ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოუქსი" ფლორიდულ გუნდთან სტუმრად 76:101 დამარცხდა და სერიაში ანგარიში 3:2 გახდა
"ორლანდო მეჯიქს" "ატლანტა ჰოუქსის" რა ბოღმაც ჰქონდა, სერიის მეხუთე მატჩში ამოიღო. აქამდელ შეხვედრებში ანგარიშში სხვაობა 10 ქულაზე მეტი არ ყოფილა, დღეს გამთენიისას გამართულ მატჩში კი ფლორიდულმა გუნდმა 101:76 დაამარცხა "ატლანტა" და სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა - 2:3.

მასპინძლებმა პირველსავე ტაიმში მოათავეს საქმე. დიდი შესვენებისთვის "ორლანდო" უკვე 23 ქულით იგებდა და დარჩენილ დროში ატლანტელებს არანაირი შანსი აღარ ჰქონიათ. ამ შეხვედრაში ითამაშა ზაზა ფაჩულიამაც და ჯეისონ რიჩარდსონმაც, რომლებმაც სერიის მე-3 შეხვედრაში ჩხუბის გამო მომდევნო მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს.

რიჩარდსონი სასტარტო იყო და თავის გუნდში ყველაზე მეტი - 17 ქულაც ჩააგდო. რაც შეეხება ფაჩულიას, იგი მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20 წუთში 4 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ზაზამ 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო.

ახლა ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი დადგა ატლანტელთათვის. მომდევნო მატჩი მათ ქალაქშია და ყველაზე რეალური შანსი აქვთ, გამარჯვების მოპოვებით აღმოსავლეთის ერთ-ერთ მძლავრ გუნდს საპლეიოფო სერიაც მოუგონ. მომდევნო შეხვედრა "ფილიპს არენაზე" ჩვენი დროით 29 აპრილს, გამთენიისას გაიმართება.

gbf.ge

ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს