ამ დროისთვის პრემიერლიგაში ორი უდანაკარგო გუნდია - "ლივერპული" და "ჩელსი". ჩვენც მათი ამბებით დავიწყოთ. მერსისაიდელები "საუთჰემპტონს" უმასპინძლებენ, რომელიც ბოლო დროს, პრაქტიკულად, თავიანთ ფარმკლუბად აქციეს.

რა თქმა უნდა, იურგენ კლოპის გუნდი ფავორიტია, მით უმეტეს, იმ ხმაურიანი გამარჯვების შემდეგ, რომელიც გუნდმა "პარი სენ ჟერმენთან" შეხვედრაში მოიპოვა. მასპინძელთა შორის, წესით, ძირითადში დაბრუნდება რობერტო ფირმინო, ვისაც უკვე მოუშუშდა "ტოტენჰემთან" შეხვედრაში ნატკენი თვალი და მეტიც - გამარჯვების გოლიც გაიტანა პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში.

ლონდონურ დერბიში "ჩელსი" ფავორიტის სტატუსით ეწვევა "ვესტ ჰემს". მაურიციო სარის გაწვრთნილი გუნდი სეზონის დაწყების შემდეგ ქვას ქვაზე არ ტოვებს მოწინააღმდეგეებისგან. "ვესტ ჰემი" კი მხოლოდ ბოლო ტურში მოფერიანდა "ევერტონთან" საგარეო გამარჯვების (3:1) შემდეგ.

ნებისმიერ შემთხვევაში, საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს, რადგან გულშემატკივრები ფეხბურთელებს უბრალოდ არ მისცემენ მოწყენის საშუალებას. "ჩელსი" კი სერიოზულად აპირებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას, მიუხედავად იმისა, რომ სარის ეს უფრო რეალურად მომდევნო სეზონში მიაჩნია.

ფილ ჯოუნსი, ნემანია მატიჩი (დისკვალიფიკაცია), მარკოს როხო და ანტონიო ვალენსია - ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც "მანჩესტერ იუნაიტედს" დააკლდებიან "ვულვზთან" შეხვედრაში, ჟოზე მოურინიო კი "მგლების" პორტუგალიურ დიასპორას დაუპირისპირდება. "იუნაიტედი" თითქოს ფორმაში შედის, მისი მეტოქე კი, რომელიც პრემიერლიგაში ამ სეზონიდან დაბრუნდა, ყოჩაღად გამოიყურება - ჯერ მხოლოდ ერთხელ დამარცხდა...

ჩემპიონთა ლიგაში ყველასთვის მოულოდნელად "ლიონთან" დამარცხებული "მანჩესტერ სიტი" ხასიათის გამოკეთებას "კარდიფის" სტუმრად ძლევით ეცდება. "ქალაქელებს" ისევ ვერ დაეხმარება დაშავებული კევინ დე ბრუინი.

ფაქტები

"ფულჰემისა" და "უოტფორდის" ბოლო სამ მატჩში ორივეს არ გაუტანია.

"ბარნლისა" და "ბორნმუთის" უკანასკნელ ექვს შეხვედრაში ორივემ შეძლო მინიმუმ ერთი გოლის გატანა.

"მანჩესტერ სიტი" სულ სამჯერ ეთამაშა "კარდიფს" და 2 მატჩი მოუგო.

"კრისტალ პალასისა" და "ნიუკასლის" ბოლო სამ შეხვედრაში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

"ლივერპულმა" ბოლო ორი თამაში მოუგო "საუთჰემპტონს".

"იუნაიტედმა" უკანასკნელ ორ შეხვედრაში დაჯაბნა "ვულვზი".

"ბრაიტონისა" და "ტოტენჰემის" ბოლო მატჩი ფრედ დასრულდა.

"ვესტ ჰემისა" და "ჩელსის" ბოლო ორ მატჩში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

"არსენალი" უკანასკნელ სამ შეხვედრაში "ევერტონზე" ძლიერი აღმოჩნდა.

პრემიერლიგა. VI ტური

შაბათი, 22 სექტემბერი

ფულჰემი-უოტფორდი 15:30

ბარნლი-ბორნმუთი 18:00

კარდიფი-მანჩესტერ სიტი 18:00

კრ. პალასი-ნიუკასლი 18:00

ლესტერი-ჰადერსფილდი 18:00

ლივერპული-საუთჰემპტონი 18:00

მანჩესტერ იუნ-ვულვზი 18:00

ბრაიტონი-ტოტენჰემი 20:30

კვირა, 23 სექტემბერი

ვესტ ჰემი-ჩელსი 16:30

არსენალი-ევერტონი 19:00

ბომბარდირები: 5 - ედენ აზარი (ჩელსი); 4 - სადიო მანე (ლივერპული), ალექსანდარ მიტროვიჩი (ფულჰემი), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), გლენ მარეი (ბრაიტონი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს