"ბაიერნს" კრიზისის ნიშნები აქვს - გერმანიის ჩემპიონმა სეზონში პირველი მატჩი წააგო - ბუნდესლიგის მეექვსე ტურის პირველ მატჩში ნიკო კოვაჩის გუნდი ბერლინის "ჰერტასთან" დამარცხდა - 0:2...

...პირველი გოლის ავტორი ფორვარდი ვედად იბიშევიჩი გახდა, რომელმაც 23-ე წუთზე პენალტი გამოიყენა. შესვენებამდე ნახევარმცველმა ონდრჟეი დუდამ გაზარდა "ჰერტას" უპირატესობა. ეს ამ ფეხბურთელის მეხუთე გოლია ჩემპიონატში და ის ლიდერობს ბომბარდირთა დავას.

აღსანიშნავია, რომ "ბაიერნმა" ზედიზედ მეორე მატჩში დაკარგა ქულები. წინა ტურში მან საკუთარ მოედანზე ვერ მოუგო "აუგსბურგს".

Video

28.09.18. ჰერტა - ბაიერნი 2:0

"ბაიერნის" პარასკევის წაგებამ შანსი მისცა "დორტმუნდს" - პირველ ადგილზე გადასულიყო, მაგრამ ამ ამოცანის შესრულება ძალიან რთული აღმოჩნდა. "ლევერკუზენი" უკვე გამოვიდა კრიზისიდან და ეს მატჩიც კარგად დაიწყო: ვაიზერმა შორეული ლამაზი დარტყმით გახსნა ანგარიში, ტას გოლის შემდეგ კი ისე ჩანდა, რომ "ბაიერი" ზედიზედ მესამე მატჩს მოიგებდა. მით უმეტეს, რომ "დორტმუნდს" თავის ისტორიაში არასოდეს მოუგია პირველ ტაიმში 0:2-ის შემდეგ გასვლითი მატჩი.

სტუმრებს პირველ ტაიმში არ უმართლებდათ. არადა, ბევრით არ ჩამორჩებოდნენ მეტოქეს. სამაგიეროდ, მეორე ნახევარში "დორტმუნდის" თამაში ეფექტურიც იყო და შედეგიანიც. თან, გაამართლა ლუსიენ ფავრის შეცვლებმა. ნორჩ სანჩოს 22 წუთი ეყო იმისთვის, რომ ორი საგოლე პასი შეესრულებინა.

განსაკუთრებულად ეფექტური იყო მისი და როისის კომბინაცია. გადამწყვეტი კი აღმოჩნდა პაკო ალკასერის გამოსვლა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

Video

29.09.18. ლევერკუზენი - დორტმუნდი 2:4

საინტერესო იყო ევროთასებზე მონაწილე გუნდების მატჩი, თუნდაც იმიტომ, რომ ამ სეზონის შემდეგ იულიან ნაგელსმანი დატოვებს "ჰოფენჰაიმს" და სათავეში ჩაუდგება "ლაიპციგს". ბუნებრივია, ამ გუნდის ფეხბურთელები ცდილობდნენ, შთაბეჭდილება მოეხდინათ მომავალ დამრიგებელზე. ყველაზე კარგად ეს გამოუვიდა პოულსენს - მან არა მხოლოდ დუბლი შეასრულა, არამედ ძელსაც გაარტყა ბურთი.

როგორც იქნა, გაიხარა "შალკემ". დომენიკო ტედესკოს გუნდმა სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. გადამწყვეტი გოლი გაიტანა შიოპფმა, ხოლო "შალკეს" მეკარე ფერმანმა ბუნდესლიგაში 50-ე "მშრალი" მატჩი ჩაატარა.

ფაქტები

ბოლო 15 მატჩში "ჰერტამ" პირველად მოუგო "ბაიერნს".

"ჰერტა" ოთხი მატჩია არ მარცხდება ჩემპიონთან.

"ბაიერნს" 16 დარტყმა ჰქონდა მეორე ტაიმში, რაც სეზონის რეკორდია.

"ჰერტა" არ აგებს (+12=4), როცა იბიშევიჩი ხსნის ანგარიშს.

"ლაიპციგი" ხუთი ტურია არ აგებს.

"შალკემ" პირველი ქულები მოიპოვა ამ სეზონში და პირველად ლიდერობდა მატჩში.

პისარომ ბუნდესლიგაში 450-ე მატჩი ჩაატარა.

"გლადბახი" ზედიზედ 12 მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.

ტორგან აზარს ზედიზედ სამი მატჩია გოლი გააქვს.

ბოლოჯერ "დორტმუნდმა" 0:2-დან მატჩი 2014 წლის მარტში, "შტუტგარტთან" სტუმრად მოიგო.

პაკო ალკასერს ბუნდესლიგაში 50 წუთი აქვს ნათამაშები და ამ დროში სამი გოლი გაიტანა.

როისს ოთხი გოლი და სამი საგოლე პასი აქვს. "გოლი+პასი" სისტემით ის ბუნდესლიგის ლიდერია.

"ჰანოვერი" სტუმრად 16 მატჩია ვერ იგებს. ის ერთადერთი გუნდია ამ სეზონში, რომელსაც მატჩი არ მოუგია.

ფინბოგასონი "აუგსბურგის" ყველა დროის ბომბარდირი გახდა 25 გოლით.

ფინბოგასონმა პირველი გოლი გაიტანა აპრილის შემდეგ, კაიუბიმ - იანვრის შემდეგ.

ბუნდესლიგა. VI ტური

ჰერტა-ბაიერნი 2:0

გოლები: 1:0 იბიშევიჩი (23-პენ), 2:0 დუდა (44)

ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - ლაზარო, შტარკი, რეკიკი, მიტელშტადტი - მაიერი, სკიელბრედი - კალუ (71. ლეკი), დუდა, დილროსუნი (90+1. იასტრჟემბსკი) - იბიშევიჩი (53. ზელკე).

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - კიმიხი, ბოატენგი, ზიულე, ალაბა - ტიაგო ალკანტარა, სანჩესი (79. გნაბრი) - რობენი (52. მიულერი), ხამეს როდრიგესი (73. ვაგნერი), რიბერი - ლევანდოვსკი.

ნიურნბერგი-ფორტუნა 3:0

გოლები: 1:0 ბერენსი (28-პენ), 2:0 იშაკი (64), 3:0 პალასიოსი (78)

ჰოფენჰაიმი-ლაიპციგი 1:2

გოლები: 0:1 პოულსენი (53), 0:2 პოულსენი (73), 1:2 კრამარიჩი (90+3-პენ)

ჰოფენჰაიმი (3-4-3): ბაუმანი - პოში, ჰოოგმა, აკპოგუმა - კადერჟაბეკი, ბიტენკურტი (57. დემირბაი), გრილიტში (62. გრიფო), შულცი - კრამარიჩი, შალაი (69. ჟოელინტონი), ბელფოდილი.

ლაიპციგი (4-2-2-2): გულაში - ლემერი (68. მუკიელე), კონატე, უპამეკანო, სარაკი - ილსანკერი, დემე - კამპლი, ზაბიტცერი - ვერნერი (68. ოგუსტენი), პოულსენი (81. კუნია).

შალკე-მაინცი 1:0

გოლი: 1:0 შიოპფი (11)

შალკე (4-2-3-1): ფერმანი - კალიჯური, სანე, ნასტასიჩი, მენდილი - სერდარი (84. მასკარელი), ბენტალები - შიოპფი (61. მაკენი), ჰარითი (70. უტი), კონოპლიანკა - ბურგშტალერი.

შტუტგარტი-ვერდერი 2:1

გოლები: 1:0 დონისი (19), 1:1 ცილერი (68-საკ. კარში), 2:1 კასტრო (75)

ვოლფსბურგი-გლადბახი 2:2

გოლები: 0:1 პლეა (7), 1:1 შტეფენი (12), 1:2 აზარი (48), 2:2 ვეგჰორსტი (59)

გლადბახი (4-3-3): ზომერი - ელვედი, ლანგი (74. იანტჩშკე), გინტერი, ვენდტი - ზაკარია, კრამერი, ნოიჰაუსი (73. კუისანსი) - აზარი, პლეა (82. ტრაორე), ჰერმანი.

ლევერკუზენი-დორტმუნდი 2:4

გოლები: 1:0 ვაიზერი (9), 2:0 ტა (39), 2:1 ბრუუნ ლარსენი (65), 2:2 როისი (69), 3:2 პაკო ალკასერი (85), 4:2 პაკო ალკასერი (90+4)

ლევერკუზენი (4-2-3-1): ჰრადეცკი - ვაიზერი (70. იედვაი), ტა, ს. ბენდერი, ვენდელი - ლ. ბენდერი, კორი - ბრანდტი (79. პაულინიო), ჰაფერცი, ფოლანდი - ალარიო (70. ბეილი).

დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - ჰაკიმი, აკანჯი, დიალო, ზაგადუ - დილეინი (46. დაუდი), ვიტსელი - პულიშიჩი (68. სანჩო), როისი, ბრუუნ ლარსენი - ფილიპი (63. პაკო ალკასერი).

აინტრახტი-ჰანოვერი 4:1

გოლები: 1:0 ნდიკა (36), 2:0 რებიჩი (45+1), 3:0 დე გუსმანი (59), 3:1 მუსლია (86), 4:1 იოვიჩი (89)

აუგსბურგი-ფრაიბურგი 4:1

გოლები: 1:0 კაიუბი (19), 2:0 ფინბოგასონი (34), 2:1 შმიდი (49-საკ. კარში), 3:1 ფინბოგასონი (68-პენ), 4:1 ფინბოგასონი (83)

ბომბარდირები: 5 - ანჯეი დუდა (ჰერტა); 4 - ალასან პლეა (გლადბახი), ვედად იბიშევიჩი (ჰერტა), მარკო როისი (დორტმუნდი).

მომდევნო ტური

5 ოქტომბერი: ვერდერი-ვოლფსბურგი

6 ოქტომბერი: დორტმუნდი-აუგსბურგი, ჰანოვერი-შტუტგარტი, მაინცი-ჰერტა, ფორტუნა-შალკე, ბაიერნი-გლადბახი

7 ოქტომბერი: ფრაიბურგი-ლევერკუზენი, ჰოფენჰაიმი-აინტრახტი, ლაიპციგი-ნიურნბერგი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამაგალითო სოლიდარობა: "ჰერტას" ახალგაზრდულმა გუნმა თამაში რასიზმის გამო შეწყვიტა
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
"ჰერტამ" ჯაკას სანაცვლოდ "არსენალს" კარგი თანხა შესთავაზა, ლონდონელები 5 მილიონით მეტს ითხოვენ
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
კშიშტოპ პიონტეკი "ჰერტაში" გადადის - ის უკვე ბერლინშია
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
"ჰერტა" სუპერკლუბობას ლამობს - ჯაკას, გიოტცეს და დრაქსლერის შეძენას შეეცდება
ადეიემი "დორტმუნდიდან" "ბარსელონაში" გადავიდა
ოფიციალურად: იურგენ კლინსმანი ბუნდესლიგას დაუბრუნდა
Kicker: ნიკო კოვაჩი მომავალი სეზონიდან კვლავ ბუნდესლიგაში იმუშავებს
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა