ფოლკერ ფინკემ „კიოლნი“ უკვე ავარჯიშა

გუშინ, „კიოლნის“ დამრიგებელმა ფრანკ შეფერმა თანამდებობა თავისი ნებით დატოვა და გუშინვე, გუნდის მწვრთნელად ფოლკერ ფინკე დაინიშნა - 63 წლის სპეციალისტი, რომელიც „კიოლნის“ სპორტული დირექტორია და სეზონის ბოლომდე მთავარი მწვრთნელის ფუნქციებსაც შეითავსებს. ფოლკერის მიზანი დარჩენილ სამ ტურში „თხების“ მეორე ბუნდესლიგაში გავარდნისგან გადარჩენა იქნება.

ორი კვირის წინ ფინკემ გადაწყვიტა, რომ შეფერი „კიოლნის“ მწვრთნელის თანამდებობას სეზონის დასრულებისთანავე დატოვებდა და კვირას, „ვოლფსბურგთან“ განცდილი მარცხის შემდეგაც გაიმეორა, რომ შეფერის ვადამდე გათავისუფლებას არ აპირებდა, მაგრამ გუშინ შეფერმა პოსტი თავისი ნებით დატოვა და წასვლა იმით ახსნა, რომ მასზე ზეწოლა ზედმეტად დიდი იყო. ფრანკი შეგირდებს გუშინ, დილის 9 საათზე დაემშვიდობა. უნდა აღინიშნოს, რომ შეფერი „კიოლნის“ გულშემატკივრებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, რადგან გუნდში 1982 წლიდან მუშაობდა.

ფაქტია, რომ „კიოლნს“ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ჯერ კიდევ სერიოზულად ემუქრება. „თხებს“ 35 ქულა აქვთ და სარელეგაციო მე-16 ადგილზე მყოფ „ვოლფსბურგს“ მხოლოდ სამი ქულით უსწრებენ. თანაც, „კიოლნს“ დარჩენილ სამ ტურში საკმაოდ რთული კალენდარი აქვს: „ლევერკუზენი“ (შინ), „აინტრახტი“ (სტუმრად) და „შალკე“ (შინ).

gio
ისე ფეხბურთელების ტირილი რა მოდაში შემოვიდა.:)
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს