გასული სეზონი ნიკოლას ბურდისოსთვის მეტად წარმატებული გამოდგა. განსაკუთრებით ეს მეორე წრეზე ითქმის, რომელიც "რომაში" გაატარა...

გასული სეზონი ნიკოლას ბურდისოსთვის მეტად წარმატებული გამოდგა. განსაკუთრებით ეს მეორე წრეზე ითქმის, რომელიც "რომაში" გაატარა და ის, რომ დედაქალაქელებმა სკუდეტოსთვის ბოლო ტურამდე იბრძოლეს, ამაში მისი წვლილი საკმაოდ დიდია. ბურდისომ "ჯალოროსიში" იჯარის წესით იასპარეზა და დასრულდა თუ არა სეზონი, მილანში დაბრუნდა. თუმცა, ნიკოლასი რაფაელ ბენიტესის გეგმებში არ ჯდება და კლუბი მის გასხვისებას აპირებს. თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, მილანელები არგენტინელი მცველის სანაცვლოდ ათ მილიონ ევროს ითხოვენ და პირველ რიგში, "რომას" მესვეურებთან აპირებენ მოლაპარაკებების გამართვას. აპირებს თუ არა "ჯალოროსი" ფეხბურთელის გამოსყიდვას, ამაზე გუნდის მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი საუბრობს:

"ამის ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, მაგრამ დღეს პირველად გავიგე, რომ "ინტერი" ნიკოლასის სანაცვლოდ ათ მილიონ ევროს მოითხოვს. ეს ძალიან ცუდია, რადგან ასეთი თანხები დღეს კლუბს არ გააჩნია. აუცილებლად უნდა მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას, რათა კონსენსუსს მივაღწიოთ. თუ მილანელებს ნამდვილად სურთ არგენტინელის გასხვისება, მაშინ უნდა დაუკლონ თანხას, რადგან ჩვენ ბურდისოს გადაბირებით მართლაც ვართ დაინტერესებულნი. ვნახოთ, წესით მალე უნდა გაირკვეს ყველაფერი".

ამასობაში, ბურდისოს მსურველთა რიცხვს ტურინის "იუვენტუსიც" შეურთდა და თუ პრესას დავუჯერებთ, პიემონტელები ათი მილიონის გადასახდელად სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ. ანუ, გამოდის, რომ ბურდისოს შეძენის მთავარი პრეტენდენტი "ბიანკონერი" ხდება. ამ ინფორმაციას ნიკოლასის პირადი აგენტი, ფერნანდო იდალგო ადასტურებს:

"ტურინელებმა მართლაც გამოხატეს ინტერესი, რაც ჩემს კლიენტს ძალიან ეამაყება. როდესაც შენით ასეთი ისტორიის კლუბი დაინტერესდება, თავისთავად ძალიან სასიამოვნოა. ბურდისოს არაფერი აქვს იმის საწინააღმდეგო, რომ ტურინში გადაბარგდეს და კარიერა "იუვეში" გააგრძელოს. მთავარია, რომ პიემონტელებმა ის ფინანსური მოთხოვნება დააკმაყოფილონ, რომელსაც "ინტერი" აწესებს".

უახლოეს დღეებში, ტურინელები ალბათ ოფიციალურ პოზიციას დააფიქსირებენ და გავიგებთ, რამდენად დიდია ბურდისოს "იუვენტუსში" გადაბარგების შანსები.

Juventino
რა ბურდისო ტოოო........ დააბრუნონ ლუჩანონე!!! მოჯის ხარისხიანი ტრანსფერები მინდა!
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...