20 სექტემბერს, ნიკოლოზ ბასილაშვილმა (31) მეცის საერთაშორისო ტურნირზე ერთეულთა თანრიგში ფრანგ უგო უმბერს (108) სამ სეტში 6:7, 7:6, 6:3 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა.

მატჩი ძალიან დაძაბული იყო და 2:12 საათი გაგრძელდა. ამ გამარჯვებით მან 45 სარეიტინგო ქულა მიიღო.

21 სექტემბერს მეოთხედფინალში ნიკოლოზი ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ იაპონელ კეი ნიშიკორის (12) დაუპირისპირდება. ის ნიშიკორის აქამდე არ შეხვედრია.

ბასილაშვილმა პირველ წრეში ფრანგი კენი დე შეპერი (186) დაამარცხა 6:2, 7:6 (7:0).

მეცის ტურნირის საპრიზო ფონდი 561 345 ევროა.

surebeli
უგებს ნიშიკორის მესამე სეტში ბრეიკი გაუკეთა 3-2 და აწვდის
surebeli
ლაივი დადეთ ვინმემ ნიშიკორისთან დაიწყო უკვე
ქარ
ბოლოს განსაკუთრებით სტრატეგიულად გეგმავს თამაშს, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან ფრთხილობს ყველასთან ამიტომ უწევს ბოლომდე სამივე სეტის გათამაშებახოლმე მერე შემდეგ ეტაპზე ფიზიკა არ ყოფნის, კარგია თამაშის მწვრთნელი რო ყავს მაგრამ აუცილებლად ჭირდება ფიზიკისაც. წარმატებებს ვუსურვებ ნიკას და ძალიან მიხარია მისი გამარჯვებები. მეტიც შეუძლია
ATP 31
სანამ ჟურნალისტიკაში ცენზურა იცოცხლებს , მანამდე არაფერი არ გვეშველება . კრიტიკული კომენტარების არ გამოქცეყნება , თქვენი საიტის პოლიტიკაა ?
მალხაზი
კარგით რა!...ვფიქრობ ნიშიკორისტან მშვენიერი შანსი აქვს!..ნიკა მასზე ძლიერებს შესანიშნავად ეთამაშება...ნადალთანაც კი ჰქონდა შანსი და ეს არასტაბილური ნიშიკორი ვინ ჩემი ფეხებია!..ვუყუროთ და ვისიამოვნოთ!..წინ ნიკააა!!
ATP 31
სპორტში საკუთარი თავის რწმენის გარეშე , ვერაფერს მიაღწევ(არა მარტო სპორტში) . ქართული სპორტის ყველაზე დიდი პრობლემა , მენტალურია , შიში ძლიერი მოწინააღმდეგის . ძალიან ბევრ სახეობაში ეს ხელს უშლის საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში . პირველი მზეზი უნდა ვეძებოთ ბავშვთა მწვრთნელებში , რადგან უმეტესობა თავისი აგრესიითა და ბავშვებთან ურთიერთობის არ ცოდნის გამო , ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს , რისი გამოსწორებაც ფსიქოლოგიური ჩარევის გარეშე წარმოუდგენელია . და ამის შედეგია ის რომ , ვიღებთ სპორცმენებს , რომლებსაც ძლიერი მოწინააღმდეგის წინაშე , მუხლები უკანკალებს . თვითონ ნიკას შემთხვევა , ყველაზე კარგი მაგალითია , ირწმუნა საკუთარი თავის , გააკონტროლა ემოცია და შედეგიც სახეზეა . თუნდაც გუშინდელი მატჩი ავიღოთ , ასეთი გულშემატკივრობის დროს , როცა მაყურებელი მიზანმიმართულად ცდილობს წყობილებიდან გამოგიყვანოს და უგოც ცუდად ათამაშობდა , სრული მობილიზების გარეშე ვერ მოიგებდა , თუმცა პირველ სეტში დაკარგა კონტროლი 4-2 და ტაიბრეიკამდე მიიყვანა საქმე , სადაც პირწმინდად წააგო . ამასაც თუ შეძლებს რომ , წაგებული სეტის მერე უკუბრეიკი გააკეთოს , მართლა ათეულში შევა , მაგრამ ძალან დიდი შრომა უნდა და წარმატებები ნიკას . მე ვფიქრობ 60%-40% ზეა ნიშიკორის სასარგებლოდ , თუმცა მე ნიკას შეუპოვრობის მჯერა .
გიორგი ჯანიკაშვილი
როცა ნიკოლოზ ბასილაშვილის შანსებზე მსჯელობთ-მუდამ უნდა გახსოვდეთ:N1 ჩოგნებს პირველი ასეულისმიღმა მყოფებთან ბევრჯერ წაუგიათ და კვლავაც წააგებენ.აბა გაიხსენეთ-წლევანდელ ამერიკის ღია დიდ სლემზე ვინ გამოთიშა როჯერ ფედერერი?! ნიკა ჯიქურ მიიწევს წინ თამაშის ხარისხითაც და რეიტინგითაც.რატომ ჩათვალეთ ნისიკორი ნიკასთვის დაუმარცხებლად-არ მესმის.ისე მოუგებს-მზე მაღლა იქნება.მთავარია ყოველმხრივ მომზადებული შეხვდეს.მე მტკიცედ მჯერა,რომ მ ო უ გ ე ბ ს.
ზაზა
ქულები და თანხები არ ჯამდება. ყოველი ეტაპის გადალახვისათვის არის განსაზღვრული შესაბამისი თანხა და ქულები.

სამწუხაროდ ნიშიკორისთან შანსი არ აქვს.
მიშა
თანხა ბოლოს რასაც ამბობს ის არის ჯამ ანუ 14000. რაც შეეხება სარეიტინგო ქულებს აქ არაფერი არ მიუღია თავისი ქულები ააქვს დასაცავი ნახევარფინალში თუ ვერ გავიდა პირიქით მოაკლდება ქულები იმიტომ რომ წინა წელს ამ ტურნირზე ნახევარფინალში იყო
ზვიადი
პირველ ნაწილში გიპასუხებ-ამ დროისთვის მიიღო 14000 ევრო და 45 ქულა. მეორე ნაწილი არ ვიცი
დდდ
ვულოცავ ნიკას გამარჯვებას მშვენიერი თამაში იყო,თითქოს კორტი ეპატარავებოდა :) სულ დაძაბული ვიყავი აუტზე არ გადაეშვა,კარგი თამაში შემოატრიალა,ნიშიკორისთან უფრო მაღალ ხარისხს ველოდები და ნაკლებ შეცდომას.მიდი ნიკოლოზ! წარმატებები
გია
ორი რაღაც მაინტერესებს: პირველ ეტაპზე გამარჯვებისთვის მიიღო ვთქვათ 8000 ევრო და 20 სარეიტინგო ქულა, მეორე გამარჯვებისთვის 14000 ევრო და 45 ქულა, ეს ჯამდება და გამოდის 22000 ევრო და 65 ქულა თუ მეორე ეტაპზე გამარჯვებისთვის რასაც იღებს ის რჩება ანუ 14000 ევრო და 45 ქულა? და მეორე; მწვრთნელს რამდენს უხდის, მოჭრილო ხელფასი აქვს თუ რასაც გამოიმუშავებს იმის წილში უზის? :))
BIANKONERI
კარგი თამაში იყო, ორივე ჩოგბურთელის მხრიდან.(სიამოვნებით ვნახავ მიმოხილვას) რასაც ემატობოდა მოწინააღმდეგის მხარდაჭერა დარბაზიდან - თუმცა ძალიან უნდოდათ მაინც ვერ უშველა )) ნიკო ეისებში მომეწონა, აშკარად მომატებული აქ. წარმატებები ნიშიკორისთან! მშვენიერი თამაში იქნება.. აბა შენ იცი ნიკო!
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს