"შალკესთან" საპასუხო მატჩის წინ "მანჩესტერი" ცალი ფეხით ჩემპიონთა ლიგის ფინალში ანუ "უემბლიზეა"

საათზე მეტს გაუძლო "შალკემ" "მანჩესტერ იუნაიტედის" თავბრუდამხვევ შეტევებს, მაგრამ თავს ზემოთ ძალა აღარ იყო - მანუელ ნოიერმა 67-ე წუთამდე აიღო ყველაფერი, რაც კი მასპინძელთა კარში წავიდა, მაგრამ უეინ რუნის დიდებული პასისა და რაიან გიგზის დარტყმის წინაშე უძლური იყო.

საბაიერნოდ გამზადებული მეკარის გმირობებიც აქ დასრულდა, მანჩესტერმა კი "ხუმარებს" "აზრზე მოსვლა" არ აცალა და ორ წუთში უეინ რუნიმ ხავიერ ერნანდესის პასით ანგარიში 2:0 გახადა. საპასუხო მატჩის წინ "მანჩესტერ იუნაიტედი" ცალი ფეხით ჩემპიონთა ლიგის ფინალში ანუ "უემბლიზეა".

"მანჩესტერ იუნაიტედი" ლიგის ფინალში მე-12-ედ ასპარეზობს. სერ ალექს ფერგიუსონის გეგმა "შალკეს" საკუთარ კედლებშივე "მოხრჩობა" იყო, ინგლისელთა უპირატესობას სრული ეთქმოდა, გერმანელები იშვიათად "იკბინებოდნენ" კონტრშეტევებზე. იმას, რომ მატჩს დიდი ხანი გაჰყვა ინტრიგა რალფ რანგნიკის გუნდი საკუთარ გოლკიპერს უნდა უმადლოდეს - პირველ ტაიმში ნოიერმა "სეივების" ფოიერვერკი მოაწყო - "ჩიჩარიტოს", პარკს, რუნისა და გიგზს სასწაულებრივი ბურთები აუღო. განსაკუთრებით კი გერმანიის ნაკრების გოლკიპერმა სუპერაქტიური ხავიერ ერნანდესი გაამწარა, რომელმაც მეორე ტაიმში კი გაიტანა, მაგრამ თანამსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

მატჩის გმირმა ლივერპულელმა რუნიმ (გოლი და საგოლე პასი) თამაშის დასრულების შემდეგ "ტვიტერზე" დაწერა, რომ ის გახურებისას "ბითლზს" უსმენდა, რამაც მას საბრძოლო განწყობა დაუბევა. ერთ კვირაში საპასუხო მატჩია - "შალკე" ის გუნდია, რომელმაც "სან სიროზე" 5 გოლი გაიტანა, მაგრამ "ოლდ ტრეფორდზე" წუხანდელი მარცხის შემობრუნება, პროფესორ რალფის ბიჭებს, ვგონებ, არ ძალუძთ.

ჩემპიონთა ლიგა. I ნახევარფინალური მატჩი

შალკე-მანჩესტერ იუნაიტედი 0:2 [იხილეთ ვიდეო]

შალკე (4-4-2): ნოიერი - უჩიდა, მატიპი, მეტცელდერი, სარპეი (73. ესკუდერო) - ფარფანი, პაპადოპულოსი, ხურადო (83. დრაქსლერი), ბაუმიოჰანი (53. კლუგე) - რაული, ედუ.

მანჩესტერი (4-4-2): ვან დერ სარი - ფაბიო, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - ვალენსია, ქერიკი, გიგზი, პარკი (73. სქოულზი) - რუნი (83. ნანი), ერნანდესი (73. ანდერსონი).

გოლები: 0:1 გიგზი (67), 0:2 რუნი (69)

მაყურებელი: 54 142

არბიტრი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი)

სტატისტიკა

მატჩი დაიწყო: მანჩესტერი

პირველი კუთხური: მანჩესტერი

პირველი ჯარიმა: მანჩესტერი

პირველი გაფრთხილება: შალკე

9 (5) დარტყმა 18 (10)

12 ჯარიმა 15

3 კუთხური 6

2 გაფრთხილება 1

35% ბურთის ფლობა 65%

gio
ვერც რეალს დასდებთ და ბარსაზე არაფერს ვამბობ
chichka
dadumdit uvicebo?sad shalke da ad manu?sad ravniki da sad geniosi fergi?gamoigo noierma?dagaxiet auf shalke arenaze gazpromis maika germanelebo?:DD 28 mais uemblize finalshi barsa tu reali?orives davdebt bejebzee:)))
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...