ორთვენახევრის წინ რალიში განცდილი საშინელი ავარიის შემდეგ პოლონელმა პოლოტმა პირველი ინტერვიუ "ლოტუს-რენოს" პრეს-სამსახურს მისცა
ორთვენახევრის წინ რალიში განცდილი საშინელი ავარიის შემდეგ პოლონელმა რობერტ კუბიცამ პირველი ინტერვიუ მისცა თავისი გუნდის - "ლოტუს-რენოს" პრეს-სამსახურს. ფორმულა 1-ის პილოტმა მადლობა გადაუხადა ყველას მხარდაჭერისთვის და 2011 წლის სეზონის სტარტს კომენტარი გაუკეთა.

- ბოდიშს ვიხდი იმის გამო, რომ ასე დიდი ხანი არ გამოვედი კავშირზე, მაგრამ მერჩივნა იმ მომენტს დავლოდებოდი, როცა მხოლოდ კარგ ამბებს შეგატყობინებიდით. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც თებერვალში მომხდარი ავარიის შემდეგ გვერდში დამიდგნენ. მათ ამავსეს წერილებითა და საჩუქრებით და ეს ნაკადი დღემდე არ წყდება. ასევე მადლობას ვუხდი ფორმულა 1-ის ყველა წევრს, რომლებიც ძალიან შეწუხებული არიან ჩემი მდგომარეობით.

- იმ საშინელი ავარიის შემდეგ 10 კვირა გავიდა. როგორ გრძნობთ თავს?

- მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება. აღდგენითი პროცესი სწორი მიმართულებით მიმდინარეობს: წონაში ვიმატებ და სულ უფრო ძლიერი ვხდები. ამიტომაც მიშვებენ ჰოსპიტალიდან.

- რამდენად გემორჩილებათ დაზიანებული ხელი?

- ხელის მოძრაობა შეზღუდულია, მაგრამ ეს სავსებით ნორმალურია მოცემულ მომენტში, რადგან ხელის კუნთები ხანგრძლივი უმოქმედობის გამო ჯერჯერობით ძალიან სუსტია. ცალსახაა, რომ სიტუაცია ყოველდღე უკეთესი ხდება.

- შეგიძლიათ მოკლედ მოგვიყვეთ რეაბილიტაციის პროცესის შესახებ?

- საავადმყოფოდან შინ მონაკოში გავემგზავრები და ცოტა ხანი დავისვენებ. შემდეგ იტალიაში ექიმ ჩეკარელის ვეწვევი, სადაც დავიწყებ კიდეც რეაბილიტაციის ფართო კურსს და ვარჯიშების მსუბუქ მოსამზადებელ პროგრამას. შემუშავებულია ორი პარალელური კურსი, რათა დაჩქარდეს ჩემი მწყობრში ჩადგომა.

- გულშემატკივრებმა რთულად გადაიტანეს მომხდარი, იყო ბევრი გამოხმაურება. რამდენად გეხმარებათ აღდგენაში მათი მხარდაჭერა?

- უნდა ვაღიარო, რომ მხარდაჭერა მართლაც ფანტასტიკური იყო. გაოცებული ვიყავი. დიახ, ეს ყველაფერი ძალიან მეხმარება. არც კი მეგონა თუ ამდენი გულშემატკივარი მყავდა. ამაყი ვარ ამით და ვპირდები ყველას, რომ დაბრუნების შემდეგ მათთვის მაქსიმალურად დავიხარჯები.

- "ლოტუს-რენოსთან" კავშირი მუდმივად გქონდათ?

- რა თქმა უნდა. განსაკუთრებით სეზონის სტარტის შემდეგ: მუდმივი კავშირი მაქვს ჩემს ინჟინრებთან და ისინი ინფორმაციას მაწვდიან სარბოლო უქმეების შესახებ. რბოლის ანგარიშებს ვიღებ, ასე რომ, სრულად ინფორმირებული გახლავართ - თითქოს მე ვიყავი გასული ტრასაზე. გუნდის შეფი ერიკ ბულიეც მუდმივად მიკავშირდება და ახალ ინფორმაციას იღებს ჩემი მდგომარეობის შესახებ.

- რბოლებს თუ ადევნებთ თვალს? რა შეგიძლიათ თქვათ ახალ სეზონსა და "ლოტუს-რენოს" გამოსვლაზე?

- დიახ, სამივე ეტაპს ვუყურე. სეზონი მართლაც ფანტასტიკურად დაიწყო. ჩვენი მანქანის პოტენციალი დადასტურდა. მე ამაში ვალენსიას ტრასაზე ჩატარებული ტესტების დროს დავრწმუნდი. ახლა მნიშვნელოვანია ბაზაზე მუდმივი ტექნიკური განახლება, რათა შეძინარჩუნოთ მიღწეული შედეგები. ყველამ უდიდესი სამუშაო გასწია და დარწმუნებული ვარ, წინსვლა გაგრძელდება.

- ბოლოს რა შეგიძლიათ უთხრათ თქვენს გულშემატკივრებს?

- დატკბით ფორმულა 1-ის შოუთი, მიუხედავად იმისა, რომ მე იქ დროებით არ გამოვდივარ. რაც შემეხება მე, შევეცდები გამოვიყენო ჩემი რთული ცხოვრებისეული გამოცდილება, რათა უფრო ძლიერი დავუბრუნდე ტრასას.

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს