24 სექტემბერს ბათუმის სპორტის სასახლეში 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა.

მოგეხსენებათ, საქართველო მასპინძლის სტატუსით სარგებლობს და უმთავრეს საჭადრაკო ფორუმზე 6 ნაკრებით არის წარდგენილი - ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით 3 ქალთა და 3 ვაჟთა ნაკრები ითამაშებს.

საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები პირველ ტურში სამხრეთ კორეის გუნდს დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა.

პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით, ხოლო მესამეზე ასევე თეთრებით გაიმარჯვა ბელა ხოტენაშვილმა.

შავი ფიგურებით მოთამაშე მერი არაბიძემ მეოთხე დაფაზე იმარჯვა. მეორე დაფაზე ლელა ჯავახიშვილმა, დიდი მცდელობის მიუხედავად, თავისი შეხვედრა დათმო. ვაჟები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ შშმ პირთა ნაკრებს ეთამაშნენ.

ბაადურ ჯობავამ შავი ფიგურებით პირველ დაფაზე ყაიმი ითამაშა, დანარჩენებს კი გამარჯვება არ გასჭირვებიათ. ქალთა მეორე ნაკრებმა დამაჯერებლად, 4:0 აჯობა სამხრეთ აფრიკას. ასეთივე ანგარიშით დაამარცხა მესამე ნაკრებმა სეიშელის კუნძულები.

აღსანიშნავია, რომ ქალთა და ვაჟთა მესამე ნაკრებები 20-წლამდელთა ნაკრების მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული. ახალგაზრდა ქართველი მოჭადრაკეები ოლიმპიადაზე უდიდეს გამოცდილებას იღებენ.

ამრიგად, საჭადრაკო ოლიმპიადის პირველ ტურში საქართველოს ექვსივე ნაკრებმა გაიმარჯვა. ხვალ, 25 სექტემბერს ჩვენს გუნდებს შედარებით ძლიერი მეტოქეები ეყოლებათ და გამარჯვების მოსაპოვებლად მეტი მობილიზება მოუწევთ.

ბათუმი. ახალი სპორტის სასახლე. 23 სექტემბერი-5 ოქტომბერი. საჭადრაკო ოლიმპიადა

I ტური

ქალები

საქართველოს პირველი ნაკრები - სამხრეთი კორეა 3:1

1. ნანა ძაგნიძე - ჩენგჟ ვონგი 1:0

2. ლელა ჯავახიშვილი - როზა ელინულა 0:1

3. ბელა ხოტენაშვილი - საიონ ლი 1:0

4. მერი არაბიძე - იუბინ კიმი 1:0

საქართველოს მეორე ნაკრები - სამხრეთი აფრიკა 4:0

1. ინგა ჭარხალაშვილი - ჯესი ნიკი ფებრუარი 1:0

2. სოფიო გვეტაძე - დენის ბოუჰი 1:0

3. სოფიკო ხუხაშვილი - რებეკა სელკირკი 1:0

4. მირანდა მიქაძე - ჩარლი ვან ჟილი 1:0

საქართველოს მესამე ნაკრები - სეიშელის კუნძულები 4:0

1. ნინო ხომერიკი - ლიზა ადელინე 1:0

2. მარიამ ჯანიაშვილი - რაშელ ჰორეუ 1:0

3. ლილე ქორიძე - დერიკა ფიგარო 1:0

4. თამარ ესაძე - კლადუია ბერნარდეტე კონტორეტი 1:0

ვაჟები

საქართველოს პირველი ნაკრები - შშმპ ნაკრები 3.5:0.5

1. ბაადურ ჯობავა - იეჰუდა გრენფილდი 0.5:0.5

2. მიხეილ მჭედლიშვილი - ვიქტორ ვარეჟკინი 1:0

3. ლევან ფანცულაია - ლუის მარტინი 1:0

4. დავით ჯოჯუა - თომას იანკუნასი 1:0

საქართველოს მეორე ნაკრები - ლიხტენშტეინი 3.5:0.5

1. დავით მაღალაშვილი - რენატო ფრიკი 1:0

2. თორნიკე სანიკიძე - მარსელ მანჰარტი 0.5:0.5

3. ირაკლი ბერაძე - ანდრას გულერი 1:0

4. გიგა ყუფარაძე - დეჟან იელიჩი 1:0

საქართველოს მესამე ნაკრები - მაკაუ 4:0

1. ნოე თუთისანი - მენგ კაი ვონგი 1:0

2. ლუკა ობოლაძე - ჰინ სიკ იონგი 1:0

3. ნიკოლოზ პეტრიაშვილი - კუან ტონგ მაკი 1:0

4. ნიკოლოზ კაჭარავა - ჟოელ ცელისი 1:0

"გუშინდელი ზღაპრული სანახაობის შემდეგ განწყობა, რა თქმა უნდა, დიდებულია, თუმცა ერთია გახსნის ცერემონია და მეორე უშუალოდ სპორტული მხარე. მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრების პირველი დღეა და ხარვეზებსაც ვხედავთ, ყველანი დარწმუნებულნი ვართ, რომ ორ-სამ დღეში ყველაფერი ჩინებულად იქნება. ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი შეუსვენებლად მუშაობს სასურველი შედეგის მისაღწევად, ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც სპორტსმენების გამოსვლაა. იმედია, ჩვენი გუნდები გამარჯვებებით გაგვახარებენ", - განაცხადა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გიორგი გიორგაძემ.

ბათუმში ვაჟთა შორის პირველ ნომრადაა განთესილი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები. ოლიმპიურმა ჩემპიონებმა (ამერიკელებმა ორი წლის წინ ბაქოში მოიგეს საჭადრაკო ოლიმპიადა) ბათუმი 2018-იც შთამბეჭდავად დაიწყეს: ოთხივე დაფაზე სძლიეს 89-ე ნომრად განთესილ პანამელებს.

ასევე 4:0 მოიგო ორი წლის წინანდელი ოლიმპიადის მესამეადგილოსანმა, ბათუმში მეორე ნომრად განთესილმა რუსეთის ნაკრებმა, რომელმაც უგანდა (90-ე) დაამარცხა. წინა ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა უკრაინამ, რომელსაც ამჟამად რეიტინგში მე-6 ადგილი უჭირავს, 3,5:0,5 სძლია ზამბიას.

მეორე ტურში ამერიკელები საქართველოს მესამე ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რუსეთის მეტოქე ირლანდია იქნება, უკრაინელები კი უზბეკების დამარცხებას შეეცდებიან. რაც შეეხება საქართველოს დანარჩენ გუნდებს: პირველი ნაკრების მეტოქე ნორვეგიაა, მეორისა კი - დანია.

ქალთა რეიტინგის ლიდერმა რუსეთის ნაკრებმა საწყის ტურში 3,5:0,5 სძლია კოსტა-რიკას, მეორე ნომრად განთესილი უკრაინის წარმომადგენლებმა კი ოთხივე დაფაზე სძლიეს მონაკოელ მეტოქეებს. ბათუმში მესამე ნომრადაა განთესილი ქალთა შორის მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ჩინეთი, რომელმაც I ტურში ტაჯიკეთს 3,5:0,5 მოუგო.

მეორე ტურში ჩინელთა მეტოქე კოლუმბია იქნება, უკრაინელები თურქმენებს გაეჯიბრებიან, რუსები კი - უზბეკებს.

საქართველოს ქალთა ნაკრებ გუნდებს შემდეგი მეტოქეები ერგოთ: პირველს - ნორვეგია, მეორეს - შვედეთი, მესამეს კი - გერმანია.

მეორე ტურის შეხვედრებიც 15 საათზე დაიწყება.

აჭარის დედაქალაქში 185 ქვეყნის წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი, რაც ამგვარი შეჯიბრებების ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.

მომზადებულია batumi2018.fide.com-ის მიხედვით

ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა
კონფერენს ლიგა. აზაროვი არ ათამაშეს - "შახტარი" "კრისტალ პალასთან" დამარცხდა
ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
15-წლამდე ნაკრები ერევნის განვითარების თასზე მიემგზავრება
სიომინი: ხვიჩა მსოფლიო დონისაა - ყველაფერი შეუძლია
საფრანგეთის ნაკრების მეკარე პსჟ-დან წასვლას აპირებს
"კვარაცხელია გარემარბების ახალი სტანდარტი და მისაბაძი მაგალითია" - ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
ახალი კონტრაქტი კარიუსს - გერმანელი სავარაუდოდ, "შალკეში" დარჩება
შენარჩუნება სურთ - რაშფორდი სავარაუდოდ, "ბარსელონაში" დარჩება
"ფილოსოფიას არ შევცვლით" - დემბელე მიუნხენში გამარჯვებისთვის მიდის
რეკორდები - პსჟ-ისა და "ბაიერნის" გუშინდელი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევა
კიდევ ერთი რუსი პსჟ-ში? - პარიზული გუნდის წარმომადგენელი შესაძლოა, მოსკოვში ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად ჩავიდეს
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
"ხვიჩა ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია" - ზეედორფი კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებულია
პრესტიანისა და ვინისიუსის საქმის შედეგი - FIFA 2026 წლის მუნდიალზე ორ ახალ წესს ამატებს
39 წლის უგო ლორისს დეშამი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს