ჰოკეი. მსოფლიოს ჩემპიონატი
დღეს სლოვაკეთის ორ ქალაქში - ბრატისლავასა და კოშიცეში მსოფლიოს მორიგი ჩემპიონატი იწყება. გუნდებმა დაასრულეს მზადება წლის მთავარი სტარტისთვის და უკვე შემადგენლობებიც ცნობილია. ყველაზე ბოლოს თავიანთი განაცხადები წარმოადგინეს აშშ-სა და ჩეხეთის ნაკრებებმა.

ბოლო მომენტში ამერიკის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შემადგენლობა ვანკუვერის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორით - ჯეკ ჯონსონით გააძლიერა. "ლოს ანჯელეს კინგზის" მცველი ერთადერთი ჰოკეისტი იქნება აშშ-ის შემადგენლობაში, ვინც შარშან 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა.

წლევანდელ რეგულარულ ჩემპიონატში ჯონსონმა 82 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ხუთი შაიბა და 37 შედეგიანი პასი შეასრულა. პლეი ოფის ექვს შეხვედრაში კი მისი მონაგარი ხუთ ქულას (1+4) შეადგენს. სტენლის თასის მერვედფინალში "ლოს ანჯელესმა" 2:4 წააგო სერია "სან ხოსესთან".

ამ მომენტისთვის ამერიკის ნაკრებში 23 ჰოკეისტი ირიცხება. ტურნირის მსვლელობისას გუნდის ხელმძღვანელობას კიდევ ორი მოთამაშის დამატების უფლება ექნება, მანამდე კი აშშ-ის განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ტაი კონკლინი ("სენტ ლუისი"), ელ მონტოია ("აილენდერსი");

მცველები: მარკ ფეინი ("ნიუ ჯერსი"), მაიკ კომისარეკი ("ტორონტო"), კევინ შატენკირკი ("სენტ ლუისი"), მარკ სტიუარტი ("ატლანტა"), კემ ფაულერი ("ანაჰაიმი"), ჯეიკ გარდინერი ("ტორონტო მარლიზი", AHL), ჯეკ ჯონსონი ("ლოს ანჯელესი"), რაიან მაკდონა ("რეინჯერსი"), კლეი უილსონი ("ფლორიდა");

თავდამსხმელები: მაიკ ბრაუნი ("ტორონტო"), კრის კრეიდერი (ბოსტონის კოლეჯი), ენდი მილი ("ფინიქსი"), ნიკ პალმიერი ("ნიუ ჯერსი"), კრის პორტერი ("სენტ ლუისი"), რაიან შენონი ("ოტავა"), ჯეკ სკილი ("ფლორიდა"), ტიმ სტეპლტონი, ბლეიკ უილერი (ორივე - "ატლანტა"), იან შჩასტნი (ცსკა, კჰლ), კრეიგ სმიტი

(ვისკონსინის უნივერსიტეტი), დერეკ სტეპანი ("რეინჯერსი").

შემადგენლობა გამოაცხადა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ჩეხეთის ნაკრებმა. ამ გუნდის დამრიგებელმა ალოიზ ჰადამჩიკმა გუნდში NHL-ის რვა წარმომადგენელი მიიწვია. ისევე როგორც შარშანდელ პირველობაზე, ჩეხეთის ნაკრებს ლეგენდარული იარომირ იაგრიც დაეხმარება.

ჩეხების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: პაველეცი ("ატლანტა", NHL), შტეპანეკი (სკა, კჰლ), კოვარჟი ("მაუნტფილდი");

მცველები: მარტინეკი ("აილენდერსი", NHL), ჟიდლიცკი ("მინესოტა", NHL), რახუნეკი ("ლოკომოტივი", კჰლ), ჩასლავა (ცსკა, კჰლ), ნემეცი ("სევერსტალი", კჰლ), შკოულა ("ავანგარდი", კჰლ), კრაიჩეკი ("ტრშინეცი"), ნაკლადალი ("ათპლუქმჯე");

თავდამსხმელები: ჰავლატი ("მინესოტა", NHL), მიხალეკი ("ოტავა", NHL), ელიაში ("ნიუ ჯერსი", NHL), ვორაჩეკი ("კოლამბუსი", NHL), იაგრი, ჩერვენკა, ვამპოლა (ყველა - "ავანგარდი", კჰლ), როლინეკი ("მეტალურგი" მ, კჰლ), კლეპიში ("სალავატ იულიაევი", კჰლ), მარეკი ("ატლანტი", კჰლ), პრუხა (სკა, კჰლ), ნოვოტნი ("ბარისი", კჰლ), ჰუბაჩეკი ("ბრნო"), კუკალი ("პარდუბიცე"), ფროლიკი ("ჩიკაგო", NHL).

ჩემპიონატის წინ უცნაური ამბავი შეემთხვა საფრანგეთის ნაკრებს - ამ გუნდის ჰოკეისტები სლოვაკეთის ნაცვლად... პოლონეთში ჩავიდნენ. როგორც სააგენტო "როიტერმა" გაარკვია, ფრანგებმა შეცდომით სხვა რეისზე დაჯავშნეს ბილეთები. საბოლოოდ მათ ავტობუსით დაფარეს 290 კილომეტრი და სლოვაკეთში ჩავიდნენ. გუშინ გუნდმა კოშიცეში პირველი ვარჯიში ჩაატარა.

წლევანდელ ჩემპიონატში ფორმატი უცვლელია. ჩემპიონატში მონაწილე 16 გუნდი ოთხ ჯგუფად არის დაყოფილი. შემდეგ ეტაპზე თითო ჯგუფიდან სამ-სამი საუკეთესო გუნდი გადავა - E ჯგუფში A და D ჯგუფების მონაწილეები მოხვდებიან, F ჯგუფში B და C ჯგუფების გუნდები. ნაკრებებს ერთმანეთში მოპოვებული ქულები გადაყვებათ შემდეგ ეტაპზე. პირველი რაუნდის თანაჯგუფელები მეორეში ერთმანეთს არ შეხვდებიან.

მეორე ეტაპზე ოთხ-ოთხი საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში ითამაშებს.

კალენდარი

I ეტაპი

A ჯგუფი

რუსეთი

სლოვაკეთი

გერმანია

სლოვენია

29 აპრილი

18:15 გერმანია-რუსეთი

22:15 სლოვაკეთი-სლოვენია

1 მაისი

18:15 რუსეთი-სლოვენია

22:15 სლოვაკეთი-გერმანია

3 მაისი

18:15 სლოვენია-გერმანია

22:15 რუსეთი-სლოვაკეთი

B ჯგუფი

კანადა

შვეიცარია

ბელარუსი

საფრანგეთი

29 აპრილი

18:15 შვეიცარია-საფრანგეთი

22:15 ბელარუსი-კანადა

1 მაისი

18:15 კანადა-საფრანგეთი

22:15 შვეიცარია-ბელარუსი

3 მაისი

18:15 კანადა-შვეიცარია

22:15 საფრანგეთი-რუსეთი

C ჯგუფი

შვედეთი

აშშ

ნორვეგია

ავსტრია

30 აპრილი

18:15 აშშ-ავსტრია

22:15 ნორვეგია-შვედეთი

2 მაისი

18:15 აშშ-ნორვეგია

22:15 შვედეთი-ავსტრია

4 მაისი

18:15 ავსტრია-ნორვეგია

22:15 შვედეთი-აშშ

D ჯგუფი

ფინეთი

ჩეხეთი

ლატვია

დანია

30 აპრილი

18:15 ფინეთი-დანია

22:15 ჩეხეთი-ლატვია

2 მაისი

18:15 ჩეხეთი-დანია

22:15 ლატვია-ფინეთი

4 მაისი

18:15 დანია-ლატვია

22:15 ფინეთი-ჩეხეთი

II ეტაპი

E ჯგუფი

5 მაისი

22:15 2A-3D

6 მაისი

18:15 1A-2D

22:15 1D-3A

7 მაისი

18:15 3D-1A

22:15 2D-3A

8 მაისი

18:15 1D-2A

9 მაისი

14:15 3A-3D

18:15 2A-2D

22:15 1A-1D

F ჯგუფი

5 მაისი

22:15 2B-3C

6 მაისი

18:15 1B-2C

22:15 1C-3B

7 მაისი

18:15 3C-1B

22:15 2C-3B

8 მაისი

18:15 1C-2B

9 მაისი

14:15 3B-3C

18:15 2B-2C

22:15 1B-1C

1/4 ფინალი

11 მაისი

18:15 E1-F4

22:15 F2-E3

12 მაისი

18:15 F1-E4

22:15 E2-F3

1/2 ფინალი

13 მაისი

18:15 E1/F4 - F2/E3

22:15 F2/E3 - E1-F4

15 მაისი

18:00 მე-3 ადგილისთვის

22:30 ფინალი

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა