ჰოკეი. NHL. პლეი ოფი. 1/8 ფინალი

სტენლის თასის გათამაშებას ახალი ჩემპიონი ეყოლება. "ჩიკაგოს" სასწაულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა - 0:3-დან სერიის გათანაბრების შემდეგ "ბლეკჰოქსმა" ვანკუვერში ოვერტაიმში წააგო მეშვიდე მატჩი.

აღმოსავლეთი

ფილადელფია-ბაფალო 5:2

1:0, 2:0, 2:2

გოლები: 1:0 ქობურნი-1 (ბრიერი-1), 2:0 ბრიერი-6 (მ. რიჩარდსი-5, ჟირუ-7), 3:0 ვან რიმსდიკი-4 (ჟირუ-8, პრონგერი-1), 4:0 ლეინო-3 (მ. კარლი-4), 4:1 მიერსი-1 (სტეფორდი-2, ჰეხტი-1), 5:1 კარჩილო-2 (ვერსტიგი-5, ტიმონენი-3), 5:2 ბოიესი-1 (როი-1, მიერსი-5).

სერია: 4-3

მეორე მეოთხედფინალისტი გაირკვა აღმოსავლეთში - "ფილადელფიამ" სერიის მეშვიდე მატჩში 5:2 დაამარცხა "ბაფალო" და ისტორიაში მეოცედ გავიდა პლეი ოფის მეორე ეტაპზე. 2005-06 და 2008-09 წლების სეზონებში ამ გუნდმა ვერ შეძლო პირველი რაუნდის გავლა, 2006-07 წლების სეზონში კი საერთოდ ვერ მოხვდა პლეი ოფში.

მიმდინარე გათამაშებაში "ფლაიერზის" ლიდერები არიან კლოდ ჟირუ (გოლი და 8 შედეგიანი პასი), დანიელ ბრიერი (6+1) და მცველი ანდრეი მეზაროში (1+4). მეკარეებს შორის მეტოქეთა დარტყმების მოგერიების საუკეთესო პროცენტი აქვს ბრაიან ბუშეს - 93.5. მაგრამ მეკარე ამ გუნდში მაინც ყველაზე სუსტი რგოლია. "ფილადელფიას" მწვრთნელმა პიტერ ლავიოლეტმა სასტარტო მეკარედ უკვე სამი გოლკიპერი გამოიყენა - სერგეი ბობროვსკი, ბრაიან ბუშე და მაიკლ ლეიტონი. ასეთი რამ კლუბის ისტორიაში არ მომხდარა.

ამ მატჩში "ბაფალოს" შემადგენლობაში ვიხილეთ ფორვარდი დერეკ როი, რომელმაც ბარძაყის ტრავმის გამო ოთხი თვე გამოტოვა. არადა, ამ დაზიანებამდე როის 35 მატჩში 35 ქულა ჰქონდა. დერეკის დაბრუნებამ "სეიბრზს" ვერ უშველა. მატჩის პირველი ვარსკვლავი კი "ფლაიერზის" თავდამსხმელი დენი ბრიერი გახდა, რომელმაც გოლი და შედეგიანი პასი მიითვალა.

მონრეალი-ბოსტონი 2:1

1:0, 1:1, 0:0

გოლები: 1:0 კამალერი-3 (სუბანი-2, პლეკანეცი-2), 1:1 საიდენბერგი-1 (კელი-3, პევერლი-3), 2:1 ჯონტა-3 (გომესი-4, კამალერი-6).

სერია: 3-3

ამ სერიაში, ისევე როგორც "პიტსბურგისა" და "ტამპა ბეის" დაპირისპირებაში ყველაფერს მეშვიდე შეხვედრა გადაწყვეტს. როგორც მოსალოდნელი იყო, "მონრეალსა" და "ბოსტონს" შორის დიდი ბრძოლა გაჩაღდა მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე. გულშემატკივარმა ამ მატჩისგან დიდი სიამოვნება მიიღო. ერთადერთი მინუსი იყო მილან ლუჩიჩის მოქმედება, რომელმაც იაროსლავ შპაჩეკს კინაღამ მძიმე ტრავმა მიაყენა. ჩეხი მცველი პარტნიორების დახმარებით გავიდა მოედნიდან.

"კანადიენსმა" "დათვები" ხშირი გაძევებების გამო დასაჯა. მაიკ კამალერისა (1+1) და ბრაიან ჯონტას მონდომებით მასპინძელმა ორჯერ გამოიყენა ორკაციანი უპირატესობა. ამ ეპიზოდებში სერიის ერთ-ერთი გმირი ტიმ ტომასიც უძლური იყო. სტუმრებმა ამ გოლებს შორის ერთხელ გამოიჩინა თავი - გოლი გაიტანა დენის ზაიდენბერგმა, მაგრამ "ბოსტონს" მეტის გაკეთების საშუალება "მონრეალის" დაცვამ და მეკარე კორი პრაისმა არ მისცეს.

დასავლეთი

ვანკუვერი-ჩიკაგო 2:1 (ო)

1:0, 0:0, 0:1, 1:0

გოლები: 1:0 ბაროუზი-2 (კესლერი-4, რეიმონდი-3), 1:1 ტეუვზი-1 (მარიან ჰოსა-4, სიბრუკი-1), 2:1 ბაროუზი-3.

სერია: 4-3

ყველაზე დიდ ინტერესს, რა თქმა უნდა, "ვანკუვერისა" და "ჩიკაგოს" მეშვიდე მატჩი იწვევდა. სერიაში 3:0 დაწინაურების შემდეგ რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა ზედიზედ სამი მატჩი წააგო და ფსიქოლოგიური უპირატესობა "ჩიკაგოს" მხარეს გადავიდა. სხვათა შორის, "ბლეკჰქოსი" მეშვიდე გუნდი გახდა ისტორიაში, რომელმაც ასეთი ჩამორჩენის შემდეგ შეძლო სერიაში ანგარიშის გათანაბრება. თუმცა წინა ექვსი შემთხვევიდან მხოლოდ სამმა გუნდმა შეძლო საბოლოო გამარჯვების მოპოვება.

ვერც "ჩიკაგომ" შეძლო მსგავსი გმირობის ჩადენა და სტენლის თასის მფლობელი პირველი წრიდან გამოეთიშა ბრძოლას. არადა, ამერიკელებს სულ მცირედი დააკლდათ სასწაულის მოხდენამდე. "ვანკუვერის" რიგებში ჩააგდეს თამაში ძმებმა სედინებმა - ისინი საერთოდ არ ჩანდნენ მოედანზე. სამაგიეროდ, ბრწყინავდა "ჩიკაგოს" ლიდერი ჯონათან ტეუვზი. სხვა თუ არაფერი, მან რიცხობრივ უმცირესობაში შეძლო ანგარიშის გათანაბრება.

თუმცა ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო მასპინძელთა ფორვარდი ალექსანდრ ბაროუზი (2+0). მსაჯების მიერ დანიშნული ბულიტი ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, ოვერტაიმში გატანილი შაიბა აღმოჩნდა ტრიუმფალური.

მეოთხედფინალში "კენაქსი" "კერკეტ კაკალ" "ნეშვილს" შეხვდება, რომელმაც "ანაჰაიმი" გამოთიშა ბრძოლას. თითქოს ფავორიტი აშკარაა, მაგრამ "მტაცებლებისგან" ყველანაირი სიუპრიზია მოსალოდნელი.

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"