სნუკერი. მსოფლიოს ჩემპიონატი
მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა. გუშინდელი დღის მთავარი მოვლენა რონი ო'სალივანისა და შონ მერფის მატჩის დასასრული იყო, მაგრამ იმ საღამოს ნამდვილი მშვენება გახდა მატჩი სტიუარტ ბინემსა და დინ ჯუნჰუს შორის.

საინტერესოა, რომ არც ინგლისელსა და არც ჩინელს ადრე მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში არ უთამაშიათ, რაც დამატებით ელფერს მატებდა მათ ორთაბრძოლას. უფრო მეტიც, ბინემი გამარჯვების შემთხვევაში მომავალი სეზონისთვის TOP16-ში ინაღდებდა ადგილს.

მაგრამ ინგლისელმა შანსი ხელიდან გაუშვა. არადა, ის პირველივე ფრეიმიდან დაწინაურდა, დიდი უპირატესობა ჰქონდა და ბოლო სესიის მსვლელობისას 12:9-ს იგებდა (მერვედფინალში მატჩი 13 ფრეიმის მოგებამდე გრძელდება). თანაც სტიუარტმა ერთხელ ასიანი ბრეიკიც გააკეთა.

ჯუნჰუს ადგილზე სხვა უბრალოდ დანებდებოდა, მაგრამ ჩინელმა ოსტატმა ბოლომდე იბრძოლა. "დრაკონმა" ზედიზედ ოთხი ფრეიმი აიღო, რომელთაგანაც ერთ-ერთში 114-ქულიანი "სენჩური-ბრეიკი" გააკეთა. ბოლო პარტიაში აზიელმა გაუძლო ბინემის შეტევას და პირველად გააღწია მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში.

რაც შეეხება ო'სალივანისა და მერფის შეხვედრას, იქ თითქოს ყველაფერი მარტივად უნდა დასრულებულიყო. ო'სალივანმა 12:8 წაიყვანა ანგარიში და ერთი ფრეიმის მოგება სჭირდებოდა. მომდევნო პარტიაში რონს მარტივი ბურთი ჰქონდა ჩასაგდები, რაც მას ფრეიმბოლს მოუტანდა, მაგრამ ის ფრეიმი საშინლად მოთამაშე მერფიმ მოიგო, შემდეგ კიდევ ერთი დაუმატა და ცოტა დააკლდა ზედიზედ მესამე პარტიის მოგებამდე. მაგრამ, საბოლოოდ, ო'სალივანმა თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა.

მეოთხედფინალში რონი ჯონ ჰიგინსს შეხვდება, რომელმაც ძალიან რთული მატჩი მოუგო რორი მაკლაუდს. ამ უკანასკნელთან დაპირისპირება ყოველთვის დამღლელია. ასე იყო ამჯერადაც. არავის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ჰიგინსი გაივლიდა აფრიკულ-კარიბული წარმოშობის ინგლისელს, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ რვასაათიანმა ბრძოლამ ჰიგინსი ძალიან დაღალა. ერთ-ერთმა ექსპერტმა ჰიგინსისა და მაკლაუდის მატჩს სნუკერში ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შეხვედრა უწოდა.

მარკ სელბიმ კი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა წინა დღეს დაწყებული საქმე. მესამე სესია მხოლოდ ერთი ფრეიმისგან შედგებოდა, რომელიც სელბიმ სტივენ ჰენდრის მოუგო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 13:4.

გუშინ საღამოს მეოთხედფინალური ეტაპი უნდა დაწყებულიყო. ამ ეტაპზე რვა საუკეთესო ასე დაწყვილდა:

ტრამპი (ინგ)-დოტი (შოტ, 9)

ჯუნჰუ (ჩინ, 5)-სელბი (ინგ, 4)

უილიამსი (უელ, 3)-ალენი (ჩრ. ირლ, 11)

ო'სალივანი (ინგ, 10)-ჰიგინსი (შოტ, 2)

ისევე როგორც მერვედფინალში, ამ ეტაპზეც მატჩის მოსაგებად 13 ფრეიმის აღება იქნება საჭირო.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა