პატარა "ბორჯღალოსნებმა" სამი ლელო, ძირითადად შერკინების ხარჯზე დადეს
საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა, რომელიც მაის-ივნისში თბილისში გასამართი მსოფლიო თასის "ალაფისთვის" ემზადება, 27 აპრილს ვაკეში, "მიხეილ მესხის" ცენტრალურ სტადიონზე საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა გამართა. პაატა ნარიმანაშვილის გუნდი საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონის, "კლერმონის" 20-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდა და 36:22 დაამარცხა.

შეხვედრა, რომელიც საინტერესო და დაძაბული გამოვიდა მთლიანობაში ქართველთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა. პატარა "ბორჯღალოსნებმა" სამი ლელო, ძირითადად შერკინების ხარჯზე დადეს და საჯარიმოები და გარდასახვებიც კარგად გამოიყენეს. ჭინჭარაულმა კი ლამაზი არეკნი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო თასის "ალაფაზე" B ჯგუფში იაპონიის, კანადისა და ზიმბაბვეს გუნდების წინააღმდეგ ითამაშებს. ტურნირის პირველი შეხვედრები 24 მაისს გაიმართება, ფინალური შეხვედრები კი 5 ივნისსაა დანიშნული.

პაატა ნარიმანაშვილი:" შეხვედრის მთავარი მიზანი ბიჭების ფიზიკური კონდიციების შემოწმება იყო და როგორც ნახეთ ცუდათ არ ვართ მომზადებული, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. მეორე მხრივ, ამ ეტაპზე მორაგბეები როგორ ფორმაშიც უნდა იყვნენ ისეთში არიან.

ოფიციალურ მატჩებამდე დარჩენილი ერთი თვე კი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ის ხარვეზები, რომელიც გვაქვს აღმოვფხვრათ. მეტოქეებზე ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა ვიცით, როგორი სტილით თამაშობენ. ჩვენი კოზირი ძირითადად ძალისმიერი თამაშია და ვეცდებით, ჩვენი დადებითი მხარეები ბოლომდე გამოვიყენოთ."

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები

ზურა ჟვანია (აია), ზურა ერისთავი (აია), მერაბ მატკავა (აია), ირაკლი ჩომახიშვილი (არმაზი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი, საფრანგეთი), ზაზა ნავროზაშვილი (არმია), გიორგი ჟღენტი (არმია), სანდრო ქოიავა (ლელო), ბაჩო კოლელიშვილი (ლელო), კოტე მიქაუტაძე (ტულონი, საფრანგეთი), ბექა ხიპაშვილი (ლელო), ხვიჩა ბუჯიაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ნიკა ჩხიკვაძე (აკადემია), ბექა ბიწაძე (არმია), გიორგი ტყეშელიაძე (ყოჩები), საბა ბერაძე (ხულიგანა), გიორგი ჭყოიძე (ლელო), ლევან თხელიძე (აია), რეზი ჟღენტი (არმაზი), ჯიმი ღამბაშიძე (ლელო), რამაზ ჯინაშვილი (არმია), გიორგი მისრიაშვილი (არმაზი), სანდრო მინდიაშვილი (ხულიგანა), გოდერძი ჭინჭარაული (ლელო), ლუკა კვარაცხელია (ყოჩები), ვანო გაბროშვილი (არმაზი), ზურა ძნელაძე (აია), გიორგი მარგიანი (აკადემია), რატი გარუჩავა (ყოჩები), დავით ლოსაბერიძე (?), გიგა გაგოშვილი (ლოკომოტივი), გიორგი აბრამიძე (აია), ლევან გოგოლაშვილი (აკადემია), უჩა მჭედლიშვილი (ლელო), ბახვა კობახიძე (არმია).

მთავარი მწვრთნელი: პაატა ნარიმანაშვილი

27 აპრილი. ლოკომოტივის სტადიონი. ამხანაგური შეხვედრა

20-წლამდელთა ნაკრები 36:22 "კლერმონი"

ლელო: ჩხეიძე, ნავროზაშვილი, ჩომახიძე

საჯარიმო: კობახიძე (2), მჭედლიშვილი (2)

გარდასახვა: მჭედლიშვილი (2), კობახიძე (1)

არეკნი: ჭინჭარაული

msy.gov.ge

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"