პლეი ოფის მერვედფინალური სერიის მეხუთე მატჩში "ორლანდომ" "ჰოქსი" თავისსავე მოედანზე 101:76 დაამარცხა
სერიაში 3:1 დაწინაურების შემდეგ "ატლანტა ჰოქსის" ქომაგს იმედი ჰქონდა, რომ სერია მეხუთე მატჩში დასრულდებოდა, მით უმეტეს, რომ ჯორჯიელებს "ორლანდო" მისსავე მოედანზე მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში დამარცხებული ჰყავდა.

...მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა - "ორლანდომ" პირველივე ტაიმში ისეთი "მახე" დააგო, ვერც ერთმა "ქორმა" თავი ვერ დააღწია. თუ წინა მატჩებში "ჯადოქრებს" სამქულიანი ტყორცნები სათანადოდ არ გამოსდიოდათ, ამჯერად სწორედ პერიმეტრიდან გადაწყვიტეს მატჩის ბედი.

ყველაფერი პირველ პერიოდში დაიწყო: მეექვსე წუთზე ჯოშ სმიტთან ორთაბრძოლისას მეორე ფოლი მიიღო "ორლანდოს" იმედმა დუაით ჰოვარდმა და მწვრთნელი იძულებული გახდა იგი შეეცვალა. როგორც იტყვიან, "ორლანდოს" შარი ხეირად ექცა - ერთ წუთში მოედანზე რედიკი გამოვიდა, თამაშის ტემპმა იმატა და "ატლანტას" ნახევარზე "ტორნადო გამძვინვარდა": ჯორჯიელთა რიგებში ვერ მოიძებნა რედიკის შემჩერებელი, რომელმაც ერთმანეთის მიყოლებით 11 ქულა ჩააგდო და პირველი პერიოდი "ორლანდოს" ორმაგი სხვაობით, 26:13 მოაგებინა.

მეორე პერიოდის საწყის სამ წუთში მასპინძლებმა სამი სამქულიანი ჩააგდეს და 36:17. ამის შემდეგ "ატლანტას" მწვრთნელმა ლარი დრიუმ შემადგენლობა არაერთხელ გადააჯგუფა, მაგრამ "ორლანდოს" დაცვის გასარღვევი ხერხი მაინც ვერ მოძებნა. ჯორჯიელთა მწვრთნელი სირენამდე 7 წუთით ადრე მიხვდა, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო და ძირითადი ხუთეულის კალათბურთელები ისეთი სათადარიგოებით შეცვალა, რომლებსაც პლეი ოფში თამაში თითქმის არ უწევდათ. მათ შორის არ იყო ზაზა ფაჩულია, რომელიც "ორლანდოსთან" ორთაბრძოლებში "ატლანტას" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა.

მან ორლანდოში 20 წუთი ითამაშა და ბურთის ყოველი მიღებისას გულშემატკივრების ბუუ ისმოდა. ამას ლოგიკური ახსნა აქვს: სერიის მესამე მატჩში აგრესორ რიჩარდსონს თავი ჩაარტყა და დისკვალიფიკაციის გამო ორივემ მეოთხე შეხვედრა გამოტოვა. ზაზას და კოლინზის ვიზავიმ, დუაით ჰოვარდმა (რომელიც წლევანდელი პლეი ოფების ბომბარდირია) 8 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა.

"ორლანდომ" სტუმრებს რეალიზებულ სამქულიანებში საგრძნობლად აჯობა - 11:4, შეცდომებში კი აბსოლუტური საპლეიოფო რეკორდი დაამყარა - ყველაზე ცოტა, 6 შეცდომა დაუშვა.

- წაგების მიუხედავად კარგ სიტუაციაში ვართ. მომდევნო მატჩი ატლანტაში გველის და ადგილობრივი პუბლიკის მხარდაჭერით წარმატების შანსი გვაქვს. მეტოქეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევუტიოთ, - ამ სიტყვებით დატოვა "ატლანტას" მწვრთნელმა ლარი დრიუმ ორლანდო. ჯორჯიელთა ბომბარდირმა ჯოშ სმიტმა (22 ქულა) ბრძნულად დაასკვნა: "ჩვენი ბედი ჩვენს ხელთაა".

სერიაში (ოთხ მოგებამდეა) წინ "ჰოქსია" - 3:2. მეექვსე მატჩი "პეპსი არენაზე" 28 აპრილს გაიმართება.

ორლანდო-ატლანტა 101:76

ზაზა ფაჩულია: 20:01 წუთი, 4 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 1 მოხსნა, 2 პასი, 2 ფოლი, 1 შეცდომა

ქრონოლოგია

I პერიოდი

04:36 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

04:16 ფოლი: 1

01:25 საჯარიმოები: 2/2 (2ქ, 11:21)

00:29 შეცდომა: 1

II პერიოდი

10:17 კოლინზმა ზაზა შეცვალა

07:59 ზაზამ კოლინზი შეცვალა

04:24 პასი: 1 (ჯონსონი 3ქ, 26:46)

01:47 ორქულიანი: 4ქ (32:52)

01:32 მოხსნა: შეტ-0, დაც-1

III პერიოდი

04:16 ზაზამ ჰაინრიხი შეცვალა

03:55 პასი: 2 (სმიტი 2ქ, 47:73)

00:24 ფოლი: 2

IV პერიოდი

10:33 ჯონსონმა ზაზამ შეცვალა

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...