საქართველოს ნაკრების მორიგ ოფიციალურ მატჩამდე სამი კვირაც არ არის დარჩენილი. 13 ოქტომბერს თბილისში "ჯვაროსნები" ანდორას შეხვდებიან, ხოლო 16 ოქტომბერს ლატვიას ვესტუმრებით.

ბოლო პერიოდში გამოიკვეთა სამი ისეთი ფეხბურთელი, რომელთა ნაკრებში დაბრუნებაც შეიძლება. რა თქმა უნდა, ამ სტატიით არ ვამტკიცებთ, რომ ისინი უპირობოდ უნდა მოხვდნენ შემადგენლობაში, თუმცა ნაკრების თავკაცს, ვლადიმირ ვაისს მათზე ფიქრი და დაკვირვება მართებს.

3. ავთო ებრალიძე - 26 წლის ფეხბურთელი პირველად ნაკრებში თემურ ქეცბაიას დროს გამოჩნდა. მას, ძირითადად, სათადარიგო შემადგენლობაში უწევდა ყოფნა, თუმცა რამდენიმე შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა მოედანზე, მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში, როცა ესპანეთთან 0:2 დავმარცხდით.

ებრალიძემ თავისი კარიერა მთლიანად პორტუგალიას მიუძღვნა. არ ეთაკილებოდა არც მეორე ლიგაში თამაში და ქვეყნიდან არ მიდიოდა. ამჟამად უმაღლეს დივიზიონში "ჩავესის" ღირსებას იცავს. მიმდინარე სეზონში 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და პრაქტიკასაც არ უჩივის.

მისი ძირითადი პოზიცია მარცხენა ფლანგია, თუმცა კლუბში პერიოდულად მარჯვნივაც და ცენტრშიც ათამაშებენ. ნაკრებისთვის უნივერსალური ვინგერის სათადარიგო სკამზე ყოფნა არ იქნებოდა ურიგო გადაწყვეტილება.

2. გია გრიგალავა - არ გვაქვს ფუფუნება, პრაქტიკის მქონე ფლანგის მცველებზე უარი ვთქვათ. უნდა ვაღიაროთ, რომ ის კარგი მცველია, თუმცა მისი მთავარი მინუსი შეტევებში პასიურობაა.

იმ ფონზე, როცა ნაკრებში გიორგი ნავალოვსკის შემცვლელი არ გყავს და საჭიროების შემთხვევაშიც სათადარიგო შემადგენლობაში არავინ იმყოფება, გრიგალავას ნამდვილად ძალუძს მარცხენა ფლანგის გაძლიერება.

29 წლის ქართველი ფეხბურთელი ტულის "არსენალის" მცველია. გუნდში ხშირად ცენტრალურ მცველად თამაშობს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მარცხნივაც გვევლინება და ეს მისთვის უცხო პოზიცია სულაც არ არის.

მიმდინარე სეზონში მან 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სრული სათამაშო პრაქტიკა აქვს, თუ არ ჩავთვლით ტრავმის გამო გამოტოვებულ რამდენიმე შეხვედრას. გრიგალავას საქართველოს ნაკრების 23 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მისი დებიუტი ნაკრებში 2011 წელს, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობის დროს შედგა, როცა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ხორვატიის ნაკრებთან გასვლაზე 1:2 დავმარცხდით.

1. სანდრო კობახიძე - 31 წლის შემტევს, სათამაშო თვალსაზრისით, რაღაც პერიოდი ჩავარდნა ჰქონდა, თუმცა ახლა საკმაოდ მოუმატა და პოლტავის "ვორსკლას" ძირითადი შემადგენლობის წევრია. "ვორსკლა" ადრე უკრაინაში აუტსაიდერი გუნდი იყო. ამჯერად ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემპიონატში და ევროპა ლიგაზეც თამაშობს.

ბევრ ქართველ ფეხბურთელს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ "ემირეითსზე" "არსენალის" წინააღმდეგ ითამაშოს, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ არის გადამწყვეტი ფაქტორი. გადამწყვეტი ისაა, რომ უკრაინის ჩემპიონატში კობახიძეს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს და ამას ევროპა ლიგაც დაემატა. მართალია, კობახიძემ ბოლო შეხვედრაში ტრავმა მიიღო და შესაძლოა, 3 კვირა ვერ ითამაშოს, მაგრამ მომავლისთვის ის კარგი სარეზერვო ვარიანტი იქნება.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის მარჯვენა ფლანგზე კარგად თამაშობს და სანაკრებო თამაშების დროს ნამდვილად გვაკლდა ამ ფლანგზე იდეალურ ფორმაში მყოფი ფეხბურთელი. ამას მისი სანაკრებო გამოცდილებაც ემატება, 35 ჩატარებული შეხვედრა ნაკრებში.

მისი დებიუტი ნაკრებში 2008 წელს, ლატვიასთან ამხანაგურ შეხვედრაში შედგა, როდესაც 1:3 წავაგეთ. მაშინ ნაკრებს კლაუს ტოპმიულერი უძღვებოდა. ლევან მჭედლიძემ 41-ე წუთზე ტრავმა მიიღო და კობახიძე მის ნაცვლად შევიდა მოედანზე.

P.S. მთავარია, ზემოთ ნახსენები ფეხბურთელები ვლადიმირ ვაისის ყურადღების ქვეშ იყვნენ და სლოვაკი სპეციალისტი მათ აკვირდებოდეს. ჩვენს ნაკრებს ხელიდან გასაშვები ფეხბურთელები არ ჰყავს და მათი უყურადღებოდ დატოვება ნაკრებისთვის კარგი არ იქნება.

