20 სექტემბერს, ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტმა ამირან პაპინაშვილმა (60) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს ვაზარით მოუგო.

შეგახსენებთ, რომ პაპინაშვილმა ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძესთან წააგო. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო დამატებით დროში ოქროს ქულა მშვიდობაძემ მოიპოვა და ფინალში გავიდა.

პაპინაშვილმა მეოთხედფინალში ბრაზილიელ ერიკ ტაკაბტაკეს ვაზარით სძლია. ქართველმა ძიუდოისტმა მერვედფინალში ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის შარშადელი ფინალისტი, აზერბაიჯანელი ორხან საფაროვი 20 წამში იპონით დაამარცხა და მეტოქე სახტად დატოვა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე პაპინაშვილს საფაროვთან უარყოფითი ბალანსი 1:2-ზე ჰქონდა, თუმცა ახლა უკვე თანაბრად არიან.

პირველ შეხვედრაში კი პაპინაშვილმა მალავის წარმომადგენელი ემანუელ ნდავუ ასევე იპონით დაამარცხა, ხოლო შემდეგ ბულგარელ იანისლავ გერჩევს იპონით სძლია.

რაც შეეხება მეორე ქართველ ძიუდოისტს, ლუხუმ ჩხვიმიანმა მსოფლიოს რეიტინგის ლიდერ იაპონელ რიუჯუ ნაგაიამასთან სამი გაფრთხილებით წააგო.

აქამდე ჩხვიმიანმა მეორე წრეში ბულგარელი ვალენტინ ალიპიევი იპონით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თითო დღეს თითო წონითი კატეგორიის შეხვედრები იმართება. დღეს ვაჟებში მხოლოდ 60 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გამოვლენ, ხოლო ქალებში - 48 კგ წონითი კატეგორიის. სამწუხაროდ, საქართველოს ქალებში წარმომადგენელი არ ჰყავს და შესაბამისად, 27 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ვერც გუნდურ პირველობაში გამოვა.

21 სექტემბერს ვაჟა მარგველაშვილი (66) გამოვა. შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი - 16:00 საათიდან. ტურნირის ტრანსლაციის ხილვა "SILK უნივერსალზე" შეგიძლიათ.

სოსო
ფინალში ტაკატომ ვაზარი აუღო მშვიდობაძეს და შემდეგაც ერთი წამი არ შეუჩერებია შეტევა,ამირანმა კი შენარჩუნებაზე იჭიდავა და ვერ შეინარჩუნა.ძალიან ადრე მიიღო მეორე გაფრთხილება და ჩავარდნის უფლება აღარ ჰქონდა.ეს მხოლოდ ამირანის კი არა,ჩვენი საერთო სენია,გავალთ წინ და გადავდივართ შენარჩუნებაზე.დამატებით დროში ამირანი კი არ დაიღალა,ფსიქოლოგიურად ვეღარ გამოვიდა დაკარგული გამარჯვების განცდიდან და საბრძოლოდ ვეღარ მოასწრო განწყობა. ასეა თუ ისე,ვულოცავ ამირანს ბრინჯაოს მედალს,არც ეს არის ცუდი მსოფლიოს ჩემპიონატზე.ოლიმპიადაზე გამოგესწორებინოს ეს შეცდომები ამირან.ერთხელ შენც ხომ უნდა გაისროლო და ოლიმპიადაზე გაისროლე.
aburjga
ხალხო, პაპინაშვილმა წააგო. მეწყინა რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემპიონი ვინ გახდა არ უნდა დაწეროთ?!
soso
gilocav brinjaos kargia tumca am bolos dagvachvies sportsmenebma mini infaqtebs(jer kalatburti..exla aq 1 wami)
პაატა
აი ძალიან გულდასაწყვეტი წაგება იყო მშვიდობაძესთან...სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატავად რასაც ვგრძნობ! მერამდენედ შეიძლება კაცმა ამდენი შრომა ჩაყაროს წყალში?! მთელი ტურნირი მაგრად იჭიდავა, მშვიდობაძესთანაც ყველაფერი სწორად გააკეთა, მაგრამ რასაც ქვია მოგება აჩუქა:( წარმატებები ამირან, მომავალში უფრო მეტი მობილიზება, მართლა აღარ ვიცი ამ ბიჭს ჭიდაობაში სხვა რაღა ვუსურვო:)))
დდდ
რა დასანანი მარცხი იყო ნახევარფინალში 2 წამი რომ გაეძლო ფინალში იყო.დამატებითში ძალა აღარ ეყო სამწუხაროდ.ვულოცავ ბრინჯაოს მედალს
ზიზუ
ულოცავ ამიტანს ბრინჯაოს მოგებას, მსოფლიოზე ბრინჯაო არაა ცუდი შედეგი, ისე ნახევარფინალი რა ცუდად წააგო წამი იყო დარჩენილი ალბათ. რას ვიზავთ ძიუდოში წამში შეიძლება დაკარგო მთელი წლის ნაწვალები
koko
ეტნიკურ რუსტტან რომ წაეგო ეს არ მეწყინებოდა.
levo
ეს კაცი არის "ბრინჯაო" კაცი ხალხო:))) ამის იქით მე ამ კაცის მოგებული არ მახსოვს (თუმცა ვულოცავ რაც მოიგო). ნახევარფინალში როგორც წააგო იმას შეძლება ხო უნდა.... რავიცი რო იკითხო გამოცდილები არიან მაგრამ სად მიაქვთ ეს გამოცდილება ვერ ვხვდები...
გადაწყვეტილია - ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრებს ჩაიბარებს
"არ ვაპირებ ისევ წავაგო, ისევ მე გავნადგურდე და ხალხი მშვიდად იყოს, თავის სკამებს უფრთხილდებოდნენ" - ეთერ ლიპარტელიანი
ლაშა გუჯეჯიანმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია
მსოფლიო ჩემპიონატი სამშობლოში - ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დიდი ბრძოლა ელით!
ლიპარტელიანი ოქროსთვის, ჩხვიმიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - ბაქოს გრანდ-სლემის პირველი დღე
მინსკი 2019. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილი მედლის გარეშე დარჩა
ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოს გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
პაპინაშვილი და მხეიძე მე-3 ადგილისთვის იჭიდავებენ(განახლებადი)
ვაჟა მარგველაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა
ეთერ ლიპარტელიანი ტაშკენტის გრან-სლემის ფინალშია, ჩხვიმიანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ტაშკენტის გრან-სლემი: ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - ჩხვიმიანი მედლის გარეშე დარჩა
მსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია
სარდალაშვილმა ტაშკენტის გრან სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში