NBA. პლეი ოფი. 1/8 ფინალი: "მემფისს" მიმდინარე პლეი ოფში ხმაურიანი სენსაციის მოსახდენად ერთი გამარჯვებაღა სჭირდება
პლეი ოფის პირველი ეტაპი ძალიან დაძაბულად მიმდინარეობს. ჯერჯერობით შემდეგ ეტაპზე მხოლოდ "ბოსტონია" გასული. გუშინ მას შეიძლებოდა "ოკლაჰომაც" შეერთებოდა, მაგრამ ამ გუნდმა გადადო "დენვერთან" სერიის მოგება. მთავარი ამბები კი "მემფისსა" და "სან ანტონიოს" წყვილში ხდება. ამ სერიაში დასავლეთის მერვე გუნდი პირველს 3:1-ს უგებს.

დასავლეთი

მემფისი-სან ანტონიო 104:86

21:26, 27:24, 30:15, 26:21

მ: კონლი (15+7 პასი), არტური (14), ალენი (12+3 ჩაჭრა), რენდოლფი (11+9 მოხსნა), მაიო (11), მ. გასოლი (9+9 მოხსნა), ბატიე (9), ვასკესი (9), იანგი (8), სმიტი (4), პოუ (2).

ს-ა: პარკერი (23), ჯინობილი (14), ნილი (11), ჰილი (10), სპლიტერი (10+9 მოხსნა), დანკანი (6+7 მოხსნა), მაკდაესი (4), ბონერი (4), გრინი (2), ბლეირი (2).

სერია: 3-1

რეგულარული ჩემპიონატის მეორე გუნდი და დასავლეთი კონფერენციის ჩემპიონი "სან ანტონიო სპურსი" უფსკრულისკენ მიექანება. დარჩენილ სამ მატჩში "მემფისს" ერთი გამარჯვება სჭირდება მიმდინარე პლეი ოფის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სენსაციის მოსახდენად. აქამდე ლიგის ისტორიაში ხუთჯერ მომხდარა, როცა რეგულარულში 60 (ან მეტი) გამარჯვების მქონე გუნდი პლეი ოფის პირველივე ეტაპზე გამოთიშულიყო ბრძოლას.

ადრე ეს "მოახერხეს" "მილუოკიმ" (1973, 1981), "იუტამ" (1995), "სიეტლმა" (1994) და "დალასმა" (2007). ახლა ამ სიას შეიძლება შეიძლება "სპურსიც" შეუერთდეს. ამის დიდი შანსი არსებობს, რადგან ჯერჯერობით არ ჩანს რესურსი, რის ხარჯზე შეიძლება მოუმატოს გრეგ პოპოვიჩის გუნდმა.

არადა, გუშინდელ შეხვედრაში "სან ანტონიოსთვის" ყველაფერი კარგად იწყებოდა. სტარტიდანვე მოპოვებულ ინიციატივას ეს გუნდი მეორე მეოთხედის შუამდე არ უშვებდა ხელიდან. ამაში ყველაზე დიდი წვლილი ტონი პარკერს მიუძღვის, რომელმაც პირველ 24 წუთში 19 ქულა დააგროვა. რაც მთავარია, ის მესამე კალათბურთელი გახდა ბოლო 15 წლის განმავლობაში, ვინც პირველ ტაიმში თამაშიდან არც ერთი ბურთი არ ააცილა.

სტუმრებისთვის კოშმარული აღმოჩნდა მესამე მეოთხედი. "მემფისმა" უნაკლოდ ითამაშა დაცვაში - მეტოქეს 15-დან მხოლოდ ექვსი ბურთი ჩააგდებინა და შვიდი შეცდომა დააშვებინა. შეტევა კიდევ უფრო უკეთესი იყო - "გრიზლისმა" 12-დან 10 საჯარიმო ჩააგდო და თამაშიდან 62.5 პროცენტის სიზუსტით ისროლა. ამ ყველაფერმა მასპინძელს ბოლო მეოთხედის წინ 13-ქულიანი უპირატესობა მოუტანა.

საოცარია, მაგრამ ბოლო 12 წუთში "სპურსს" არაფერი მოუმოქმედებია სიტუაციის გამოსასწორებლად. მხოლოდ გარი ნილი ცდილობდა რაღაცის შეცვლას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საფინალო სირენამდე 5 წუთითა და 43 წამით ადრე სხვაობა 20 ქულას შეადგენდა. ამის შემდეგ პოპოვიჩმა წაგება აღიარა და მოედანზე სათადარიგო კალათბურთელები შეუშვა.

დენვერი-ოკლაჰომა 104:101

26:20, 19:25, 26:24, 33:32

დ: ლოუსონი (27), გალინარი (18+6 მოხსნა), სმიტი (15), მარტინი (13+9 მოხსნა), ფელტონი (11), ნენე (10+9 მოხსნა), აფლალო (6), ჰარინგტონი (3), ანდერსენი (1).

ო: დურანტი (31+5 მოხსნა), უესტბრუკი (30+6 მოხსნა+5 პასი), იბაკა (13+14 მოხსნა+5 დაფარება), ჰარდენი (7), კოლისონი (7), სეფოლოშა (5), მეინორი (5), პერკინსი (3).

სერია: 1-3

ეს შეხვედრა ისტორიული ხასიათისა იყო - "დენვერმა" პირველად მოიგო პლეი ოფის მატჩი კარმელო ენტონის გარეშე! ბოლოს კოლორადოელებმა ამ კალათბურთელის გარეშე ნოკაუტ-რაუნდის შეხვედრაში შორეულ 1994 წელს გაიმარჯვეს. ინტრიგას ამ მატჩს ისიც მატებდა, რომ კარმელოს ახალმა გუნდმა "მშრალი" ანგარიშით წააგო სერია "ბოსტონთან", "დენვერმა" კი მაინც მოახერხა "ოკლაჰომასთან" სერიაში ანგარიშის გაქვითვა და სირცხვილის თავიდან აშორება.

"ოკლაჰომას" თავისი მიზნები აქვს - მოიგოს პლეი ოფის პირველი სერია თავის უახლოეს ისტორიაში (გუნდის სიეტლიდან გადაბარგების შემდეგ). ამისთვის სკოტ ბრუქსის ბიჭებს ბევრი არაფერი უკლიათ, თუმცა სერიის ნაადრევად დასრულება ვერ მოახერხეს და სავარაუდოდ, ამას საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ გააკეთებენ.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა და ორივე გუნდს გამარჯვების თანაბარი შანსი ჰქონდა. მასპინძლების სასარგებლოდ იმ ფაქტორმა იმუშავა, რომ მათ ზუსტად იმ მომენტში მოუმატეს, როცა ყველაზე მეტად იყო საჭირო - მეოთხე მეოთხედში. ყველაფერი 7:0 გაქცევით დაიწყო. "დენვერის" უპირატესობა 9 ქულამდე გაიზარდა და "ოკლაჰომამ" საფინალო სირენამდე ვეღარ შეძლო ანგარიშის გათანაბრება. არადა, ამის არაერთი შანსი არსებობდა. თავიდან ბრწყინვალე კევინ დურანტმა მარტოდმარტომ შეამცირა ჩამორჩენა ორ ქულამდე - 87:89. სათამაშო რჩებოდა 4 წუთი და 30 წამი. "დენვერი" ლოუსონის, გალინარისა და ნენეს მონდომებით ისევ გაიქცა - 97:87 2 წუთითა და 4 წამით ადრე.

საფინალო სირენამდე 16 წამით ადრე სხვაობა ისევ ორ ქულამდე დავიდა. ამას მოჰყვა სტუმართა მხრიდან ტაქტიკური ფოლები და მასპინძლებმა ოთხიდან სამი საჯარიმო გამოიყენეს - 103:98. სათამაშო რჩებოდა 6 წამი. თითქოს ეს დასასრული იყო, მაგრამ დურანტმა მაინც ანერვიულა მასპინძლები, როცა სამქულინი ჩააგდო. ამის შემდეგ საჯარიმოს ხაზზე ფელტონი დადგა და ერთი ჩააგდო. უესტბრუკის სამქულიანს შეეძლო თამაში ოვერტაიმში გადაეყვანა, მაგრამ ტყორცნა არაზუსტი აღმოჩნდა.

დალასი-პორტლენდი 93:82

15:20, 29:23, 31:20, 18:19

დ: ნოვიცკი (25+8 მოხსნა), ტერი (20), ჩენდლერი (14+20 მოხსნა), მერიონი (14), სტოიაკოვიჩი (9), კიდი (4+14 პასი+7 მოხსნა), ბარეა (4), ჰეივუდი (3+5 მოხსნა).

პ: მილერი (18+7 პასი), უოლასი (16+9 მოხსნა), ოლდრიჯი (12+9 მოხსნა), ბატუმი (12), მეტიუზი (8), როი (5), ფერნანდესი (5), კემბი (4+8 მოხსნა), კ. ჯონსონი (2).

სერია: 3-2

"პორტლენდმა" "დალასის" ცენტრს ტაისონ ჩენდლერს შეტევაში 13 მოხსნის საშუალება მისცა, იმ დროს, როცა სტუმართა 12-მა კალათბურთელმა ერთად მეტოქის ფარზე მხოლოდ ცხრა ბურთი მოხსნეს. ასეთი უპასუხისმგებლო თამაშით "ბლეიზერსი" უშანსოდ იყო ამ შეხვედრაში. სხვათა შორის, ჩენდლერმა ამ მაჩვენებლით საკლუბო რეკორდი დაამყარა, აგრეთვე ბოლო 16 წელია პლეი ოფის მატჩებში შეტევაში ყველაზე მეტი ბურთი მოხსნა (1995 წელს 14 მოხსნით შაკილ ო'ნილმა გამოიჩინა თავი). და კიდევ, ეს მესამე შედეგია ისტორიაში პლეი ოფის მატჩებისთვის.

"დალასმა" ბრწყინვალედ ითამაშა დაცვაში და ამით სხვა ნაკლის კომპენსირება შეძლო. მაგალითად, მესამე მეოთხედის სტარტიდან მოყოლებული, "მავერიქსმა" ზედიზედ 10 სამქულიანი ააცილა (სულ მატჩში 17-დან სამი). მიუხედავად ამისა, კატასტროფა აიცილა თავიდან კარგი დაცვით, საჯარიმოების უშეცდომო სროლითა და მეტოქის ფარზე მოპოვებული 20 მოხსნით. როცა სამქულიანების უიღბლო სერია სტოიაკოვიჩის ზუსტი შორეული ტყორცნით დასრულდა (საფინალო სირენამდე 4 წუთითა და 24 წამით ადრე), ტაბლოზე ასეთი რიცხვები ეწერა - 84:64 "დალასის" სასარგებლოდ. საქმე მომთავრებული იყო.

შემდეგი მატჩი პორტლენდში გაიმართება. დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ამ სერიაში მეშვიდე შეხვედრას ვნახავთ. საქმე ისაა, რომ 2010-11 წლების სეზონში (რეგულარულის ჩათვლით) ეს გუნდები უკვე რვაჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ყოველთვის გამარჯვებული მასპინძელი რჩებოდა.

"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა