ცნობილმა ბიზნესგამოცემა FORBES-მა ყველაზე გავლენიანი სპორტული აგენტების სია გამოაქვეყნა.

როგორც აღმოჩნდა, 50-მა ყველაზე გავლენიანმა აგენტმა 26 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებების გაფორმებაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც პირადად მათ 1.2 მილიარდი დოლარი ერგოთ.

ბოლო ექვსი წელია პირველობას არავის უთმობს ბეისბოლის აგენტი სკოტ ბორასი, რომელმაც 1.88 მილიარდი დოლარის ხელშეკრულებები გააფორმა, რითაც საკუთარი სალარო 105 მილიონი დოლარით შეავსო.

მეორე ადგილზე საფეხბურთო აგენტი ჟორჟ მენდეშია, რომელმაც ერთი მილიარდი ღირებულების მოლაპარაკებები დაასრულა წარმატებით, რითაც 100 მილიონი დოლარი იშოვა. ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო აგენტი მონაწილეობას იღებდა კრიშტიანო რონალდოს "იუვენტუსში" ტრანსფერში. იგი ასევე ისეთი ფეხბურთელების აგენტიცაა, როგორებიცაა ხამეს როდრიგესი, ანხელ დი მარია და ბერნანდო სილვა.

მესამე ადგილზე ასევე საფეხბურთო აგენტი ჯონათან ბარნეტი იმყოფება. მისი კლიენტების რიგებს ავსებენ გარეთ ბეილი, ჯესი ლინგარდი, ჯორდან პიკფორდი და სხვები.

მეოთხე ადგილზე საკალათბურთო აგენტი ჯეფ შვარცია. ის NBA-ს კალათბურთელებს ემსახურება. მისი კლიენტების რიგებში არიან ანდრე დრამონდი, ბლეიქ გრიფინი, კევინ ლავი, ნიკოლა ჯოკიჩი, ჰარისონ ბარნსი.

მეხუთე პოზიციაზე ყველაზე ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლაა. იგი მომსახურებას პოლ პოგბას, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, მარკო ვერატის, ჰენრიხ მხითარიანს და სხვა ვარსკვლავებს უწევს. მათ შორის, მის კლიენტთა რიცხვშია ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი ვატო არველაძე.

მეექვსე პოზიციაზე ბეისბოლის აგენტი კესი ქლოუსია. მან გასულ წელს მილიარდზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა.

მეშვიდე პოზიციაზე ასევე ბეისბოლის აგენტები, ძმები სემ და სეტ ლევინსონები არიან.

მერვე პოზიციას გერმანელი აგენტი ვოლკერ შტრუცი იკავებს, რომელიც საფეხბურთო სააგენტო SportsTotal-ს ფლობს. ის ისეთ ფეხბურთელებს ემსახურება, როგორებიცაა: ტონი კროოსი, მარკო როისი, ბენედიქტ ჰიოვედესი და სხვები.

მეცხრე პოზიციაზეა პეტ ბრაისონი, რომელიც ჰოკეიში მოღვაწეობს. მისმა შემოსავალმა გასულ წელს 50 მილიონი დოლარი შეადგინა.

მეათე პოზიციაზე კი ტოდ ფრენსია. იგი ამერიკულ ფეხბურთში მოღვაწეობს.

თანამედროვე სპორტში აგენტები დიდ როლს თამაშობენ. შესაბამისად, სპორტში მბრუნავი ფულის საკმაოდ დიდი ნაწილიც მათ ჯიბეებში მიდის.

მომზადებულია FORBES.COM-ის მიხედვით

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
WU17 | საქართველო 3:1 ჩრდილოეთ მაკედონია
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე