19 სექტემბერს საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალის სხდომა შედგა, რომელმაც ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ფოთის „კოლხეთი 1913“-ის საჩივარი. საფეხბურთო კლუბის მოთხოვნას წარმოადგენდა სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის 3 ივლისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილობა, კერძოდ კლუბი ითხოვდა ფინანსური სანქციის შენარჩუნებას და დაკლებული ქულების აღდგენას.

მოგეხსენებათ, სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით, უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშების საფუძველზე „კოლხეთი 1913“-ის ხუთ მოთამაშეს დაუწესდა 6-თვიანი დისკვალიფიკაცია,და ფულადი ჯარიმა, ხოლო კლუბს დააკლდა 6 ქულა და დაჯარიმდა 10 ათასი ლარით.

ტრიბუნალმა საფეხბურთო კლუბის საქმის განცილვამდე ცოტა ხნით ადრე განიხილა ფეხბურთელების სარჩელი და 4 მათგანთან მიმართებაში დისკვალიფიკაცია პირობითი სასჯელით შეცვალა, ხოლო ფულადი ჯარიმები ძალაში დატოვა. რაც შეეხება ერთ-ერთ ფეხბურთელს - ლაშა გოგონაიას, მასთან მიმართებით ტრიბუნალმა სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა ძალაში.

სპორტული ტრიბუნალის თავმჯდომარემ, ზურაბ ბიწაძემ, არ დააკმაყოფილა პრეტენდენტის საჩივარი, უცვლელი დატოვა კლუბისთვის დაკისრებული სანქციები ჯარიმისა და სატურნირო ცხრილში ქულების დაკლების ნაწილში და ამასთანავე კლუბს დამატებით დაუწესა პირობითი სპორტული სანქცია, დისკვალიფიკაცია 1 წლის ვადით. ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

kolxa
ლაშა გოგონაიას დაუკცევია თურმე კვეკანა ,6-3 ანგარი თბილისის დინამოსთან ესეც გოგონაიას ბრალია,ფოთის გაგდება გინდათ ,სადაც ფეხბურთი უკვართ სადაც გულშემატკივარი დადის საკურებლად ,ამ დაკცეულ კვეკანას არაფერი ეშველება ,ეს არის შერჩევითი სამართალი.
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
ოფიციალურად - "არსენალმა" ბართიშვილთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
"მეცი" აბუაშვილს კონტრაქტს გაუფორმებს
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს