მოსკოვის "ლოკომოტივის" საიტმა ქართველ მცველთან საბა კვირკველიასთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომლის ამონარიდსაც გთავაზობთ.

- კრიტიკაზე როგორი რეაქცია გაქვს?

- ნორმალური. ხანდახან სასარგებლოცაა. არ მინდა, სულ ის მითხრან, რომ კარგად ვთამაშობ. როდესაც მაკრიტიკებენ, უფრო ბევრს ვმუშაობ. ეს მარტო ფეხბურთში კი არა, არამედ ცხოვრებაშიც.

- ჩემპიონთა ლიგა "რუბინთან" და "ლოკომოტივთან" ერთად სხვადასხვა რამაა?

- რა თქმ უნდა. "რუბინთან" ერთად მხოლოდ საკვალიფიკაციო ტურნირზე ვითამაშე. კიევის "დინამო" დავამარცხეთ, რომელსაც მაშინ სიომინი წვრთნიდა. გასვლაზე 2:0 ვძლიეთ, სახლში 2:1. შემდეგი რაუნდი კი "ლიონთან" წავაგეთ.

ჩემპიონთა ლიგა საკლუბო ფეხბურთის მთავარი მწვერვალია. ამაზე მაგარი არაფერი არაა. თუ ამ ტურნირზე მოხვდი, ე.ი. კარგ გუნდში თამაშობ.

- როგორი ემოციები დაგეუფლა, როდესაც სტამბულში ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი აჟღერდა?

- კინაღამ ვიტირე. ეს უბრალოდ კაიფია, ოცნება! ახდენილი ოცნება. ახლა კი სხვა ოცნება მაქვს - ჯგუფიდან გასვლა.

- საქმეები კარგად ვერ მიგდით.

- ჯერ არაფერი არ დასრულებულა. ჩვენს გუნდზე ბევრ ცუდს ლაპარაკობენ. თუმცა, შარშანაც ასე იყო. მაშინ სეზონის სტარტისას ვთქვი:"მინდა, "ლოკომოტივთან" ერთად გავხდე ჩემპიონი". არავის არ სჯეროდა. მოვიგეთ ოქროს მედლები და დავამტკიცეთ, რომ გამარჯვება შეგვიძლია.

რა თქმა უნდა, გვიჭირს. ყველა განიცდის, ფიქრობენ როგორ გამოასწორონ სიტუაცია. სწორედ ახლა უნდა იყვნენ გუნდი და გულშემატკივრები ერთიანნი. ერთად ჩვენ აუცილებლად გავართმევთ თავს სირთულეებს.

- რომელმა თავდამსხმელმა შეგიქმნა ყველაზე მეტი პრობლემა?

- დიეგო კოშტამ. ძალიან ძლიერია. მაგარია.

- ბეილი ისე საშიში არაა?

- მე საერთოდ, არავისი არ მეშინია. ვთამაშობ, რათა შევეჯიბრო ასეთ ფორვარდებს. თუ ფეხბურთელს რამის შიში აქვს, სჯობს მოედანზე არ გავიდეს. რაც უფრო ძლიერია მეტოქე, მომავალში უფრო თვითდაჯერებელი გახდები. ამიტომ ჩემპიონთა ლიგაზე ყველა ოცნებობს ბეილთან, რონალდოსთან და სხვებთან თამაშს.

- უკანასკნელ ხანს ორჯერ დაგასახელეს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად. ახლა საქართველოში ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი ხარ?

- ჩემზე უფრო პოპულარულებიც არიან. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც ხალხი მცნობს. საქართველოში უყვართ ფეხბურთი. ჩვენმა ნაკრებმა ორი მატჩი მოიგო და ხალხი ბედნიერია. ლატვიასთან მატჩზე 50 ათასი ადამიანი მოვიდა! ჩემი კიდევ ერთი ოცნება საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპირველობაზე გასვლაა. ჩვენ გვესმის, ერთა ლიგა ჩვენი საუკეთესო შანსია და ახლა ძალიან ძლიერი გუნდი გყავს.

- საქართველოში ფეხბურთი უფრო პოპულარულია თუ რაგბი?

- ამაზე ჯერ კიდევ კამათობენ. ძლიერი კალათბურთის ნაკრებიც გვყავს. რაგბი სპორტის ძალიან პოპულარული სახეობაა. ჩვენი ეროვნული გუნდი მსოფლიოს საუკეთესო ექვსეულშია. მე კი მხოლოდ ფეხბურთი მხიბლავს, ექვსი წლიდან.

- ყველამ იცის, რომ ანეკდოტების მეფე ხარ. მოგვიყევი ბოლო ანეკდოტი.

