სატრანსფერო ამბავი
„არსენალი“ სესკ ფაბრეგასს ზაფხულში გაყიდის. მართალია, „მეთოფეთა“ მწვრთნელი არსენ ვენგერი ამას სიხარულით ნამდვილად არ გააკეთებს, მაგრამ შარშან მან უკვე დატოვა ფეხბურთელი ლონდონში ძალად და იმავეს ვეღარ გაიმეორებს — ფაბრეგასს მშობლიურ „ბარსელონაში“ უნდა გადასვლა. ჩრდილოლონდონელთა კლუბის თანამშრომლებმა ინგლისურ ტაბლოიდებს დაუდასტურეს, რომ მართალია, 23 წლის ესპანელს კონტრაქტის თანახმად „ემირეიტ სთედიუმზე“ კიდევ ოთხი წელიწადი აქვს გასატარებელი, სინამდვილეში ის აქ ბოლო შეხვედრებს ატარებს. ფაბრეგასი „არსენალში“ კვირაში 120 ათას ფუნტს იღებს.

ბოლო დროს „ბარსელონას“ აღზრდილი ვარსკვლავი არ მალავს, რომ „მეთოფეთა“ გუნდში თამაშზე გული აუცრუვდა. „არსენალს“ 2005 წლის მერე ერთ შეჯიბრებაშიც კი არ გაუმარჯვია. ვენგერმაც კარგად იცის, რომ კაპიტნის კიდევ ერთხელ დარწმუნება, თითქოს „ბარსელონაში“ გადასვლას ლონდონში დარჩენა სჯობს, დროის და ძალის ტყუილი ხარჯვა იქნება. შარშან, როდესაც ფრანგმა „ბარსელონას“ 29 მილიონ ფუნტზე (32,6 მილიონი ევრო) უარი უთხრა, ფეხბურთელი ნაწყენი დარჩა, თუმცა მენტორს ვეღარაფერი შეჰკადრა. მაშინ ვენგერმა ფაბრეგასს კიდევ ერთი სეზონით დარჩენა და ყმაწვილი თანაგუნდელების ტიტულემდე მიყვანა სთხოვა. დღეს ის სეზონიც მთავრდება და ვენგერი, ფაბრეგასი და ყმაწვილი თანაგუნდელები კვლავ ტიტულის გარეშე არიან.

„ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ როგორც კი შანსი მიეცემა, ფაბრეგასი „არსენალიდან“ გაიქცევა და თან რაც შეიძლება შორს. ის ჩვენთან რვა წელიწადია თამაშობს და დარწმუნებულია, რომ საკმარისზე მეტი ერთგულება გამოამჟღავნა. ფაქტია, რომ გუნდი სეზონს კვლავ ხელცარიელი ასრულებს და სესკი ეჭვობს, რომ მომავალშიც იგივე გაგრძელდება“ — თქვა კლუბის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

ერთი სიტყვით, ფაბრეგასს „არსენალი“ ვეღარ დაიტოვებს, მაგრამ ფულს კი იშოვნის — ლონდონელები მის სანაცვლოდ 35 მილიონ ფუნტს (39,5 მილიონ ევროს) ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ ვენგერმა ფაბრეგასი 2003 წელს „ბარსელონას“ აკადემიიდან 500 ათას ფუნტად იყიდა.

როგორც ამბობენ, „ბარსელონა“ არ არის წინააღმდეგი გადაიხადოს ასეთი დიდი თანხა ნახევარმცველში, რომელიც... ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრი ვერ იქნება. სწორედ ამასვე ამბობდა ერთი ხნის წინ „ჩელსის“ ფორვარდი ფერნანდო ტორესიც. ის და ფაბრეგასი ესპანეთის ნაკრებში თამაშობენ ერთად. ტორესი მიიჩნევს, რომ ფაბრეგასს „კამპ ნოუზე“ გადასვლა სათადარიგოთა სკამზე ჯდომის მეტს ვერაფერს მოუტანს.

ილია ბაბუნაშვილი

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა