საქართველოს ეროვნული ნაკრები თელ-ავივშია და ისრაელის ნაკრებთან 13 სექტემბერს გასამართი მატჩისთვის ემზადება.

თბილისური ვარჯიშების შემდეგ ილიას ზუროსმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისთვის 12 კალათბურთელი შეარჩია, რომლებიც დღეს, გამთენიისას ისრაელში გაემგზავრნენ.

ნაკრები ისრაელში თბილისი-თელ-ავივის რეისით, დილის 07:00 საათზე გაფრინდა და ადგილობრივი დროით 11:00 საათისთვის სასტუმრო "ხფარ მაკაბიაში" დაბინავდა.

კალათბურთელებმა ისაუზმეს და დასასვენებლად ნომრებს მიაშურეს. დღეს, საღამოს 19:30 საათზე საქართველოს ნაკრები თელ-ავივის "მენორა მივტახიმის", იგივე "ნოკია არენაზე" ივარჯიშებს.

სწორედ ამ დარბაზში ჩატარდა 2017 წლის სექტემბერში ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფის მატჩები, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა დამატებით დროში ანგარიშით 104:91 დაამარცხა ისრაელის ეროვნული გუნდი.

სატურნირო თვალსაზრისით, ხვალინდელ მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ წინ კიდევ 5 მატჩია, დამარცხებული გუნდი, ფაქტობრივად, ეთიშება მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელ ბრძოლას. ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ნაკრებისთვის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს უფრო მეტად სამომავლოდ გუნდის შეთამაშებისა და თაობათა უმტკივნეულოდ ცვლის მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს ნაკრებში საბრძოლო განწყობაა. ევროლიგის მოთამაშეებთან - თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინთან ერთად საქართველოს ნაკრებში ევროპული კალათბურთის ვარსკვლავი, ესპანურ "ბასკონიაში" შენგელიას თანაგუნდელი, აღიარებული სნაიპერი - მეტ ჯენინგი ითამაშებს.

ხვალ, თამაშის დღეს, ნაკრები დილის ვარჯიშზე მოახლოვბული მატჩისთვის "ნოკია არენაზე" მოითელება, ხოლო ისრაელისა და საქართველოს დაპირისპირება თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი გადმოსცემს.

ისრაელიდან დაბრუნებული საქართველოს ნაკრები 16 სექტემბერს, სპორტის სასახლეში საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც ჩვენი ჯგუფის დაუმარცხებელი ლიდერია გერმანიასთან ერთად.

საბერძნეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაწყებულია TKT.GE-ზე. ბილეთების ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

zvio
ამ ბოისებმა ქართული რით ვერ ისწავლს ნეტა
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89