- ბავშვი ოთხი წლის გახდა და ვერ ლაპარაკობს. წაიყვანეს ჯადოქართან და ის ეუბნება:"საშიში არაფერია, მალე დაიწყებს ლაპარაკს, მაგრამ პირველ სამ სახელს ვისასაც დაასახელებს, გარდაიცვლებიან". დაბრუნდნენ სახლში. ელოდებიან. ბავშვმა ლაპარაკი დაიწყო. პირველი სიტყვა: ბებია. სამი საათის შემდეგ ბებია მოკვდა. რამდენიმე დღის შემდეგ თქვა: ბაბუა და სამი საათის მერე ბაბუა მოკვდა. და ბოლოს, ამბობს: მამა. მამა მაშინვე სავარძელზე დაჯდა და ელოდება, როდის გარდაიცვლება. ამ დროს მეუღლე შერბის ოთახში და ეუბნება:"ადექი, რას ზიხარ? მეზობელი მოკვდა". და მამამ შვებით ამოისუნთქა...

- ზაფხულში მედიასაშუალებები "ლესტერში" გაგზავნიდნენ. იყო ასეთი საუბარი?

- ხმები იყო, მაგრამ კონკრეტული არაფერი. თუ "ლოკოს" დავტოვებ, მხოლოდ ღირსეულ გუნდში გადავალ. დიდი პატივისცემის მიუხედავად, მაგალითად, "ლევანტეში" გადასვლას აზრი არა აქვს.

"ლოკომოტივი" ყოველთვის თამაშობს ევროტუნირებზე, ახლა რუსეთის ჩემპიონატი ძალიან კარგია. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ სტადიონები სავსეა, სხვა ატმოსფეროა. კლუბთან კონტრაქტი 3 წლის მერე მიმთავრდება, მე კი 26 წლის ვარ. სიომინი ამბობს, რომ ცენტრალური მცველი 28 წლის ასაკში იწყებს თამაშს. მე კი 26 წლის ვარ. სანამ აქ ვარ, "ლოკოსთვის" ყველაფერს გავაკეთებ.

გიორგი.
საქართველოს ორგზის საუკეთესო ფეხბურთელი, რომ იტყვის, ძალიან ძლიერი ნაკრები გვყავსო, იქ ფეხბურთი დამთავრებულია.
Zviad
გამაგიჟებ საბა რა, პრიმერას უკანასკნელ გუნდში ყოფნა თუ არ ჯობდეს რუსეთის საუკეთესო გუნდს, ჭანტურიას შეცდომას ნუ გაიმეორებ სევილია-ვალენსიები ეპატიჟებოდნენ ეხლაც ესპანეთში აგორებდა ბურთს თან ბარსას სამიზნეში იქნებოდა სულ, არაო ჩელსი სულ სხვა დონეაო და აღმოჩნდა რუსული სპეცსამსახურის საცეცებში - ვითომ ჩელსიში მიყავდათ და ვიტესში გამოუშვეს, ვიტესიდან კი ნელ-ნელა მაინც ჩაათრიეს რუსეთში ეხლა ღმერთმა გაუმარჯოს მარა წესით ესპანეთში უნდა იყოს!!!
status quo
ძლიერი ნაკრები არა ხახვი.
კახა ქირია
აი "ლევანტეში"გაქაჩავდა ეს ანეგდოტი...
ზოია
ეს ინტერვიუ ჩაწერილია მაშინ, როცა ეს ანეგდოტი არც არსებობდა, წლებია გასული და ეხლა რა თქმა უნდა მოძველდა, ამისთვის ნუ დავძრახავთ კაცს.

როგორც ეტყობათ ლოკოში მაგრად უჭირთ იუმორში.ამ ანეგდოტით თუ ეს საუკეთესოა კლუბში :-) როგორც მცველი უფრო მაგარი ხარ აშკარად:-) წარმატებები.ოცნება უნდა ასრულდეს.ევროპა გველოდება.
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
მოსტოვოი: პსჟ-მ ბატრაკოვს ხელი დაუქნია - რუსეთში შეუძლია მეტი გამოიმუშაოს
ბარკოლა არსად მიდის, ბატრაკოვი გამოირიცხა - პსჟ-ის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი გეგმები აქვს
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
პსჟ-ში არშემდგარი ტრანსფერის შემდეგ ბატრაკოვი "გალათასარაიში" გადაბარგდება
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ბატრაკოვს უკვე პსჟ-ს მაისური აქვს - რუსი კომენტატორი მის პერსპექტივას პესიმისტურად უყურებს