კარს მომდგარმა ჩემპიონთა ლიგამ პირველი კორექტივები შეიტანა ესპანეთის ჩემპიონატში.

ესპანურმა გრანდებმა ექსპერიმენტებს მიმართეს და ბეწვის ხიდზე გაიარეს.

ზოგისთვის ეს წარმატებული გამოდგა (ბარსელონა), ზოგი კი ლიგას ცუდ ხასიათზე ხვდება (ატლეტიკო, ვალენსია და რეალი).

ოთხივე თავკაცმა ექსპერიმენტებს მიმართა, მაგრამ ბეწვის ხიდზე მხოლოდ ერნესტო ვალვერდემ გაიარა.

"ბარსას" თავკაცმა სამშობლოში სკამიდან დააწყებინა ბუსკეტსს, ვიდალსა და კოუტინიოს - შედეგად, ლეო მესიმ და მთლიანად გუნდმა ამ სეზონში უცუდესი ტაიმი ითამაშეს. კატალონიელებს გაუმართლათ, როცა უსმან დემბელეს დარტყმული გზად ორ მცველს მოხვდა და "სოსიედადის" კარში შევარდა.

Video

15.09.18. სოსიედადი - ბარსელონა 1:2

პრინციპში, გაუმართლა ხულიენ ლოპეტეგისაც. რომ არა შეცვლაზე შესული ისკო, ის ლა ლიგაში პირველ თამაშს წააგებდა. ასე არ მოხდა, თუმცა, აუხსნელია, რატომ არჩია კაზემიროს მან დანი სებალიოსი.

Video

15.09.18. ბილბაო - რეალი 1:1

დიეგო სიმეონეს ერთმა ექსპერიმენტმა ნამდვილად გაუმართლა - 19 წლის დებიუტანტმა ბორხა გარსესმა გუნდს შინ ქულა გადაურჩინა "ეიბართან" მატჩში. "ატლეტიკო" საშინელ ფორმაშია, ისევე, როგორც "ვალენსია", რომელმაც "ბეტისთან" 0:0 ითამაშა "მესტალიაზე", მაგრამ, წესით, უნდა წაეგო.

Video

15.09.18. ატლეტიკო - ეიბარი 1:1

ტურის ფაქტები

"რაიო ვალეკანომ" საჯარიმოს გარედან პირველი გოლი გაიტანა სეზონში.

ბორხა გარსესმა "ატლეტიკოს" 50-ე გოლი გაიტანა "ვანდა მეტროპოლიტანოზე".

4 ტურში 5 ქულა ყველაზე ცუდი სტარტია "ატლეტიკოსთვის", რაც გუნდს დიეგო სიმეონე წვრთნის.

გასულ და წლევანდელ სეზონებში "ბარსამ" 23 ქულა მოიპოვა ისეთ თამაშებში, რომლებსაც აგებდა. ყველაზე მეტი ლა ლიგაში.

ამ სეზონში უსმან დემბელემ პირადად 4 ქულა მოუტანა "ბარსელონას".

ლიონელ მესი (ბარსელონა) პირველ ტაიმში 31-ჯერ შეეხო ბურთს და არც ერთხელ მეტოქის საჯარიმოში.

ისკომ (რეალი) მოედანზე გასვლიდან 2 წუთსა და 56 წამში გაიტანა. მეორე ყველაზე სწრაფი გოლი შეცვლაზე ამ სეზონში.

იკერ მუნიაინის გოლის კომბინაცია 26 წამი გაგრძელდა. "ატლეტიკის" ფეხბურთელებმა 11 პასი გააკეთეს და კომბინაციაში 8 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

კარლოს ბაკა (ვილიარეალი) მეორე კოლუმბიელია რადამელ ფალკაოს შემდეგ, რომელმაც ლა ლიგაში 50 გოლის გატანა მოახერხა.

"ლეგანესი" ლა ლიგის პირველი გუნდია, რომელმაც ამ სეზონში პენალტი ვერ გამოიყენა.

"ვალიადოლიდის" მატჩებში მხოლოდ 2 გოლი გავიდა სეზონში, რაც ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატში ყველაზე ცოტაა.

სერხიო გარსიამ (ესპანიოლი) "ლევანტეს" კარში ლა ლიგაში 4 გოლი გაიტანა.

ლა ლიგა. IV ტური

უესკა-ვალეკანო 0:1

გოლი: 0:1 იმბულა (29)

ატლეტიკო-ეიბარი 1:1

გოლები: 0:1 ენრიჩი (87), 1:1 ბორხა გარსესი (90+3)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, როდრი (71. ბორხა გარსესი), საულ ნიგესი, ლემარი (59. ა. კორეა) - დიეგო კოშტა, გრიზმანი

სოსიედადი-ბარსელონა 1:2

გოლები: 1:0 ელუსტონდო (12), 1:1 ლ. სუარესი (63), 1:2 დემბელე (66)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ (46. კოუტინიო), პიკე, უმტიტი, ალბა - სერხი რობერტო, რაკიტიჩი, რაფინია (57. ბუსკეტსი) - მესი, ლ. სუარესი, დემბელე (77. არ. ვიდალი)

ვალენსია-ბეტისი 0:0

ვალენსია (4-4-2): დომენეკი - პიჩინი, დიაქაბი, გაბრიელ პაულისტა, გაია - ფ. ტორესი (63. გედეში), პარეხო, კონდოგბია (14. ვასი), ჩერიშევი (77. ბაჩუაი) - გამეირო, როდრიგო

ბილბაო-რეალი 1:1

გოლები: 1:0 მუნიაინი (32), 1:1 ისკო (63)

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - სებალიოსი (46. კაზემირო), კროოსი, მოდრიჩი (61. ისკო) - ბეილი (75. ლუკას ვასკესი), ბენზემა, ასენსიო

ლეგანესი-ვილიარეალი 0:1

გოლი: 0:1 ბაკა (65)

გამოუყენებელი პენალტი: კარილიო (49. ლეგანესი)

ესპანიოლი-ლევანტე 1:0

გოლი: 1:0 ს. გარსია (52)

ვალიადოლიდი-ალავესი 0:1

გოლი: 0:1 იბაი გომესი (90+3)

სევილია-ხეტაფე 0:2

გოლები: 0:1 ანხელი (4), 0:2 ანხელი (38)

სევილია (3-4-2-1): ვაჩლიკი - ნიანონი, კიაერი, გომეს სოლა - ალ. ვიდალი (69. პრომესი), მესა (46. ბენ იედერი), ბანეგა, ხესუს ნავასი - სარაბია, ნოლიტო (46. ფ. ვასკესი) - ანდრე სილვა

ორშაბათი. 17 სექტემბერი

ჟირონა-სელტა 23:00

ბომბარდირები: 4 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა).

მომდევნო ტური

21 სექტემბერი: უესკა-რეალ სოსიედადი

22 სექტემბერი: რაიო ვალეკანო-ალავესი, სელტა-ვალიადოლიდი, ეიბარი-ლეგანესი, ხეტაფე-ატლეტიკო, რეალი-ესპანიოლი

23 სექტემბერი: ლევანტე-სევილია, ვილიარეალი-ვალენსია, ბეტისი-ბილბაო, ბარსელონა-ჟირონა

ნიკოლოზ ნეფარიძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

euhh
ვინმემ გიკარნახათ ეს ტექსტი? რეალმა და ატლეტიკომ ფრე მაინც ითამაშეს და სევილია სულ არაგყავს ნახსენები ვინ უხასიათოდ კიარა სამარცხვინოდ დამარცხდა....პ.ს.ამ სტატიებს იმიტომ ვკიტხულობთ რაღაც ახალს და საინტერესოს წავიკითხავთთქო და იმის ნახევარ იმფორმაციასაც ვერ იძლევით რასაც ფლაშსკორზე მხილოდ ანგარიშებით ნახვით რომ ვიგებთ...
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"