საკლუბო ფეხბურთის მთავარი ტურნირი - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ისტორიაში 26-ედ იწყება!

ორი ქართველი ლეგიონერით (საბა კვირკველია და დავით ხოჭოლავა), უამრავი გრანდითა და "რეალის" სუპერამოცანით - "სამეფო კლუბს" ზედიზედ მეოთხედ სურს ლიგის მოგება, ოღონდ უკვე ზინედინ ზიდანისა და კრიშტიანო რონალდოს გარეშე!

პირველივე ტურში ბევრი გამორჩეული დაპირისპირებაა, თუმცა სამშაბათს ერთის გამორჩევა შეიძლება. ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი "ლივერპული" ამ გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტს, "პარი სენ-ჟერმენს" მასპინძლობს.

პრემიერლიგის ბოლო ტურში თვალი დაიზიანა და პარიზელებთან საეჭვოა რობერტო ფირმინოს თამაში. სხვათა შორის, ეს ორი გუნდი აქამდე არასოდეს შეხვედრია ერთმანეთს უეფას ტურნირებზე. "წითლები" "ენფილდზე", საკუთარ ბასტიონზე თამაშობენ - ევროთასებზე 16 მატჩია, რაც "ლივერპულს" შინ არ წაუგია (11 მოგება, 5 ფრე).

იურგენ კლოპი ("ლივერპულის" მწვრთნელი): "ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ისეთი ფანტასტიკური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდის დამარცხებაც კი შეიძლება, როგორიც პსჟ-ია. ჩვენ უმაღლეს დონეზე თამაში გვესაჭიროება, შეტევაშიც და დაცვაშიც ეს ორი რგოლი კარგად უნდა დავაბალანსოთ. ბედნიერი ვარ, რომ მუდამ ისეთ გუნდებში ვმუშაობ, სადაც კარგი ნაზავია გამარჯვებულის მენტალიტეტისა და საფეხბურთო კლასის".

რაც შეეხება საბა კვირკველიას, მოსკოვის "ლოკომოტივი" პირველ მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად "გალათასარაისთან" გამართავს. კვირკველია გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ძირითად შემადგენლობაში მოიაზრება.

ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში შეიცვალა მატჩების დაწყების დრო. კერძოდ კი, შეხვედრები ორ სხვდასხვა დროს დაიწყება. ყოველი ტურის ორი მატჩი 20:55 საათზე დაიწყება, ხოლო დანარჩენები - 23:00 საათზე.

ასე, დღესაც "ბარსელონა"-პსვ-სა და "ინტერი"-"ტოტენჰემის" მატჩები 20:55 საათზე დაიწყება, დანარჩენები კი - 23:00 საათზე.

ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის მატჩებს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" აღარ აჩვენებს. მაყურებელს შეხვედრების ყურება SILK TV-ს არხებზე შეეძლება.

ბარსელონა-პსვ SILK UNIVERSAL

ინტერი-ტოტენჰემი SILK SPORT HD1

ლივერპული-პსჟ SILK UNIVERSAL

მონაკო-ატლეტიკო SILK SPORT HD2

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ფაქტები

ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტჯერ "ბარსელონას", "პორტუს" და "რეალს" უთამაშიათ - 22-22.

მადრიდული კლუბი ლიდერია ჯგუფურ ეტაპზე ქულებითა და გოლებით.

ბომბარდირთა დავაში ორხელისუფლებიანობაა - ლიონელ მესის (ბარსელონა) და კრიშტიანო რონალდოს (იუვენტუსი) 60-60 გოლი აქვთ ჯგუფურ ეტაპზე გატანილი.

ამ სეზონში ლიგის ჯგუფურ ეტაპს სამი დებიუტანტი ჰყავს: "ცრვენა ზვეზდა", "ჰოფენჰაიმი" და "იანგ ბოიზი".

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე კლუბების რიცხვი 140-მდე გაიზარდა.

ინდივიდუალური

ყველაზე მეტი თამაში ლიგის ჯგუფურ ეტაპზე - იკერ კასილიასი (89). მეორე ადგილზეა ჩავი ერნანდესი - 80, კრიშტიანო რონალდო მესამეა და ორ ტურში ის ჩავის დაეწევა - 78.

გოლებში მესამე ადგილზეა ქარიმ ბენზემა (რეალი) - 40 გოლი.

მესის ყველაზე მაღალი საშუალო მაჩვენებელი აქვს მათ შორის, ვინც 10 გოლი მაინც გაიტანა ჯგუფურ ეტაპზე - 0.95 გოლი თამაშში.

ლუის ადრიანომ (ბატე-შახტარი 0:7) ერთ თამაშში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა - 5.

კრიშტიანო რონალდომ ყველაზე მეტი გოლი გაიტანა ერთ სეზონში ჯგუფში - 11, 2015 წლის ჯგუფურ ეტაპზე.

10.96 წამი - ჟონასმა (ვალენსია-ლევერკუზენი) 2011 წლის ნოემბერში გერმანელებს მე-11 წამზე გაუტანა. ეს ჯგუფური ეტაპის ყველაზე სწრაფი გოლია.

ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკი - ბაფეტიმბი გომისი (დინამო ზაგრები-ლიონი 1:7) - 8 წუთში.

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი - სელესტინ ბაბაიარო (ანდერლეხტი) - 1994 წელს ის 16 წლისა და 87 დღის იყო.

ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი - პეტერ ოფორი-კუაიე (ოლიმპიაკოსი) - 1997 წელს როსენბორგს 17 წლისა და 195 დღის ასაკში გაუტანა.

ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი - მარკო ბალოტა (ლაციო) რეალის წინააღმდეგ (2007 წ), 43 წლისა და 253 დღის.

ყველაზე ხანდაზმული გოლის ავტორი - ფრანჩესკო ტოტიმ (რომა) 38 წლისა და 59 დღის ასაკში გაუტანა ცსკა-ს.

საკლუბო

ყველაზე მეტი მონაწილეობა - 23-23: "ბარსელონა", "პორტუ", "რეალი" (ამ სეზონის ჩათვლით); 22-22 - "ბაიერნი" და "მანჩესტერ იუნაიტედი".

ყველაზე მეტი, 285 ქულა - "რეალი".

ყველაზე მეტი გოლი, 321 - "რეალი".

ჯგუფიდან გასვლა, "რეალი" - 22-ჯერ.

აქედან ზედიზედ 21 (1997/98 წლების სეზონიდან).

ყველაზე მეტი პირველი ადგილი ჯგუფში: 19 - "ბარსელონა"

მატჩები

ყველაზე უხვგოლიანი, "დორტმუნდი"-"ლეგია" - 8:4 (12).

ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებული, "ლივერპული"-"ბეშიქთაში" - 8:0.

ყველაზე უხვგოლიანი ფრე, "ჰამბურგი"-"იუვენტუსი" - 4:4.

სამშაბათი. 18 სექტემბერი. B ჯგუფი

ბარსელონა-პსვ 20:55

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო - მესი, ლ. სუარესი, დემბელე

პსვ (4-2-3-1): ზოეტი - ანხელინიო, ვიერგევერი, შვააბი, დუმფრისი - ჰენდრიქსი, როსარიო - ბერგვეინი, პერეირო, ლოსანო - დე იონგი

ინტერი-ტოტენჰემი 20:55

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (4-3-2-1): ჰანდანოვიჩი - დე ვრეი, მირანდა, შკრინიარი, ასამოა - ვესინო, ბროზოვიჩი, კანდრევა - ნაინგოლანი, პერიშიჩი - იკარდი

ტოტენჰემი (4-2-3-1): ვორმი - ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დევისი - ვინკსი, დემბელე - ლუკას მოურა, ერიქსენი, სონი - კინი

A ჯგუფი

ბრიუგე-დორტმუნდი 23:00

სავარაუდო შემადგენლობები

ბრიუგე (3-5-2): ლეტიცა - დენსვილი, პულენი, მიტროვიჩი - გროენეველდი, ვანაკენი, რიტსი, ვორმერი, დიატა - რეზაეი, ვესლი

დორტმუნდი (4-2-3-1): ბურკი - პიშჩეკი, დიალო, აკანჯი, შმელცერი - ვიტსელი, დაჰუდი - ვოლფი, გიოტცე, პულიშიჩი - როისი

მონაკო-ატლეტიკო 23:00

სავარაუდო შემადგენლობები

მონაკო (4-3-3): ბენალიო - სიდიბე, გლიკი, ჟემერსონი, ჰენრიხსი - ბენასერი, აოლუ, ტილემანსი - შადლი, დიოპი, ფალკაო

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, ხიმენესი, ფილიპე ლუიში - კოკე, როდრი, საულ ნიგესი, ლემარი - გრიზმანი, დიეგო კოშტა

C ჯგუფი

ცრ. ზვეზდა-ნაპოლი 23:00

სავარაუდო შემადგენლობები

ცრვენა ზვეზდა (4-2-3-1): ბორიანი - სტოიკოვიჩი, სავიჩი, დეგენეკი, როდიჩი - იოვიჩიჩი, კრსტიჩიჩი - კაფუ, ბენ ნაბუანი, მარინი - ბოაკიე

ნაპოლი (4-3-3): ოსპინა - ჰიუსაი, მაქსიმოვიჩი, კულიბალი, რუი - ალანი, ჰამშიკი, ჟიელინსკი - კალეხონი, მერტენსი, ინსინიე

ლივერპული-პსჟ 23:00

სავარაუდო შემადგენლობები

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, ვან დეიკი, გომესი, რობერტსონი - მილნერი, ჰენდერსონი, კეიტა - შაჩირი, სალაჰი, მანე

პსჟ (4-5-1): არეოლა - მონიე, კიმპემბე, ტიაგო სილვა, ბერნატი - მარკინიოსი, რაბიო, დი მარია, ნეიმარი, მბაპე - კავანი

D ჯგუფი

გალათასარაი-ლოკომოტივი 23:00

სავარაუდო შემადგენლობები

გალათასარაი (4-2-3-1): მუსლერა - მარიანო, სერდარ აზიზი, მაიკონი, ნაგატომო - ნდიაიე, ფერნანდო - როდრიგესი, ემრე აკბაბა, ონიეკურუ - დერდიოკი

ლოკომოტივი (4-5-1): გილერმე - იგნატიევი, კვირკველია, ჩორლუკა, ლისოვი - კრიხოვიაკი, დენისოვი, ალექსეი მირანჩუკი, ანტონ მირანჩუკი, ფერნანდეში - ფარფანი

შალკე-პორტუ 23:00

სავარაუდო შემადგენლობები

შალკე (3-5-2): ფაჰრმანი - ნალდო, ზანე, ნასტასიჩი - კალიჯური, ბენტალები, რუდი, ჰარიტი, ბაბა - ბურგშტალერი, კონოპლიანკა

პორტუ (4-4-2): კასილიასი - მაქსი, ფელიპე, მილიტაუ, ალექს ტელიესი - ერერა, ოლივეირა, ოტავიო, ბრაჰიმი - მარეგა, აბუბაკარი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

111
პსჟ ფორით მოუგებს ან უბრალოდ მოუგებს.
euhh
დდიზლაიქები ნახე?? არ მოგეწონათ??არადა ეს ასე მოხდება რაც დავწერე 99%
euhh
ჰოო გალათასარაი 1 დამავიწყდა :)))
euhh
ტოტენჰემის X2,ბარსა 3,5ნაკლები,ლივერპული(0)1,დორტმუნდი2,ნაპოლი 2,5 ნაკლები,ლიდსი1,დერბი1 ......ეს მოხდება დღეს:)))))

პსჟ_დაანგრევს. კარში ბუფონი. მბაპე, ნეიამრი, კავანი, დიმარია, დანი ალვეში, რაბიო. მაგრამ ისეთი თაამში იქნება, შეიძლება პსჟ ზედ აჯდეს 90 წუთი და 1–0 წააგოს, ან პირიქით მოიგოს. პსჟ უფრო ძლეირია.
გოჩა
ვისაც სილქი არ გვაქვს რა პონტია??? ეს არააა დისკრიმინაცია? გვაიძულებენ სილქის მომხმარებლები გავხდეთ??
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
[VIDEO] აზაროვი სათადარიგო იყო - ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] იეგოიანის საგოლე პასი ჩემპიონთან - "ექსელსიორმა" მარცხი განიცადა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს