"პარი სენ-ჟერმენი" კვლავ უდანაკარგოდაა - 6 თამაშიდან 6 მოგება. აღსანიშნავია, რომ "რენთან" გუნდს ბელგიელმა მცველმა მონიემ მოაგებინა, რომელმაც 1:1-ზე წინ გაიყვანა პარიზული კლუბი, შემდეგ კი მანვე საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

"ლიონისა" და "მარსელის" დაპირისპირებაში 6 გოლი, გაძევება და ნამდვილი დრამა ვიხილეთ. ამით "ლიონი" ქულებით გაუთანაბრდა "მარსელს". აი, პსჟ-ის კიდევ ერთი კონკურენტი "მონაკო" კი კრიზისშია.

ფაქტები

"მონაკომ" ამ სეზონში პირველ ტაიმებში პირველი გოლი გაიტანა.

"ლილისთვის" საწყის 6 ტურში 13 ქულა საუკეთესო სტარტია ლიგა 1-ში.

"ლილმა" ლიგა 1-ში ბოლო 5 საშინაო მატჩი ისე მოიგო, თითოში, სულ მცირე, 2 გოლი გაჰქონდა.

"მონპელიემ" შინ 9-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

"მარსელმა" ბოლო 8 ტურში 4 პენალტი გაუშვა.

ბერნარ ტრაორემ (ლიონი) ბოლო 13 თამაშში 12 გოლში მიიღო მონაწილეობა (10 გოლი, 2 პასი).

დიმიტრი პაიემ (მარსელი) ბოლო 14 მატჩში 14 გოლში მიიღო მონაწილეობა (5 გოლი, 9 პასი).

"გენგამი" 2010 წლის მერე პირველი გუნდია, რომელმაც ლიგა 1-ში სტარტზე 6 მატჩი წააგო. მაშინ იყო "არლ-ავინიონი".

პსჟ-ს 6 ტურში 20 გოლი აქვს, თუმცა ეს შარშანდელ მაჩვენებელს 1 გოლით ჩამორჩება.

ანხელ დი მარიამ (პსჟ) ლიგა 1-ში საჯარიმოს გარედან 11 გოლი გაიტანა.

ლიგა 1. VI ტური

მონაკო-ნიმი 1:1

გოლები: 0:1 ბრიანკონი (19), 1:1 ფალკაო (27)

ლილი-ნანტი 2:1

გოლები: 1:0 ჟოზე ფონტე (10), 2:0 იკონე (68), 2:1 კ. კულიბალი (82)

მონპელიე-ნიცა 1:0

გოლი: 1:0 ლაბორდი (35)

სტ. ეტიენი-კაენი 2:1

გოლები: 0:1 ფახრი (31), 1:1 ხაზრი (48-პენ), 2:1 კოლოძეიჩაკი (65)

სტრასბური-ამიენი 3:1

გოლები: 0:1 კრაფტი (45+1), 1:1 ლალა (48), 2:1 კორგნე (66), 3:1 ადენონი (86-საკ. კარში)

რენი-პსჟ 1:3

გოლები: 1:0 რაბიო (11 ს.კ.), 1:1 დი მარია (45), 1:2 მონიე (61), 1:3 ჩუპო-მოტინგი (83)

პსჟ (4-3-3): ბუფონი - მონიე (87. კეჰრერი), მარკინიოსი, კიმპემბე, ბერნატი - ვერატი (78. ჩუპო-მოტინგი), რაბიო, დი მარია - დრაქსლერი, კავანი, ნეიმარი (91. ნკუნკუ)

გენგამი-ბორდო 1:3

გოლები: 0:1 კამანო (53), 1:1 ტურამი (70), 1:2 კარამო (80), 1:3 დე პრევილი (94)

ლიონი-მარსელი 4:2

გოლები: 1:0 აუარი (27), 1:1 ტოვენი (39), 2:1 ბ. ტრაორე (51), 3:1 ბ. ტრაორე (60), 4:1 ფეკირი (74-პენ), 4:2 ნ"ჟიე (82)

გაძევება: კალეტა-კარი (83. მარსელი)

რეიმსი-დიჟონი 0:0

ანჟერი-ტულუზი 0:0

ბომბარდირები: 6 - ფლორიან ტოვენი (მარსელი).

მომდევნო ტური

25 სექტემბერი: მონაკო-ანჟერი, ნანტი-ნიცა, ტულუზი-სენტ ეტიენი

26 სექტემბერი: ამიენი-რენი, ბორდო-ლილი, კაენი-მონპელიე, დიჟონი-ლიონი მარსელი-სტრასბური, ნიმი-გენგამი, პსჟ-რეიმსი

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება