26 სექტემბერს გურამ თუშიშვილი (+100) ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

თუშიშვილმა მეოთხედფინალში ჰოლანდიელი როი მეიერი დამატებით დროში იპონით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ძირითად დროში მსაჯებმა თუშიშვილის ვაზარი გააუქმეს, ხოლო დამატებით დროში ქართველის ვაზარი კვლავ გააუქმეს, საბოლოოდ კი თუშიშვილმა იპონით გაიმარჯვა.

ნახევარფინალში ქართველი სპორტსმენი მონღოლ დურენბაიარ ულზიბაიარს შეხვდება.

ფინალური ბლოკი 16:00 საათიდან დაიწყება. პირდაპირი ტრანსლაცია SILK უნივერსალზე იქნება.

შეგახსენებთ, რომ აქამდე თუშიშვილმა უკრაინელი იაკივ ხამო და რუმინელი დანიელ ნატეა იპონით დაამარცხა.

semi
ელემენტარულ ძიუდოსი ვინც ერკვევით არცერთი არ იტყვით რომ მსაჯმა დაგვჩაგრა, ბოლომდე არ მიყავდა არცერთი გდება შუასი ხელს უშვებდა მეტოქეს და კონტრილეთის უფლებას აძლევდა. პირველ გდებას დააკვირდით რატო გაუშვა ხელები როცა მეტოქე მჭიდროდ იჭერს? ნუ იპონი იყო 100 % მაგრამიჭიდავე მეგობარო მსაჯების ყურება გამარჯვებას არ მოგიტანს.
qar
არ ვერკვევი იმ დონეზე ძიუდოში, რომ ვამტკიცო იყო ან არი იყო ილეთითქო, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ, რომ ვინმეს ასეთი ილეთი გაეკეთებინა უეჭველი ვიცი ჩაუთვილდნენ უყოყმანოდ და მეიერს ბოლოს კიდე იმედი რო ქონდა არ ჩაუთვლიანო და ბოჭვა დაიწყო იმაზე მწარედ გამეცინა, მაგრამ მანამდე უკრაინელთან რო ვაზარად ჩაუთვალეს პირველი გდება ეგეც არ მომეწონა. მთავარია გურამი არაა ისეთი კალიბრის მოჭიდავე ამან რიტმიდან ამოაგდოს ან ყურები ჩამოაყრევინოს, დარწმუნებული ვარ ბოლომდე მიაწვება დარჩენილ შეხვედრებში და ჩემპიონობით გაგვვახარებს დღეს.
სილქი
მითუმეტეს სილქის კომენტატორების ფონზე, გუშინ ვინც უყურა ლიპოს ჭიდაობას მონღოლთან, კომენტატორები სულ ცდილობდნენ ლიპოს მიღწევის, ანუ ნახევარფინალში გასვლის ასე ვთქვათ არდაკნინებას, ანუ იძახეს, რომ ლიპოს მართალია კენჭისყრაში გაუმართლა, მაგრამ ამითი მისი მიღწევა სულაც არ კნინდება და ა.შ. ამ დროს ის მონღოლი იყო უძლიერესი მოჭიდავე, რაც რა თქმა უნდა ვერ შენიშნეს ჩვენმა გენიოსა კომენტატორებმა, "სადღაც შეიძლება გაუმართლა ლიპოს, რომ ასეთ ბადეში მოხვდა" ისე მორჩა ჭიდაობა, რომ არ გაჩერებულან, სულ ერთიდაიგივეს იმეორებდნენ, ამ დროს მართლა უძლიერესი იყო ის მონღოლი, რაც დაამტკიცა კიდეც ბრინჯაოსთვის ბრძოლაში, უბრალოდ ლიპომ გამოცდილების ხარჯზე მოუგო და ამისათვის ქებადიდება მას, ასე რომ გაგვაცანით პოტენციური მოწინააღმდეგები, თორემ სილქის კომემტატორებს, რბილად რომ ვთქვათ, თავი არ უსკდებათ ძიუდოს ცოდნით, სადღაც რვა წუთს გაგრძელდა ჭიდაობა და ვერ მიხვდნენ რა ძლიერი მოჭიდავე დაამარცხა ლიპომ?!
Gigilo
Martali xar gigilo, cota meti info daseret xalxno gezarebat wera?? Tqveni saqme egaa... :)
fraternity
ეს მსაჯი კაკრაზ არაფერ შუაშია. ორივეჯერ მისცა ვაზარი და ორივეჯერ ვიდეო რეფერიმ გააუქმა. პირველი ნამდვილად ვზარი იყო. აი მეორეში კი ვეთანხმები, გასაუქმებელი იყო.
ნიკ
ჭიდაობა მაიერის პირველ ილეთამდე
პაატა
ყოჩაღ გურამ! მაგრად მეშინოდა ფიზიკურად არ ეჯობნა მეიერს. რაც შეეხება ორ გაუქმაბულ ქულას, ერთი ნაღდად არ იყო ქულის მომტანი გდება და მეორე 50/50-ზე. ხო გავგიჟდებოდით ასეთი გდება მეიერს რომ გაეკეთებინა და ვაზარით შეეფასებინათ?! მაგრამ მესამე გაფრთხილება მისაცემი ქონდა უეჭველი! ნაღდი იყო იპონი და თუშიმ დამსახურებულად გაიმარჯვა!!! ეს მონღოლიც უნდა გავიაროთ, გურამ გენაცვალე მაგარაჯ ბიჭი ხარ!!!
gigilo
ან ის დაწერეთ მეორე ნახევარფინალში ვინ გავიდა და ვინ გავარდა ან რად წარმოადგენს შემდეგი მოწინააღმდეგე. მარტო შედეგს რო წერთ ქართველზე, აიღეთ და შედეგების ლინკი დადეთ ბარემ და ჩვენ თვითონ ვნახავთ ხოლმე. მსოფლიოს ჩემპიონატია ძიუდოში თუ ჭ ლიგის თამაში ბალახის ჰოკეიში
samtredski
თემო რაშია მსაჯები მართლები გაოგნებული რო იდგა ის მსაჯი ეს უვიცი ვინ გამონახა საერთოდ ? რაც შეეხება თუშოს მაგარი შანსი აქ და უნდა გამოიყენოს ფიზიკური დატვირთვა რო უნდა ძიუდოს ეს მანაც კარგად იცის ამიტომ ბოლომდე გურამ.
სოსო
სილქ უნივერსალზე.
თემო
ახლა რომ ვნახე დავრწმუნდი რომ მსაჯები მართლები არიან.დაანებეთ თავი დაჩაგრულის მდგომარეობაში ყოფნას.ვიდეო გამეორება იქვე მოწმდება.
tngh
ძალიან ცუდად მენიშნა ეს მსაჯობა!!!
ლაივი არ იქნება?
"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, სულამანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEOS] სულამანიძის ოქრო და თუშიშვილის ბრინჯაო - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი დღე მსოფლიო ჩემპიონატზე