"იუვენტუსი" სერია A-ს უინტერესოს ხდის. 8-დან 8 მოგება ბრწყინვალე შედეგია, თუმცა სატურნირო ინტრიგისთვის მომაკვდინებელი ფაქტორია...
...გასულ სეზონში "ნაპოლი" კიდევ ახერხებდა კონკურენციის გაწევას და მეტიც - გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავად მიჰყავდა აღლუმი, მაგრამ ბოლოს ძალები აღარ ეყო და სკუდეტო "იუვემ" მოიგო.
რესურსის მხრივ, ნეაპოლელთა შორის ბევრი არაფერი შეცვლილა, "იუვენტუსი" კი პირიქით - კრიშტიანო რონალდოთი გაძლიერდა. ასე რომ, ვერდიქტი ლამის ცნობილია.
მასიმილიანო ალეგრის ბიჭებმა გაჭირვების გარეშე დაამარცხეს "უდინეზე", რომელიც შინ ყოველთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. ბენტანკურმა კანსელოს შესანიშნავი ფლანგური პასის შემდეგ თავურით გახსნა ანგარიში, ხოლო შემდეგ მანჯუკიჩმა "დაუხატა" რონალდოს და ამანაც მძლავრად მოუქნია ცაცია მეკარისგან მარცხენა დაბალი კუთხისკენ.
06.10.18. უდინეზე - იუვენტუსი 0:2
ეუსებიო და ფრანჩესკოს ძალიან უშველა შეფუცხუნებამ. ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით, "რომამ" ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო და ახლა ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც წელში გამართულია.
06.10.18. ემპოლი - რომა 0:2
ჯენარო გატუზომ თქვა - ჩემს ხელში "მილანი" არასოდეს ყოფილა კრიზისშიო. მისი აზრით, "როსონერი" ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება და ამ გზაზე ჩავარდნები ხდება ხოლმე. ამ ლოგიკით, "მილანის" 7-მატჩიანი წაუგებელი სერია (ყველა ტურნირის ჩათვლით) სერიოზულ პროგრესად უნდა ჩაითვალოს. აღსანიშნავია, რომ "როსონერის" მაისურით გონსალო იგუაინმა პირველი დუბლი შეასრულა.
07.10.18. მილანი - კიევო 3:1
რამდენადაც შესანიშნავია "ფიორენტინა" საკუთარ მოედანზე (4-დან 4 მოგება), იმდენად ცუდად გამოიყურება სტუმრად - მხოლოდ ქულა 4 მატჩიდან.
ამჯერადაც ასე იყო - სტეფანო პიოლის გუნდი შებოჭილი ჩანდა და თუ "ლაციოს" მცველების უხეში შეცდომები არა (მაგალითად, უოლასის ეპიზოდი, როცა მარკო ბენასის შეეძლო გატანა), წინა ხაზზე ვერაფერს ახერხებდა.
გამარჯვების გოლი კი სტეფან რადუს კუთხურის შემდეგ ჩირო იმობილემ გაიტანა. აღმოჩნდა, რომ აქამდე მას "ფიორენტინას" კარში არასოდეს გაეტანა...
ლორენცო ტონელის თავურით "სამპდორიამ" სტუმრად "ატალანტა" დაამარცხა. გენუელებს მიმდინარე სერია A-ში ყველაზე ცოტა (4) გოლი აქვთ გაშვებული, ბერგამოელებს კი კრიზისმა დარია ხელი.
ფაქტები
კშიშტოფ პიატეკმა ("ჯენოა") ზედიზედ მე-7 მატჩში გაიტანა გოლი ჩემპიონატის სტარტიდან მოყოლებული. უკანასკნელი ფეხბურთელი, ვინც სერია A-ში ზედიზედ პირველ შვიდ შეხვედრაში გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც, იყო "ფიორენტინას" არგენტინელი ფორვარდი გაბრიელ ბატისტუტა - 1994/95 წლების სეზონის დასაწყისში მან ზედიზედ 11 მატჩში გაიტანა გოლი, სულ კი სეზონი 26 გოლით დაასრულა.
"იუვენტუსის" მარჯვენა მცველმა ჟოაო კანსელომ მიმდინარე სერია A-ს დასაწყისიდან 17 დრიბლინგი განახორციელა, რაც ჯერჯერობით საუკეთესო შედეგია.
ედინ ჯეკომ ("რომა") ბოლო 11 მატჩში 13 გოლი გაიტანა სერია A-ში ახალაღზევებული გუნდების კარში.
მეექვსედ მოხდა, რომ ერთმა რომელიმე გუნდმა სერია A-ს სტარტზე პირველი 8 მატჩი მოიგო. ამ 6-დან 4-ჯერ (1930/31, 1985/86, 2005/06 და 2018/19) ეს "იუვენტუსმა" გააკეთა და ამ მხრივ რეკორდსმენია, თითოჯერ - "რომამ" (2013/14) და "ნაპოლიმ" (2017/18).
"ნაპოლი" ერთადერთი გუნდია მიმდინარე სერია A-ში, რომელმაც 4 გოლი გაიტანა პირველ 15-წუთიან მონაკვეთში.
გონსალო იგუაინმა ("მილანი") მიმდინარე ჩემპიონატში სამივე გოლი სუსოს პასით გაიტანა.
ჯაკომო ბონავენტურამ "მილანის" მაისურით 150-ე მატჩი ჩაატარა.
სერია A. VIII ტური
ტორინო-ფროზინონე 3:2
გოლები: 1:0 რინკონი (20), 2:0 ბაზელი (46), 2:1 გოლდანიგა (58), 2:2 ჩანო (64), 3:2 ბერენგერი (71)
კალიარი-ბოლონია 2:0
გოლები: 1:0 ჟოაო პედრო (22), 2:0 პავოლეტი (68)
უდინეზე-იუვენტუსი 0:2
გოლები: 0:1 ბენტანკური (33), 0:2 რონალდო (37)
იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კანსელო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - ბენტანკური, პიანიჩი (89. ბარძალი), მატუიდი (46. ემრე ჯანი) - დიბალა (66. ბერნარდესკი), რონალდო, მანჯუკიჩი.
ემპოლი-რომა 0:2
გოლები: 0:1 ნზონზი (36), 0:2 ჯეკო (85)
რომა (4-2-3-1): ოლსენი - სანტონი, მანოლასი, ფასიო, ლუკ. პელეგრინი (60. ფლორენცი) - ნზონზი, დე როსი - იუნდერი (74. ჟეზუში), ლორ. პელეგრინი (73. კრისტანტე), ელ შაარავი - ჯეკო.
გამოუყენებელი პენალტი: კაპუტო (58. ემპოლი)
ჯენოა-პარმა 1:3
გოლები: 1:0 პიატეკი (6), 1:1 რიგონი (16), 1:2 სილიგარდი (26), 1:3 ჩერავოლო (30)
მილანი-კიევო 3:1
გოლები: 1:0 იგუაინი (27), 2:0 იგუაინი (34), 3:0 ბონავენტურა (56), 3:1 პელისიერი (63)
მილანი (4-3-3): ჯ. დონარუმა - აბატე, მუზაკიო, საპატა, როდრიგესი (87. ლაქსალტი) - კესი, ბილია, ბონავენტურა (76. კუტრონე) - სუსო (90. კასტილიეხო), ჩალჰანოღლუ, იგუაინი.
ატალანტა-სამპდორია 0:1
გოლი: 0:1 ტონელი (76)
ლაციო-ფიორენტინა 1:0
გოლი: 1:0 იმობილე (37)
ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - უოლასი (57. ლუიზ ფელიპე), აჩერბი, რადუ - პაროლო, ლუკას ლეივა, მარუშიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი - კაისედო (53. კორეა), იმობილე (85. ბერიშა).
ნაპოლი-სასუოლო 2:0
გოლები: 1:0 უნასი (3), 2:0 ინსინიე (72)
ნაპოლი (4-3-3-): ოსპინა - მალკუიტი, ალბიოლი, კულიბალი, ჰისაი - როგი, დიავარა (56. ალანი), ზელინსკი - ვერდი (69. კალიეხონი), უნასი (51. ინსინიე), მერტენსი.
სპალ-ინტერი 1:2
გოლები: 0:1 იკარდი (14), 1:1 პალოსკი (72), 1:2 იკარდი (78)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - ვრსალკო, შკრინიარი, მირანდა, ასამოა - ვესინო, ბორხა ვალერო (77. ლაუტარო მარტინესი) - პერიშიჩი, ნაინგოლანი, კეიტა (67. პოლიტანო) - იკარდი (81. გალიარდინი).
გამოუყენებელი პენალტი: ანტენუჩი (18. სპალ)
ბომბარდირები: 9 - კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 6 - ლორენსო ინსინიე (ნაპოლი); 5 - გრეგუარ დეფრელი (სამპდორია), ჩირო იმობილე (ლაციო); 4 - როდრიგო დე პაული (უდინეზე), მარიო მანჯუკიჩი (იუვენტუსი), კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი), გონსალო იგუაინი (მილანი).
მომდევნო ტური
20 ოქტომბერი: რომა-სპალ, იუვენტუსი-ჯენოა, უდინეზე-ნაპოლი
21 ოქტომბერი: ფროზინონე-ემპოლი, ბოლონია-ტორინო, კიევო-ატალანტა, პარმა-ლაციო, ფიორენტინა-კალიარი, ინტერი-მილანი
22 ოქტომბერი: სამპდორია-სასუოლო
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო