"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველის თქმით, "ბარსელონასთან" მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მოურინიოს გამოსვლამ მასზე ენერგეტიკული სასმელივით იმოქმედა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა რიო ფერდინანდმა თავის მიკრობლოგზე დაწერა, რომ მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს შეუძლია პრესკონფერენციებზე თავის გამოსვლებში ფული აიღოს.

ფერდინანდმა ეს ჩანაწერი "ბარსელონასთან" (0:2) ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩისშემდგომი პრესკონფერენციის შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა გააკეთა.

ფერდინანდმა თქვა, რომ პრესკონფერენციაზე მოურინიოს გამოსვლამ მასზე ენერგეტიკული სასმელივით იმოქმედა.

მოურინიომ "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ მთავარი არბიტრი ვოლფგანგ შტარკი გააკრიტიკა, რომელმაც 61-ე წუთზე მოედნიდან მადრიდელთა მოთამაშე პეპე გააძევა. "რეალის" მწვრთნელმა გაანცხადა, რომ უეფა კატალონიელებს ეხმარება და მის მეტოქეებს გამარჯვების შანსს არ უტოვებს. მოურინიომ დასძინა, რომ ვერ ხვდება, რატომ ეხმარება უეფა "ბარსელონას".

როგორც ინტერნეტგამოცემა Goal.com იუწყება, "ბარსელონამ" შესაძლოა მოურინიოს გამონათქვამების გამო უეფაში იჩივლოს. კლუბის უკმაყოფილება "რეალის" მწვრთნელის გამონათქვამმა გამოიწვია თითქოს, "ბარსელონას" მიმართ "დახმარება" შესაძლოა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ანხელ მარია ვილიარის ზემოქმედებით იყოს გამოწვეული ან იმით, რომ "ბარსელონა" "იუნისეფის" პარტნიორია.

Levani
მოგების მიუხედავად, ბარსას მოთამაშეები მართლა ნაძები არიან, გასნაკუთრებით პიკე, დანი ალვეში და ბუსკეტსი! თითის კვრითაც დაბლა ეცემიან და ისე გორავენ და ტირიან, გეგონება ხერხემალში გადატეხესო. სერ ალექსი მართლა ჩაუტარებს მაგათ მასტერ-კლასს. მიდი მანიუ!
davi
მართალია tato :) ფინალი ბარსა მანჩესტერია,მაგრამ ამჯერად მანჩესტერი მოიგებს!!!!!!!!!
tato
ვერ გავიგე ამ რეალის გულშემატკივრების!!!!!! თუ პეპე გასაძევებელი არ იყო, მაშინ არც კრაუჩი იყო გასაძევებელი, მაგრამ მაშინ ხმა არავის ამოუღია და გაიხსენე მაშინდელი მარსელოს მსახიობობაც!!!!!! რეალის გულშემატკივრებს გიჭირთ იმის აღიარება რომ ბარსა გაცილებით უკეთესი გუნდია, ერთი რეალი რაშიც სჯობია არის სირბილი. სირცხვილია მეტი თუ არაფერი, რომ რეალი სანტიაგო ბერნაბეუზე თამაშობს 5 მცველით და 5 ნახევარმცველით, ეს უკვე ძაან დიდი მანდრაჟის მანიშნებელია და მანდრაჟიდან გამომდინარე რეალი თამაშობს კრისულ ფეხბურთს და ბარსამ კრისებს მიუჩინა თავისი ადგილი.პეპე გასაძევებელი იყო 100 პროცენტით და საერთოდ სიმულიანტობა მაგ თამაშში დი მარიამ დაიწყო. მაგრამ მსოფლიოში ყველაზე მაგარი გუნდი მანჩესტერია და ეს ფინალშიც გამოჩნდება. სერ ალექსი ჩაუტარებს მასტერ კლასს როგორც გვარდიოლას ასევე უ...კო მოურინიოს (თუ შეძლო და გავიდა)
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"