ვლადიმირ ვაისს საქართველოს ნაკრებში ერთა ლიგის მატჩებისთვის ფლანგის მცველების ნაკლებობა ჰქონდა.

ფლანგებზე საქართველოს ნაკრებში ოთარ კაკაბაძე და გიორგი ნავალოვსკი ირჯებოდნენ, ხოლო სხვა მცველები თავიან კლუბებში ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობენ.

ამიტომ თუნდაც სათადარიგო სკამისთვის ვაისს დაზღვევა აუცილებლად სჭირდება. მარჯვენა მცველის პოზიციაზე ამ ბოლო დროს კარგად თამაშობს ხორვატიის "გორიცას" ფეხბურთელი გიორგი მჭედლიშვილი.

ჩვენ ქართველ ფეხბურთელს დავუკავშირდით და ნაკრების თამაშების შესახებ დავეკითხეთ; ასევე, მისი საკლუბო ასპარეზობით დავინტერესდით.

- პირველ რიგში, ნაკრებზე გკითხავთ, საქართველომ ერთა ლიგაზე ორი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. როგორ შეაფასებდი ამ მატჩებს?

- რა თქმა უნდა, ფეხბურთში პირველ რიგში შედეგია მნიშვნელოვანი. ნაკრებმა 2 თამაში ჩაატარა და ჯამში 6 ქულა მოიპოვა. ეს ძალიან სასიხარულოა... ნაკრების ასპარეზობას ერთა ლიგაზე დადებითად შევაფასებდი.

- საქართველოს ნაკრების მიერ ერთა ლიგის მოგებისა და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსებს როგორ შეაფასებდი?

- ვფიქრობ, ნაკრებს ძალიან კარგი შანსი აქვს, ერთა ლიგა მოიგოს და ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეს, თუმცა ადვილი არ იქნება, რადგან ყველა გუნდს აქვს ამბიცია. ეს დიდი ოცნებაა თითოეული ქართველისთვის და იმედი მაქვს, ნაკრები მომდევნო მატჩებში თამაშის ხარისხს მოუმატებს და შედეგიც კარგი იქნება.

- ბოლო პერიოდში გახშირდა იმაზე საუბარი, რომ გიორგი მჭედლიშვილი უნდა იყოს ნაკრებში. დაგიკავშირდა თუ არა ვლადიმირ ვაისი ან ვინმე ფედერაციიდან, ან თუ იცის სლოვაკმა სპეციალისტმა შენ შესახებ?

- ამ თემასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. სამწუხაროდ, არავინ არ დამკავშირებია ფედერაციიდან და არც ის ვიცი, აქვს თუ არა ჩემზე ინფორმაცია ვლადიმირ ვაისს.

- "გორიცას" შემადგენლობის შეუცვლელი წევრი ხარ. როგორ შეაფასებდი შენს კლუბს და მიმდინარე სეზონს?

- კლუბში კარგი განწყობაა, რაც მნიშვნელოვანია გუნდის წარმატებისთვის. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ მოვუმატეთ თამაშის ხარისხს და შედეგზეც აისახა. რაც შეეხება ჩემს ფორმას, ყველა მატჩს სტაბილურად ვატარებ, ბოლომდე ვიხარჯები. ვცდილობ, მატჩიდან მატჩამდე მოვუმატო და ჩემი წვლილი შევიტანო "გორიცას" წარმატებაში.

ალბათ, დამეთანხმებით, მეორე ლიგიდან გადმოსული გუნდისთვის თავიდან უმაღლეს ლიგაში თამაში რთულია, მაგრამ არა უშავს. ჩვენი გუნდი კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და ნორმალურადაც ვთამაშობთ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. მთავარი მიზანი, ალბათ, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება ამ ეტაპზე და ვფიქრობ, ამ დავალებას გავართმევთ თავს.

- რა განსხვავებას ხედავ ჩვენსა და ხორვატიის ჩემპიონატს შორის?

- ცოტა მსგავსება არის. მაგალითად, ხორვატებს უყვართ ტექნიკურად თამაში, როგორც ქართველებს. აქაც ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, როგორც საქართველოში. უბრალოდ, აქ უფრო მეტი საშუალება აქვთ, რომ კარგად განვითარდნენ. რაც შეეხება დონეს, რა თქმა უნდა, მაღალია საქართველოს ჩემპიონატთან შედარებით. აქ ხორვატიის ჩემპიონატს ბევრი სკაუტი აკვირდება.

ალბათ, ხორვატიის ნაკრების შედეგის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე, უფრო გაიზრდება სკაუტების მხრიდან დაინტერესება. აქ არის 3-4 გუნდი, რომლებიც ევროპა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე სტაბილურად თამაშობენ. მაგ: "დინამო ზაგრები", "რიეკა", "ოსიეკი" და "ჰაიდუკი სპლიტი".

qartvels
შე მართლა ქარტველო თუ მართლა ქართველი ხარ კასპი არ იცი ვინაა? გყავს ვინმე უკეთესი ნაკრებში მაგაზე ჯანიანი.
imereli
გამოაქვეყნეთ კომენტარები მჭედლიშვილი ჭირდება საქართველოს ნაკრებს
imereli
მჭედლიშვილის გამოძახება აუცილებელია საქართველოს ნაკრების დაცვის გასაძლიერებლად...არის სტაბილური და ძლიერი დამცველი აქ სათამაშო პრაქტიკა..
ჯვაროსანი
გიორგი მჭედლიშვილი მართლაც სჭირდება საქართველოს ნაკრებს ვაისის ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს ძალიან კარგ საფეღბურთო ფორმაშია აქვს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა...
ქართველი
მშვენიერი მწვრთნელი გვყავს.. გადასარევად აზროვნებს და არჩევს კადრებს.. ვინაა მჭედლიშვილი?! გავალამაზოთ და ყარაბახმა როათრია იმ სამტრედიის მცველია.. წარმატებები ამ ბიჭს, მაგრამ ნაკრები ტრამპლინი არაა.. ნაკრებში გვინდა წესიერი ხალხი.. მაშინ სანდოხაძეც მოიყვანონ
emigranti
ძალიან საკვირველია ამ ახალგაზრდას არგამოძახება, რაც უფრო ფედერაციის ბრალი მგონია, ვიდრე ვაისის. "სანამ ურემი გადაბრუნდებაო" ტყუილად არაა ნათქვამი და დროზე უხმოს ვაისმა ამ ფეხბურთელს რომ ერთი კაცი მაინც გვყავდეს განაპირა მცველის პოზიციაზე თუნდაც თადარიგში.
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
გიორგი მჭედლიშვილი: მჯერა, "სამტრედია" გულშემატკივარს კიდევ ბევრჯერ გაახარებს
ევროპა ლიგა: ვაკომ და "ლეგიამ" გოლის გატანა დაივიწყეს, "გენტმა" კი - ქართველები
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
გიორგი მჭედლიშვილი კარიერას "ვენტსპილსში" გააგრძელებს
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
უგოლო შაბათი ქართველი ლეგიონერებისთვის
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
ევროპა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი: ქართული ლეგიონის ამბები
გიორგი მჭედლიშვილმა ხორვატიული "გორიცა" დატოვა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება