ყაზახეთში, "პრეზიდენტის თასზე" მოასპარეზე ვასილ მაისურაძის შეგირდები თურქ თანატოლებთან 1:2 დამარცხდნენ
ყაზახეთის ქალაქ ასტანაში გრძელდება საერთაშორისო ტურნირი - "პრეზიდენტის თასი", სადაც საქართველოს 17-წლამდე ნაკრებიც ასპარეზობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პირველი ტურის მატჩები გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა სომეხი თანატოლები დაამარცხა ანგარიშით - 5:3, გიორგი აბურჯანიას, ნიკა ახვლედიანის, ჭიაბერ ჭეჭელაშვილისა და დავით მაკარაძის დუბლის წყალობით.

ამავე ჯგუფში, დაძაბულ ორთაბრძოლაში უკრაინელებმა 2:1 სძლიეს თურქებს და ქართველებთან ერთად, ჯგუფში გალიდერდნენ.

დღეს, ვასილ მაისურაძის გუნდი თურქ თანატოლებს დაუპირისპირდა. შეხვედრა კვლავ სტადიონ "ასტანა არენაზე", თბილისის დროით დილის 10:00 საათზე დაიწყო.

სამწუხაროდ, ქართველმა ფეხბურთელებმა შეხვედრა მინიმალური უპირატესობით - 1:2 დათმეს. ნაკრები გუნდის მენეჯერის, დავით დათუნაშვილის თქმით, თამაში თანაბარი იყო და პირველი გოლი მეტოქეს, ფაქტიურად "ვაჩუქეთ". თურქებმა ანგარიში 29-ე წუთზე გახსნეს. ამის შემდეგ, ჩვენმა ფეხბურთელებმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა, გადამწყვეტ მომენტებში სიზუსტე ღალატობდათ. მეორე გოლი მეტოქემ 52-ე წუთზე გაგვიტანა. თურქების კარში კი, ერთადერთი საპასუხო ბურთი შეცვლაზე შესულმა ალეკო მზევაშვილმა გაიტანა.

ამ მარცხის გამო, საქართველოს ნაკრების მომდევნო შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ფინალში მოსახვედრად, სხვა შეხვედრების შედეგებსაც, ჩვენთვის არანაკლები დატვირთვა ექნება.

საქართველო U17: ადამია, გაბაძე, გ.გურეშიძე, მელიქიძე, აბურჯანია (კაპ), ჭეჭელაშვილი, ახვლედიანი, კაკაბაძე, როსტიაშვილი, წილოსანი (ნიკურაძე 72), მაკარაძე (მზევაშვილი 63)

გოლი: მზევაშვილი (66)

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეხვედრაში დისკვალიფიცირებული იყო საქართველოს ნაკრების მცველი - ნიკა ჭანტურია. თუმცა, დისკვალიფიკაცია ერთმატჩიანი იყო და 29 აპრილის შეხვედრაში, ჭანტურია მონაწილეობას მიიღებს.

როგორც ყაზახური გამოცემები იუწყებიან, ტურნირის ორგანიზატორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ "პრეზიდენტის თასის" გათამაშებას და მის უმაღლეს დონეზე ჩატარებას, ვინაიდან, ამ ტურნირს განიხილავენ, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოსამზადებელ ეტაპს ყაზახეთის 17-წლამდე ნაკრებისთვის, რომელიც ამ წლის ოქტომბერში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს ითამაშებს.

ტურნირის საპრიზო ფონდი 20 ათასი დოლარია. გამარჯვებული გუნდი 10 ათას მიიღებს; მეორე და მესამე ადგილზე გასულები კი, შესაბამისად - 6 და 4 ათას დოლარს.

29 აპრილს, ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩები გაიმართება. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდება. მატჩი კვლავ დილის 10:00 საათზე დაიწყება.

სფფ-ს პრესსამსახური

[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა