საქართველოს პროკურატურა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და ესპანეთის კლუბ "ბასკონიას" შორის დადებული ხელშეკრულების საქმეს იძიებს.

ამის შესახებ ინფორმაცია ifact.ge-ს საქართველოს პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გიორგი გრძელიშვილმა დაუდასტურა.

ფედერაციამ 2014 წლის 24 სექტემბერს ესპანურ კლუბ "ბასკონიასთან" 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, ფედერაცია ამ წლების განმავლობაში კალათბურთის მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 15 პროცენტს ესპანეთში გზავნის. შეგახსენებთ, რომ ფედერაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ხელშეკრულების ღირებულება 2.5 მილიონი ევროა. ამ თანხის სანაცვლოდ საქართველოში ყოველწლიურად ე.წ. საკალათბურთო კემპი იმართება, სადაც საუკეთესო ბავშვებს არჩევენ და საწვრთნელად ესპანეთში გზავნიან. ამავე თანხით ქართველი მწვრთნელებიც უნდა გადამზადდნენ ესპანეთში.

ხელშეკრულების თანახმად, თუ 2024 წლამდე "ბასკონიაში" გაგზავნილი ქართველი კალათბურთელები სხვა დიდ კლუბებთან პროფესიონალურ კონტრაქტს ხელს მოაწერენ, ქართული და ესპანური მხარეები სატრანსფერო თანხას თანაბრად გაიყოფენ.

"ბასკონიას" პროგნოზით, დაფინანსებულთაგან რამდენიმე კალათბურთელი ოდესმე ესპანეთის ტოპ-დივიზიონებში ან NBA-ში ითამაშებს. მათი გაყიდვებიდან კი, ესპანელების გათვლით, საქართველო 3.9 მილიონ ევროს მიიღებს.

თუმცა, "აი, ფაქტის" გამოძიებამ აჩვენა, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსებული კალათბურთელები ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე შეიძლება არც გაიყიდონ. შესაბამისად, ამ პროექტიდან მოგების მიღებაც კითხვის ნიშნის ქვეშაა. კონტრაქტი 2019 წელს სრულდება, თუმცა, საქართველოს ამ დრომდე რომელიმე კალათბურთელის გაყიდვიდან წილი არ მიუღია.

მაღალი რანგის საჯარო მოხელეთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის გაფლანგვისა და მითვისების ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პროკურატურას ერთ-ერთი კალათბურთელის, ლუკა ბულაშვილის მამამ, ლევან ბულაშვილმა 2018 წლის 26 თებერვალს მიმართა.

"ბასკონიას" მიერ მომზადებულ ანგარიშში ლუკა ბულაშვილი სახელმწიფოსგან დაფინანსებულად იყო მოხსენიებული, მაშინ, როცა მისი სწავლის ღირებულება, 17,000 ევრო და ესპანეთში ცხოვრების პირველი წლის ხარჯები, 8,000 ევრო მამამისმა, ლევან ბულაშვილმა გადაიხადა.

ავტორები: ნინო შონია და დეივ ბლოსი

წყარო: ifact.ge

Ooo
2014-2016 წლებში ესპანეთში ზოგიერთი ისეთები გაუშვეს კემპზე გაბრიჩიძეს უნამუსობით და გაუმაძღრობით ბევრი ნიჭიერი ბავშვს პერსპექტივა დაუკარგეს
ყური მიგდე
არჩევნებისას, კახა შენგელია სწორედ ამას მაბობდა და ყველამ გინება დაუწყო.. ეტყობა, სწორად გაქექა ეს ნაგვის ბუდე..
petrioti
ყველაფრის თავი-თავი გაბრიჩიძეა,მოეთხოვოს სახელმწიფო ფულის არასწორად ხარჯვის გამო,უფრო სწორად განიავების და ჯიბეში ჩასრიალების გამო.აგოს პასუხი და დახაჭოს ის ფული რაც მიითვისა ვითომდა ტექნიკურად. სხვა ფედერაციებისთვის იქნება ჭკუის სასწავლებელი.
qutaiseli
ნეხვის სუნი რო დადგა კალათბურთში მაშვინ დაიწყეს გამოძიება? მანამდე სად იყვნენ,
გიორგი ჯანიკაშვილი
მე მგონია,რომ ,,მძლეოსნობა" კი არა-ძალოსნობა გინდოდათ გეთქვათ.
Gio
ათეთრებდნენ ჯიგრები ფულს? ამიტომ არის ფეხბურთს კალათბურთს რაგბს ასობით მილიონი აქვს გამოყოფილი ხოლო შედეგი 0. სადაც შედეგი აქვს საქართველოს ეს არის ჭიდაობის სახეობები და მძლეოსნობა. მაგრამ მასშტაბებიდან გამომდინარე ათობით და ასობით მილიონს ვერ მოტეხავენ და ეჭვი მაქვს მაგიტომაც არ აფინანსებენ შედეგიან სპორტის სახეობებს. სპორტის სამინისტრო თუ არ არის გარეული ამ ამბებში იმედია სწორად გაანაწილებენ თანხებს შედეგებისდა მიხედვით.
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
მაიკლ ჯორდანი და სუნ ძის "ომის ხელოვნება" - იდეა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, კალათბურთელი გოგონები ადვოკატებს შეხვდნენ
"ბასკონიამ" 16 წლის მათე ხატიაშვილი ევროლიგის განაცხადში შეიყვანა
ღარიბაშვილი: ქართულ კალათბურთში 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება
[VIDEO] შერმადინის შედეგიანი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტენერიფე" "ბასკონიასთან" დამარცხდა
ფიბა-ს ხელმძღვანელობამ თბილისში მშენებარე დარბაზი დაათვალიერა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
ლეგენდარული თბილისის "დინამო" - 60-იანი წლები, ტრიუმფი, ქორქია და საკანდელიძე
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
[VIDEO] შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - შენგელიას კარგი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
[VIDEO] "ბარსელონამ" და "ბასკონიამ" ევროლიგის ისტორია დაწერეს - სამი ოვერტაიმი და გიჟური მატჩი
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ FIBA-ს ბორდის სხდომას უმასპინძლა
ქართული კალათბურთის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება - დაგეგმილი ვიზიტები