ამჯერად ხუთეულში გიორგი შერმადინი იყო - მოდენაზე 12:44 წუთი გაატარა და 5 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა
ლიუბლიანის "ოლიმპიამ" სლოვენიის ჩემპიონატის მორიგ, მე-8 ტურში შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. ადრიაკიკის ლიგის ფინალსა და სლოვენიის მე-7 ტურში დამარცხების შემდეგ ოლიმპიელებმა განსაკუთრებულად მოიწადინეს და "ელექტრა" სუმრად 84:49 გაანადგურეს.

ბოლო მატჩებში საქართველოს ნაკრების წევრებს სათამაშო დრო შეუმცირდათ. ხან ერთი, ხანაც მეორე კი იწყებს ხუთეულში, თუმცა მოედანზე არც შერმადინი და არც ბოისა 15 წუთზე მეტს აღარ ატარებენ. ამჯერად ხუთეულში გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც მოდენაზე 12:44 წუთი გაატარა და 5 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

ბოისამ შერმადინზე ოდნავ ნაკლები დროით - 11:30 წუთი ითამაშა და მასპინძელთა კალათში 5 სროლიდან 2 ორქულიანი ჩააგდო. ვოვამ თამაში 4 ქულით, 3 მოხსნითა და 3 პასით დაასრულა.

ამ გამარჯვებამ "ოლიმპია" ცხრილში ვერ დააწინაურა, რაკი ლიდერმა "კრკამ" და "ჰელიოსმაც" გაიმარჯვეს. "ოლიმპია" კი 5 მოგებითა და 3 წაგებით მე-3 ადგილზე რჩება.

gbf.ge

[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა