში ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ლატვიის ნაკრების მწვრთნელი მიკსუ პაატელაინენი გააკრიტიკეს, თუმცა აღინიშნა, რომ მას ფეხბურთელთა შერჩევის მხრივ დიდი არჩევანი არ გააჩნია და მაინც სანახევროდ შეცვლილი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა "დინამო არენაზე". ცვლილებები განსაკუთრებით შემტევებს შეეხო.

რაც შეეხება "ჯვაროსნებს", ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან მოგებულ შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა - მერებაშვილის ნაცვლად ოქრიაშვილი, ხოლო ტრავმირებული ქვილითაიას მაგივრად კაჭარავა დააყენა ძირითადში. მოკლედ, ვაისს არც სტრატეგიული და არც ტაქტიკური ცვლილებებისთვის არ მიუმართავს.

სავარაუდო იყო, რომ სტუმრები თავიდანვე დაცვაში ჩადგებოდნენ და კონტრშეტევებზე ააგებდნენ თამაშს. ეს ყაზახეთისგან განსხვავებული მატჩი იქნებოდა და მიუხედავად მეტოქის უკანასკნელ წლებში სუსტად ასპარეზობისა, ჩვენს ეროვნულ გუნდს ადვილი გასეირნება არ ელოდა.

მართლაც, სტუმრები თავიდანვე მთელი გუნდით დაცვაში ჩადგნენ და მასპინძლებს მათი მასირებული დაცვის გარღვევა უჭირდათ, სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა.

მე-18 წუთზე ჩაკვეტაძე მარჯვენა ფლანგზე შეიჭრა საჯარიმოში, მისი ჩაწოდებული ბურთი მეტოქისგან ყაზაიშვილს მიუვიდა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.

საქართველოს ნაკრები ორივე ფრთიდან უტევდა, ცენტრიდანაც, თუმცა უშედეგოდ. საჯარიმოში ჩაწოდებებიც არ იყო სახიფათო, ვინაიდან მეურვეებს კაჭარავა განეიტრალებული ჰყავდათ.

პირველად კარში ჩვენმა გუნდმა 37-ე წუთზე დაარტყა კარში, როდესაც ჩაკვეტაძის საჯარიმოს გარედან გასროლილი ბურთი მეკარის ადვილი ნადავლი შეიქნა.

თბილისი. "დინამო არენა"

საქართველო - ლატვია 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე, კაჭარავა

ლატვია: ვანინსი, მაკსიმენკო, დუბრა, გაბოვსი, რუგინსი, ფერტოვსი, კარაშაუკსი, ისაევსი, ლუკიანოვსი, იაგოდინსკისი, გუტკოვსკისი

giorgi 777
რაც მართალი მართალია არ ვიმსახურებდით მოგებას, გვქონდა უპირატესობა და მეტი არაფერი.... და ეს ჩაკვეტაძე რომ არა რა გვეშველებოდა, კაჭარავაზე არაფერს ვამბობ, ჩვენ ვხვდებით რომ ზედმეტია და ეს ვაისი ვერ უნდა ხვდებოდეს? სიმაღლის გულისთვის თუ ყავს ეს სხვაა მეტი მაინც არაფერია......ვაისმა უნდა შეცვალოს მიდგომა... ვერ თამაშობს დაასვენე...........მერებაშვილი,კაჭარავა და არიან კიდევ.
სოსო
იმედია კობიმ არ დაგკერა
სოსო
დავერიას დაკარგავ ძმაო)))....
სოსო
ადმინ დადე კომენტარები შეურაცმყოფელი არაფერი დამიწერია და რატომ ბლოკავ რა ძველი პრობლემა წამოვწიე თუ შენ არ გინდა ესე.....
სოსო
ადმინ დადე კომენტარები შეურაცმყოფელი არაფერი დამიწერია და რატომ ბლოკავ რა ძველი პრობლემა წამოვწიე თუ შენ არ გინდა ესე.....
ზაზა
სწორი არჩევანი იყო მერებაშვილის არ დაყენება სასტარტოში მარა კაჭარავაზე მეტი არჩევანი გვაქ არაერთი თამაში ჩააგდო
ჯ.ჩ.
პირველად შემრცხვა,რომ მოვიგეთ.არ ვიმსახურებდით.მოგონილი პენალტი.ისევ მწვრთნელის უაზრობები.კაჭარავა,რომელიც არ არის ნაკრების დონე.ისევ ქაოტური დაცვა მატჩის მიწურულს ,ახლა უკვე საკუთარ მოედანზე.და სხვა ლაფსუსები. ასე შორს ვერ წავალთ.
smouk
ისევ ინდივიდუალიზმით გავიტანეთ გოლი,კიდევ ერთხელ ვაცხადებ არაკომპეტენტურობას ვაისის,კაჭარავა კაი დააყენე მაგრამ რომ ხედავ დაღოღავს შეცვალე ეგრევე,90 წუთი გვაყურებინა
მიროსან
რას ჩაიციკლა ამ კაჭარავაზე ნეტაი, აკეთებდეს მაინც რამეს, აყუდებული ფანერაა ერთი
5gio
Araferi plusi magas ar aqvs kacharavas vgulisxom shlangia vaiss mamamisis vali aqvs da ase ustumrebs .darwmunebuli var aq vinc akomentarebt kvela uketesad daamushavebs burts vidre kacharava
tfu vasikos da xalxis televizias
არ არსებობს პირდაპირი ლინკი,,,პირველმა არხმა ასე მილიონნახევარი ქართველი ხახამშრალი დაგვტოვა თავისი პოლიტიკით,
სოსო
ვაისმა დროზე ცვლილებები თუ არ გააკეთა ამ დაცვაში ჩამჯდარ ლატვიას საფრანგეთიც ვერ გაუტანს. როგორც ყოველთვის ვაისი აგვიანებს შეცვლებს. ცხადაძე კარგი იყო ჟილკით ქოქავდა ნაკრებს და ფსიქოლოგიურად კარგად ეწყობოდა ფეხბურთელებს. სამწუხაროდ კობის პირადი ხუშტურებით ცხადაძესთან, ვაისი გამოჩნდა . იმედია გაგვართლებს და მაინც მოვიგებთ ლატვიას, თუ არა ეს პირადად ვაისის მარცხი იქნება (კობისთან ერთად რა თქმა უნდა).... ლატვიას კი არა მაგარ გუნდებს უნდა უგებდეს ამ სასტავის საქართველო
ნიკა
ეხლა ვარ თურქეთში და ვერ ვუყურებ ფეხბურთს, საპოვნელა და ივერია რომ თამაშობენ ეგეც ლაივში გადაიცემა და რა გახდა ერთ რომელიმე სპორტულ საიტს გაეშვა პირდაპირი? ნაკრებია რა!
kote
ამათ უნდათ ევროპაზე გასვლა?
პაატა
თუ ცვლილებები არ გააკეთა ეხლავე.მემგონი კიტეიშვილი, გვილია უნდა გამოიყენოს
Roma
Kacharava moashoret samudamod am nakrebs ra mocont ver vxvdebi dakuntrushobs uazrod... Sxirtladzes goli golze gaaqvs daniashi daudzaxos ertxel mainc. An arabidzes ras erchis gviliac shemoiyvanos
საქართველო
პირდაპირის ლინკი დადეთ რა, ესპანეთში დაბლოკილია პირველი არხი
ზურა
კაჭარავას პლიუსი სიმაღლეა,მაგრამ დღეს ძალიან ტლანქად გამოიყურება...
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
მუნდიალი 2022. შესარჩევი: პორტუგალიას გამარჯვება მოპარეს - რონალდომ მოედანი სკანდალურად დატოვა [VIDEO]
თბილისში გამომგზავრებამდე ყაზახეთმა ასტანაში ლატვია ვერ დაამარცხა
პროფესორი მოსწავლის წინააღმდეგ - "ქართველებმა ლატვიას მასტერ-კლასი ჩაუტარეს"
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
ბლექჰედების სასახლე, მოტორმუზეუმი, ქუჩის მუსიკოსები, ანუ მეორე დღე რიგაში
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ყაზახეთის ნაკრებს ისეთი თარჯიმანი ჰყავს, რომ ლატვიელი ფეხბურთელი პრესკონფერენციაზე სიცილით კინაღამ ჩაბჟირდა [VIDEO]
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
მსოფლიოს ჩემპიონატის 12 მონაწილე და ევროპიდან პლეი-ოფში ყველა გასული გაირკვა [VIDEO]