zaza
27 წლის არის
beqa
საბა ლობჟანიძე აუცილებლად უნდა გამოიძახოს
ზვიადი
26 წლის ებრალიძე თუ ვეტერანია და კობახიძე და გრიგალავა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ყოფილან
s.s.
ვეთანხმები ტოტტის, მაგათი დრო უკვე წავიდა, ათამაშე არაბიძე და ზარანდია, ლომჟანიძეც, ათამაშე ახალგაზრდები და უფრო სანახაობრივი და ეფექტური ინება ნაკრები.
qomagi
ebralidze igrokia, strafi da teknikuri da sxvebtan shedarebit normalur gundshi da ligashi gamodis.namdvilad imsaxurebs nakrebs.
გიორგი
ებრალიძე გრიგალავა კობახიძე - ეს უკვე ვეტერანებია - თუ ამ გზით ვივლით დავუძახოთ ჩივაძეს ცენრალურ მცველად, სულაქველიძეს საყრდენად, გუცაევს გარემარბად და ა.შ. ადმინ, შენ იყო ჩეკისტ-კაგებეშნიკი თუ ესეც დაბლოკო . . .
გიორგი
ადმინ, შე კომუნისტო ცენზორო, ის მაინც თქვი რა ნიშნით ბლოკავ...
Lagashi
გრიგალავამ 24 მატჩი ჩაატარა ნაკრებში და კობახიძემ 35 :)
Giorgi
ბეგლარიშვილი ყველამ ჩამოწერა?
rodemdeee
მჭედლიშვილი საკმაოდ კარგ ფორმაშია.ხორვატიის უმაღლეს დივიზიონში გამოდის და ყველა თამაშს თავიდან ბოლომდე თამაშობს.თან ახალგაზრდაადა დროა უკვე ვაისმა მაიქციოს ყურადღება.თან მხოლოდ კაკაბაძის იმედად ვართ მარჯვენა მცველის პოზიციაზე და მის შემცვლელად საკმაოდ კარგია. და ასევე კონკურენციისთვის
ბასკი
გრიგალავა? ქიმაძეს რატო არავინ ახსენებს საერთოდ? დავიჯერო მე მეჩვენება რო ნიჭიერი და მშრომელი ფეხბურთელია? შეტევაც იცის და დაცვაც, არაფერს თაკილობს სტადიონზე რასაც ვუყურებ, დარბის, იბრძვის, გოლებს იტანს, მგონია რო შანსი უნდა მიეცეს ნაკრებში
Zezva
ნაკრები არის რჩეულებს კრებული და არა პერსპექტიული ბიჭების. ნაკრებში უნდა იყოს ის ვინც კონკრეტულ მომენტში უკეთეს ფორმაშია
ტოტტი
რა ებრალიძე რა გრიგალავა რა კობახიძე ახალგაზრდები უნდა ათამაშოს საბა ლობჟანიძე არაბიძე მიქელთაძე კიტეიშვილი პაპუნაშვილი ზარანდია ესენი კიდე 35წლის ხალხზე საუბრობენ როგორც იქნა უჩა ლობჟანიძე და ლადო დვალიშვილი მოვიშორეთ და აღარ გვინდა მეტი მათნაირი ფეხბურთელი ჩამოწერილები
romandro
grigalava martlac sachiro fexburtrlia...mitumetes roca mag poziciaze problemebi gvaqvs...
ირაკლი
ძალიან დროული სტატია იყო, ვეთანხმები სრულად!
ზეზზვა
ებრალიძის რა გითხრა და გრიგალავა, კობახიძე კი უნდა იყოს
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"ანორთოსისი" ქართველი ფეხბურთელით გაძლიერდა
ჩისკო მუნიოსი "ანორთოსისის" მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს
პროფესორი მოსწავლის წინააღმდეგ - "ქართველებმა ლატვიას მასტერ-კლასი ჩაუტარეს"
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
ბლექჰედების სასახლე, მოტორმუზეუმი, ქუჩის მუსიკოსები, ანუ მეორე დღე რიგაში
მსოფლიოს ჩემპიონატის 12 მონაწილე და ევროპიდან პლეი-ოფში ყველა გასული გაირკვა [VIDEO]
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"პირველივე რეისით ევროპაში მიდიან" - გრიგალავამ ქართველ ტალანტებსა და "კვარაზე" ისაუბრა
ითამაშებს მუდრიკი უნგრეთთან და საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სიტუაცია განმარტა
გია გრიგალავა "ხიმკიში" ჩაირიცხა
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა
ქეცბაია გამარჯვებას ითხოვს - ქართველების დაპირისპირება კვიპროსში
თბილისში გამომგზავრებამდე ყაზახეთმა ასტანაში ლატვია ვერ დაამარცხა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ცნობილი გახდა ანდორისა და საქართველოს ნაკრებების სასტარტო შემადგენლობები
ვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა და საქართველოს ნაკრები ანდორასთან ფრეს დასჯერდა
ვლადიმირ ვაისი: ასეთი გოლი არ უნდა გაგვეშვა - ყველაფერს ჩაკვეტაძე ვერ გააკეთებს
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
დავით ხოჭოლავა: ამით კატასტროფული არაფერი არ მომხდარა
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
ოთარ კაკაბაძე: გავაანალიზებთ შეცდომებს და ვიმუშავებთ გამოსწორებაზე
ჩისკო კვლავ ქართველებთან იმუშავებს - ესპანელმა მწვრთნელმა ახალი გუნდი იპოვნა
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
ყაზახეთის ნაკრებს ისეთი თარჯიმანი ჰყავს, რომ ლატვიელი ფეხბურთელი პრესკონფერენციაზე სიცილით კინაღამ ჩაბჟირდა [VIDEO]
მისი არყოფნა გუნდს ეტყობოდა - კვიპროსული მედია ქართველ შემტევზე
რუსეთის ჩემპიონატში ქართველი მარტო გრიგალავა დარჩა - წავა თუ არა ისიც ამ ქვეყნიდან, რას ამბობს "ხიმკის" მწვრთნელი
მუნდიალი 2022. შესარჩევი: პორტუგალიას გამარჯვება მოპარეს - რონალდომ მოედანი სკანდალურად დატოვა [VIDEO]
ებრალიძემ კვიპროსში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
"თუ საქართველოსთან არ წააგებენ, ძალიან კარგი იქნება" - უკრაინელი მწვრთნელი თანამემამულე ფეხბურთელების მდგომარეობით შეშფოთებულია
10 ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების შეფასება ანდორასთან მატჩში
გია გრიგალავა "არსენალში" დაბრუნდა
"გრიგალავა მას უყვიროდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა" - ქართველი მცველი რუსეთში ინციდენტში გაეხვა
გრიგალავა და ჟირკოვი სეზონის განახლებისთვის ემზადებიან
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]