ბოლო დროს "ფიორენტინამ" კი გამოასწორა თამაში, მაგრამ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფლორენციელებმა სეზონი ჩააგდეს
მართალია, ბოლო დროს "ფიორენტინამ" გამოასწორა თამაში და ქულების მოგროვება დაიწყო, მაგრამ წახდენილ საქმეს უკვე აღარაფერი ეშველება და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფლორენციელებმა სეზონი ჩააგდეს.

ერთადერთი მიზანი, რისთვისაც ფეხბურთელებმა დარჩენილ შეხვედრებში შეიძლება იბრძოლონ, მწვრთნელ სინიშა მიხაილოვიჩის პრესტიჟი გახლავთ, რომლის დარჩენა-არდარჩენის საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევია.

გადაწყვეტილი ამბავია, რომ "ვიოლა" ევროტურნირებს მიღმა რჩება, რაც გვარიანად დააზარალებს კლუბის ბიუჯეტს. ამიტომ, უკვე აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ მომდევნო სეზონიდან ფეხბურთელებს ხელფასის ოდენობა საგრძნობლად შეუმცირდებათ. ამის შესახებ კლუბის გენერალურმა დირექტორმა სანდრო მენკუჩიმ ისაუბრა:

"მიმდინარე სეზონში, ჩვენი მიზანი ევროტურნირის საგზურის მოპოვება გახლდათ, კარგ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის, ცუდში კი ევროპის ლიგის. საბოლოოდ, არც ერთი გვერგი და არც მეორე, რის გამოც სეზონი ჩაგდებულად უნდა მივიჩნიოთ. ევროსაგზურის გარეშე დარჩენამ ჩვენი ბიუჯეტიც აზარალა და ზომების მიღებაა საჭირო. ხვალ კლუბის დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართება და ერთად ვიმსჯელებთ როგორ დავაბალანსოდ შემოსავლები და ხარჯი. თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ ეს ფეხბურთელთა ხელფასების შემცირების ხარჯზე მოხდება, რომლებმაც მიმდინარე სეზონში დაკისრებულ მოვალეობებს თავი ვერ გაართვეს. იმედი მაქვს, ყველა გაგებით მოეკიდება ამ გადაწყვეტილებას და გუნდში სამუშაო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება".

იტალიურ პრესაში უკვე იწერება იმის შესახებ, რომ ხელფასების შემცირება ბევრს აიძულებს გუნდის გამოცვლაზე იფიქროს. ამიტომ, კლუბის მესვეურთა ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა ისედაც არც თუ ძლიერი შემადგენლობა კიდევ უფრო შეასუსტოს. თავის მხრივ, არც ახალი ფეხბურთელების დამატება იქნება იოლი საქმე, რადგან მაღალი კლასის ფეხბურთელს, მაღალი ანაზღაურებაც უნდა შესთავაზო.

არადა, თუ ფლორენციელებს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის უნდათ ბრძოლა, ამ ზაფხულს შემადგენლობის გაძლიერებაზე აუცილებლად უნდა იზრუნონ. ხელფასების შემცირებასთან დაკავშირებით ცნობა გუშინ გავრცელდა და ალბათ, უახლოეს დღეებში გამოჩნდებიან ის ფეხბურთელებიც, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას ღიად გააპროტესტებენ. ვნახოთ, საინტერესოა რა პროცესები განვითარდება "ფიორენტინაში".

ამასობაში, სულ უფრო და უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაციები სინიშა მიხაილოვიჩის კლუბიდან აბარგების შესახებ. ამ ამბავს მის შესაძლო შემცვლელებზე გამოჟონილი ცნობებიც მოწმობს. მაგალითად, "კორიერე დელო სპორტი" დაჟინებით გვიმტკიცებს, რომ მომდევნო სეზონიდან "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელის პოსტს ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი, კარლოს დუნგა დაიკავებს. ავტორიტეტულ გამოცემაში დუნგას კომენტარიც კი ვრცელდება:

"დიდი ხანია უქმად ვარ და მთელი ამ ხნის განმავლობაში უამრავი წინადადება მივიღე. გამოგიტყდებით და მათ შორის, ერთმა ყველაზე მეტად დამაინტერესა და დამაფიქრა. ფეხბურთელის საუკეთესო წლები "ფიორენტინაში" მაქვს გატარებული და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფლორენცია ერთადერთი ქალაქია ევროპაში, სადაც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი. შესაბამისად, დიდი სიამოვნებით ჩავიბარებდი "ვიოლას", რომელსაც ფანტასტიკური გულშემატკივრები ჰყავს. სხვათა შორის, ამ საკითხზე უკვე ოჯახთანაც მქონდა საუბარი და მათაც დიდი სურვილი აქვთ, რომ ჩემთან ერთად იტალიაში წამოვიდნენ ".

დუნგა პირდაპირ ამბობს, რომ ფლორენციელებისგან წინადადება მიიღო და იქვე, თავის დიდ სურვილის აფიქსირებს, ჩაუდგეს გუნდს სათავეში. ანუ, გამოდის, რომ ორივე მხარე მზად არის თანამშრომლობისთვის და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მომდევნო სეზონიდან "ვიოლას" სწორედ ბრაზილიელი უთავკაცებს. ჯერჯერობით, მიხაილოვიჩი სიმშვიდეს ინარჩუნებს და აცხადებს, რომ კლუბის მესვეურებისგან სრულ ნდობას გრძნობს. ვნახოთ, სეზონის ფინიშის მოახლოვებასთან ერთად, ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს