დღეისათვის საკლუბო ფეხბურთში ამაზე ძლიერი დერბი არ არსებობს - ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამი გათამაშების გამარჯვებული "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ევროპალიგისა და უეფას სუპერთასის მომგებ "ატლეტიკოს" მასპინძლობს.

"სამეფო კლუბის" ანდალუსიური ფიასკოს შემდეგ "როხიბლანკო" "ბლანკოს" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

"რეალს" ყველაზე მეტად "სანჩეს პისხუანზე" უჭირს, ეს ოთხშაბათის მატჩმაც დაადასტურა, მაგრამ ხულიენ ლოპეტეგი კრიტიკის ქარცეცხლს ვეღარ აიცილებს, თუკი მისთვის სადებიუტო დერბის წააგებს ამ საქმეში ჭიპმოჭრილ დიეგო სიმეონესთან. "სევილიასთან" 0:3 მარცხი მართლაც შემაშფოთებელი სიგნალია - ბოლო 26 მატჩში პირველად "რეალმა" გოლის გატანა ვერ შეძლო.

ლოპეტეგის არ ეყოლება ისკო, რომელმაც ბრმა ნაწლავის ოპერაცია გაიკეთა და კლასიკომდე მისი გამოჯანმრთელება არ იგეგმება. საეჭვოა მარსელოსა და დანი კარვახალის თამაში. არადა, "სევილიასთან" თამაშმაც აჩვენა, რომ დაცვის ფლანგებზე "რეალი" მოისუსტებს - იგივე მარსელო "სევილიასთან" ანტიგმირი იყო. სიმეონეს არ ეყოლება კოლუმბიელი მარჯვენა მცველი არიასი და ურუგვაელი ცენტრალური მცველი ხიმენესი. თანაც, საეჭვოა კიდევ ერთი მცველის, ჩერნოგორიელი სავიჩის თამაშიც.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, ნაჩო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ბეილი, ბენზემა, ასენსიო

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში - საულ ნიგესი, როდრი, კოკე, ლემარი - დიეგო კოშტა, გრიზმანი

არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანი თამაში გველის "კამპ ნოუზე", სადაც ჩემპიონი "ბარსელონა" ბილბაოს "ატლეტიკს" მასპინძლობს. "ბარსას" უბრუნდება დისკვალიფიკაციამოხდილი ლონგლე, მაგრამ ალბათ, ვალვერდე ისევ უმტიტისა და პიკეს წყვილს დატოვებს. შუა კვირისგან განსხვავებით სასტარტოს დაუბრუნდებიან ჟორდი ალბა და ლუის სუარესი. სტუმრებს მხოლოდ ლეკუე ჰყავთ ტრავმირებული, მარკელ სუსაეტამ კი დისკვალიფიკაცია მოიხადა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - კოუტინიო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი - მესი, ლ. სუარესი, დემბელე

ბილბაო (4-3-3): სიმონი - დე მარკოსი, ალვარესი, მარტინესი, იური - ბენიატი, რაულ გარსია, დანი გარსია - სუსაეტა, ვილიამსი, მუნიაინი

ფაქტები

რაც ტურნირს ლა ლიგა ეწოდა, ეს 63-ე მადრიდული დერბია. "რეალმა" აქედან 34 თამაში მოიგო და 109 გოლი გაიტანა, "ატლეტიკომ" კი 11 შეხვედრა მოიგო და 63 გოლი გაიტანა.

"რეალისა" და "ატლეტიკოს" ბოლო სამი დერბი (მხოლოდ ლა ლიგაში) ფრედ დასრულდა - 1:1, 0:0 და 1:1.

ბოლო ხუთი თამაშია, რაც ლა ლიგაში "ატლეტიკოს" "სანტიაგო ბერნაბეუზე" არ წაუგია (3 მოგება, 2 ფრე).

როგორც წესი, ამ გუნდების დაპირისპირებაში გოლი ყოველთვის გადის - ბოლო 6 თამაშიდან 4-ში ეს ორივე გუნდმა მოახერხა.

"ბარსელონას" ლა ლიგაში "კამპ ნოუზე" 39 თამაშია, რაც არ წაუგია.

ბოლო 37 დაპირისპირებაში "ბილბაომ" "ბარსას" მხოლოდ სამჯერ მოუგო (ყველა შეჯიბრება).

ბოლო სამი დაპირისპირებაა, რაც "ბარსას" "ბილბაოსგან" გოლი არ გაუშვია.

VII ტური

პარასკევი, 28 სექტემბერი

რ. ვალეკანო-ესპანიოლი 2:2

გოლები: 1:0 რაულ დე ტომას (6), 1:1 ბორხა იგლესიასი (19), 1:2 ესტებან გრანერო (45+1), 2:2 გაელ კაკუტო (47)

შაბათი, 29 სექტემბერი

სოსიედადი-ვალენსია 15:00

ბარსელონა-ბილბაო 18:15

ეიბარი-სევილია 20:30

რეალი-ატლეტიკო 22:45

კვირა, 30 სექტემბერი

უესკა-ჟირონა 14:00

ვილიარეალი-ვალიადოლ. 18:15

ლევანტე-ალავესი 20:30

ბეტისი-ლეგანესი 22:45

ორშაბათი, 1 ოქტომბერი

სელტა-ხეტაფე 23:00

ბომბარდირები: 6 - ანდრე სილვა (სევილია); 5 - ლიონელ მესი (ბარსელონა), იაგო ასპასი (სელტა), კრისტიან სტუანი (ჟირონა).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Mateus
უმტიტი ტრავმირებულია :)
912
მიდი ატლეტიკო ავადმყოფი ლოგინშივე უნდა....
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"